თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკა
თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკა – თვითგამოცხადებული ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის თალიშებით კომპაქტურად დასახლებულ სამხრეთ ნაწილში.[1][2] რესპუბლიკა არსებობდა 1993 წლის 21 ივნისიდან 24 აგვისტომდე. სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ლენქორანი, ხოლო პირველი პრეზიდენტი ალაკრამ გუმათოვი.
თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკა თვითგამოცხადებული რესპუბლიკა | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | ლენქორანი | ||||||
უდიდესი ქალაქები | ლენქორანი, ასტარა | ||||||
ენა | თალიშური აზერბაიჯანული | ||||||
რელიგია | ისლამი | ||||||
ფართობი | 4659 კმ² | ||||||
მმართველობის ფორმა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||||
პრეზიდენტი | ალაკრამ გუმათოვი | ||||||
წინარეისტორია
რედაქტირებასაბჭოთა აზერბაიჯანში ყოველგვარი სწავლება და წიგნის გამოცემა თალიშურ ენაზე ლიკვიდირებულ იქნა 1930-იანი წლების ბოლოს. 1959 წლიდან 1989 წლამდე თალიშები არც ერთი აღწერის დროს არ არიან ნახსენები, როგორც ცალკე ეთნიკური ჯგუფი, ოფიციალურად ითვლებოდნენ აზერბაიჯანელებად, ანუ თურქებად, თუმცა ისინი საუბრობენ ირანული ჯგუფის ენაზე.[3]
„პერესტროიკის“ წლებში დაიწყო და აღმავლობას განიცდის თალიშების ეროვნული თვითგამორკვევის პროცესი. თალიშები აქტიურად მონაწილეობენ აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის მუშაობაში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ლენქორანელი ავტოინჟინერი ალაკრამ გუმათოვი. მისი და თალიში პოეტის ალი ნასირის ინიციატივით 1989 წელს დაარსდა სახალხო ფრონტის ლენქორანის განყოფილება, რომელიც შეიქმნა ორგანიზატორი თალიშებით დასახლებული რაიონების ავტონომიისათვის ბრძოლისა.[2] 1990 წლის 11 იანვარს აზერბაიჯანში მიმდინარე ანტისაბჭოთა არეულობის პერიოდში ა. გუმათოვმა სახალხო ფრონტის ადგილობრივი განყოფილების დახმარებით ფაქტობრივად დაამხო საბჭოთა ხელისუფლება ლენქორანში და მომდევნო 10 დღის მანძილზე მართვდა ქალაქს, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს.
მთავრობაში ახლადმოსული აბულფაზ ელჩიბეის სახალხო ფრონტის პოლიტიკამ, რომელიც დაფუძნებული იყო აზერბაიჯანულ ნაციონალიზმსა და პანთურქიზმზე, ჩამოიშორა თალიშელების ეროვნული მოღვაწეები.[4] [5]
აზერბაიჯანის პოლიტიკური კრიზისი
რედაქტირება1993 წლის გაზაფხულზე სომხეთმა დაიწყო გადამწყვეტი შეტევა მთიან ყარაბაღზე, აიღო კელბაჯარი, შემდეგ აღდამი. ამ მოვლენებმა დააჩქარა სახალხო ფრონტის მთავრობის დამხობა და გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი აზერბაიჯანში. 28 მაისს განჯაში დაიწყო სურეთ ჰუსეინოვის ამბოხება და თავისი ჯარებით დაიძრა ბაქოსკენ. 9 ივნისს ბაქოში ჩავიდა ჰეიდარ ალიევი, ხოლო უკვე 17 ივნისს ელჩიბეი გაიქცა. ლეგიტიმური ხელისუფლება ამ პერიოდში ფაქტობრივად არ არსებობდა.[6]
8 ივნისს გუმათოვმა ლენქორანში მოაწყო მასობრივი დემონსტრაცია ჰუსეინოვის მხარდასაჭერად, თუმცა ამ დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა იყო, აზერბაიჯანის უზენაეს საბჭოს დამატებოდა მეორე – ეროვნებათა პალატა.
თალიშ-მუღანის რესპუბლიკის შექმნა
რედაქტირება21 ივნისს 704-ე ბრიგადის მეთაურობამ მიიღო მიმართვა ხალხისადმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ, მიმდინარე ფეთქებადი სიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში ანარქიისა და ეკონომიკური კატასტროფის ფონზე, ბრიგადა თავის თავზე იღებს აზერბაიჯანის შვიდი რაიონის (ასტარის, ლენქორანის, ლერიკის, ჯალილაბადის, ნეფტეჩალის, მასალისა და იარდიმლის რაიონები) უსაფრთხოებას და აცხადებდა თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას.[5] გუმათოვმა აღნიშნული განაცხადა ადგილობრივი ტელევიზიით.[6]
2-3 აგვისტოს ლენქორანში ჩავიდა აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ყველა საკვანძო მინისტრი, ხოლო დელეგაციას მეთაურობდა პრემიერ-მინისტრი სურათ ჰუსეინოვი. ჰუსეინოვთნ მოლაპარაკების შემდეგ გუმათოვმა განაცხადა, რომ ითხოვდა ჰ. ალიევის გადადგომას, ყოფილი პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვის ბაქოში დაბრუნებას და პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდას.
7 აგვისტოს გაიხსნა თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მეჯლისის სხდომა, რომელმაც დაამტკიცა რესპუბლიკის შექმნა.[2] 250 არჩეული დეპუტატიდან კრებას ესწრებოდა 216. მეჯლისის თავმჯდომარედ აირჩიეს ფაჰრადინ აბოსზოდა. მიიღეს კონსტიტუციური კანონი და შეიქმნა კომისია კონსტიტუციის შესამუშავებლად. ჩამოყალიბდა მთავრობა პრემიერ-მინისტრ რაკიფ ხოჯაევის მეთაურობით. შეიქმნა გერბი და დროშა. ეს უკანასკნელი მოიცავდა ირანულ ფერებს (თეთრი, წითელი, მწვანე), რომლებიც მიღებულია თალიშების ეროვნულ მოძრაობაშიც. გუმათოვი აირჩიეს პრეზიდენტად. ახალი ხელისუფლების მხარდასაჭერად შეიქმნა 3-ათასიანი ეროვნული გვარდია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა 704-ე ბრიგადის ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელი ელმან ოსმანოვი. აზერბაიჯანის ლიდერებს გაეგზავნათ წერილი დაემტკიცებინათ რესპუბლიკის გამოცხადება ცენტრალური პარლამენტის სხდომაზე[5].
რესპუბლიკის დამხობა
რედაქტირება23 აგვისტოს ქალაქის ადმინისტრაციული სახლის წინ, სადაც განთავსებული იყო რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოები, შეიკრიბა მოსახლეობა. ისინი შტურმით შევიდნენ შენობაში, მაგრამ იქ არავინ დაუხვდათ: გუმათოვი 704-ე ბრიგადის შტაბში იყო. მიტინგმა სამხედრო ნაწილის კარიბჭესთან გადაინაცვლა. როდესაც მომიტინგეებმა ჩამოანგრიეს კარები და შეიჭრნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მათ ცეცხლი გაუხსნეს.
გუმათოვი მოერიდა მასობრივ სისხლისღვრას და დატოვა ქალაქი, რაშიც დაეხმარა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალი მუსაევი, რომელიც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. მას შემდეგ რაც გუმათოვმა ქალაქი მიატოვა 704 ბრიგადა გადავიდა ხელისუფლების დაქვემდებარებაში, ხოლო რესპუბლიკა გამოცხადდა გაუქმებულად.[7]
იმავე დღეს ბაქოს ტელევიზიის ეთერით ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ შენობა სადაც იმალებოდა გუმათოვი ხალხის მასებმა დაიკავეს, ხოლო "აჯანყებულთა პროირანელი ლიდერი" გაიქცა უცნობი მიმართულებით.
ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, რომლებიც ძირითადად 704 ბრიგადის ხელმძღვანელობას სეეხო.
შედეგები
რედაქტირებაალაკრამ გუმათოვი დააპატიმრეს 1993 წლის 9 დეკემბერს, მაგრამ 1994 წლის 21 სექტემბერს თანამზრახველების დახმარებით მოახერხა ციხიდან გაქცევა. კვლავ დაპატიმრებულ იქნა 1995 წლის 7 აგვისტოს საკუთარ სახლში. ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით იგი ნებაყოფლობით ჩაბარდა მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე დააპატიმრეს მისი ცოლი სუდაბა რასულოვა, ხოლო მისი სამი შვილი სასტიკად სცემეს. ასევე დაპატიმრებულ იქნა გუმათოვის სხვა ნათესავებიც. გუმათოვის 12 წლის შვილი სასტიკად აწამეს პოლიციის შენობაში.[8][9] ამავე წელს დაიწყო სასამართლო პროცესი თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკის საქმეზე რასაც მოჰყვა მასობრივი დაკავებები. დააპატიმრეს 30 ადამიანი ძირითადად 704-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. მათ შეუფარდეს ყველანაირი სასჯელის ზომა დაწყებული 2 წლიდან და 9 თვიდან დამთავრებლი სასიკვდილო განაჩენამდე. სასიკვდილო განაჩენი შეუფარდეს გუმათოვს 1996 წელს. "სახელმწიფო დანაშაულის განზრახ დაფარვისათვის" გაასამართლეს გუმათოვის ორი ძმა. მისი ცოლი კი დიდხანს იმალებოდა დაკავების შიშით. 1998 წელს გუმათოვს სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს, ხოლო ევროპის საბჭოს პროტესტის საფუძველზე 2003 წელს სამუდამო პატიმრობა 15 წლის პატიმრობით.[10]
2004 წლის 3 სექტემბერს გუმათოვი შეწყალებულ იქნა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ. ჩამოერთვა აზერბაიჯანის მოქალაქეობა და გაამგზავრეს ნიდერლანდებში, სადაც ცხოვრობდა მისი ოჯახი. როგორც აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები თვლიან შეწყალება განხორციელდა ნიდერლანდების მთავრობის ზეწოლის შედეგად.[11]
თალიშების ეროვნული მოძრაობა მოქმედებს საზღარგარეთ და ფაქტობრივად არალეგალურად, ხოლო აზერბაიჯანში აქტიურად მიმდინარეობს თალიშების აზერბაიჯანელებთან ასიმილაციის პროცესი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BBC News. Azerbaijan in a stir over political prisoner
- ↑ 2.0 2.1 2.2 В. А. Шнирельман. Войны памяти. Мифы, идентичность и политика в Закавказье. М., ИПЦ «Академкнига», 2003. стр. 67
- ↑ Hema Kotecha, Islamic and Ethnic Identities in Azerbaijan: Emerging trends and tensions, OSCE, Baku, July 2006 [1] დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Судебный процесс над Аликрамом Гумматовым в 2002 г.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Сергей Иванов. ТАЛЫШСКАЯ МУГАНСКАЯ РЕСПУБЛИКА: НАЧАЛО И КОНЕЦ//Независимая газета, август 1994
- ↑ 6.0 6.1 Азербайджан в июне 1993 года
- ↑ Vladimir Socor. «Talysh issue, dormant in Azerbaijan, reopened in Armenia», The Jamestown Foundation, May 27, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2007. ციტირების თარიღი: ივლისი 29, 2010.
- ↑ Правозащитный центр «Мемориал»; Фракция партии «Объединение 90/Зеленые» в бундестаге, Германия. Отчет о совместной экспедиции в Армению, Азербайджан и Нагорный Карабах в августе 1995 гю Авторы С.Ганнушкина и Б.Клазен. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-10. ციტირების თარიღი: 2010-07-29.
- ↑ Дело Талыш-Муганской Автономии//Политические преследования. В какое наследство вступили страны бывшего СССР? დაარქივებული 2011-08-31 საიტზე Wayback Machine. //О-во «Мемориал».
- ↑ РЕЗОЛЮЦИЯ 1359 (2004) 1 О политических заключенных в Азербайджане
- ↑ Аликрама Гумматова заставили отказаться от гражданства Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-05. ციტირების თარიღი: 2010-07-29.