თამარ თეთრაძე (დ. 26 ივნისი, 1917, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1996) — ქართველი მსახიობი, გამოდიოდა ესტრადაზეც. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1990)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1944 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიში მსახიობად. ამ თეატრის სცენაზე განასახიერა მთელი რიგი საპასუხისმგებლო როლები, მათ შორის: ძიძია (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), მარინე (ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“), ცირა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), ნატალია (მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა“) გუსტინა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“), ესმა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ოდეტა (უ. დიუბუას „ჰაიტი“), შეილა (ჯ. პრისტლის „ინსპექტორი მოვიდა“), მაშო (ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია“), მედეა (ს. კლდიაშვილის „დღესასწაული საკრაულში“), მარიამი (ი. ვაკელის „საქმიანი კაცი“), ლენა (კ. სიმონოვის „სხვისი ჩრდილი“) და სხვ. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს.

დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება