თავჩაქუჩა ყანჩა
თავჩაქუჩა ყანჩა (ლათ. Scopus umbretia) — ფრინველი ვარხვისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს, ფერად მუქი ყავისფერია. თავზე უკან გადაწეული, მოგრძო ბუმბულის ქოჩორი აქვს. კისრის, თავისა და ქოჩრის მოხაზულობა პროფილში ჩაქუჩს წააგავს. თავჩაქუჩა ყანჩა გავრცელებულია აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარსა და სამხრეთ არაბეთში, ბუდობს ტყეებში წყლის პირას. მონოგამია. დებს 3-6 კვერცხს. იკვებება თევზით, პატარ-პატარა გველებით, ამფიბიებით, ჭიებით, მოლუსკებით, ფეხსახსრიანებით, მწერების მატლებით.
თავჩაქუჩა ყანჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Scopus umbretta Gmelin, 1789 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697356 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 571.