ზღუდერის სამაროვანი და ნასახლარი
ზღუდერის სამაროვანი და ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, ორ მოზრდილ ბორცვზე, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით ვიდრე IV საუკუნის დამდეგამდე და გვიანდელ ფეოდალურ ხანამდე.
ორმოსამარხი და ყორღანები
რედაქტირებაგაითხარა გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხი და 6 ყორღანი. ყორღანების დიამეტრი საშუალოდ 5 მეტრია, ხოლო სამარხები ინდივიდუალური და ინჰუმაციური. მიცვალებელები ესვენნენ ხელფეხმოკეცილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა შავად და ნაცრისფრად გამომწვარი, სამეთუნეო ჩარხზე დამზადებული სხვადასხვა თიხის ჭურჭელი. ზოგიერთ ჭურჭელზე ამოკაწრულია ორნამენტი. ძეგლზე გამოვლინდა ბრინჯაოს იარაღ-სამკაულები, ისრისპირები, თავხვია საკინძები, მახათი, ბეჭდები, სამაჯურები და რკინის შუბისპირი
ანტიკური ხანის სამარხი
რედაქტირებაგვიანდელი ანტიკური ხანის მდიდრული სამარხი დაზიანებულია. მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები. სამარხში ასევე აღმოჩნდა კარაკალას 5 ოქროს მონეტა, 1 კომოდუსის, 1 ალექსანდრე სევერუსის, გოტარზე პართელის 5 დრაქმა და ავგუსტუსის 1 დენარი.
ამ სამარხის ჩრდილოეთით გამოვლინდა მეორე სამარხი, რომელიც თარიღდება III საუკუნის II ნახევრით. აქ ხის სარკოფაგში ესვენა ორი მიცვალებული, ერთი გულაღმა, გაშოტილი გულხელდაკრეფილი, თავით დასავლეთისაკენ. ვიცვალებეულს თავი ედო ვერცხლის პინაკზე, რომლის ძირზეც გამოსახულია ცეცხლოვანი ბომონის წინაშე მგდარი ტორაწეული მოოქროვილი ცხენი. პინაკზე იდო ოროს ვარდულებით შემკული გახსნილღეროიანი წყვილი საყურე, მიცვალებულის მარცხენა მხარეს ბრინჯაოს საცეცხლური ედო, ხოლო პირში იმპერატორ გორდიანეს ოქროს მონეტ. მარცხენა ხელზე ეკეთა ოქროს სამაჯური, ბეჭედი და ა. შ. მეორე მიცვალებულის ძვლები მიხვეტილი სამარხის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეებში, თავის ქალის ძვლები კი იდო მეორე პინაკზე, რომლის ძირზე გამოსახულია მოოქროვილი ძაღლი და ტახი. აქვე აღმოჩნდა ალექსანდრე სევერუსის ოქროს მონეტა, ოქროს სქელი ბეჯედი და ოქროს წყვილი საყურე.
ამ სამარხების ჩრდილოეთით, 80 მეტრის მოშორებით გაითხარა მესამე სამარხი, რომელიც თარიღდება III საუკუნის დასაწყისით. აქ დამარხული იყო ორი მიცვალებული გვერდიგვერდ. მიცვალებულებს მარჯვენა ხელი მენჯზე ედოთ, ხოლო მარცხენა მუცელზე. მარჯვენა მიცვალებულს ეკეთა შვიდი ნაწილისაგან შემდგარი ოქროს მოთვალული საყურე, ორი ძოწის თვალიანი ბეჭედი და ლალისა და მარგალიტის თვალებით შემკული სამაჯური. ორივე მიცვალებულის თავ-კისრის არეში ოქროს კილიტები იყო მიმოფანტული. მარცხენა მიცვლებულის იაგუნდის ინტალიოთი შემკული ყელსაკიდის ოვალურ თვალბუდეში ჩასმული იყო ონიქსის კამეა, დელფინზე მჯდომი ნერეიდა აფრიალებული ჰაეროვანი წამოხტომით. სამარხში აღმოჩნდა ორი ოქროს კოვზი, ერთ-ერთ მადგანზე ორენოვანი წარწერაა, სავარაუდოდ ბერძნული და არმაზული, ვერცხლის ინკუსტრილებული იტალიური პატერა და ენოხიე, ვერცხლის აბზინდები, რკინის ისრისპირი, დანის ნატეხი, ლურსმანი, პასტის იოტები და მინის ჭურჭელი. ნუმიზმატიკური მასალისგან აღსანიშნავია, ავგუსტუს კეისარის 28 და ფაუსტიანეს 1 დენარი, გოტარზე პართელის 5 დრაქმა, დომიციანეს ოქროს მონეტა ოქროს აურეუსი, ფაუსტიანეს ოქროს მონეტა, ანტონინუს პიუსის და კომოდუსის ოქროს მონეტები.
ნამოსახლარი
რედაქტირებაგააჩანკარის ორივე ბორცვზე გაითხარა გვიანდელი ფეოდალური ხანის ნამოსახლარი. აქ გამოვლინდა სამეურნეო ნაგებობები, სქელკედლიანი თიხის თონე, წყალსადენის თიხის მილები, ქვევრები და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 373.