ზურაბ ხიზანიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიზანიშვილი.

ზურაბ ხიზანიშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, წარსულში ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი. ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.

ზურაბ ხიზანიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზურაბ ხიზანიშვილი
დაბადების
თარიღი
6 ოქტომბერი, 1981 (1981-10-06) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
სსრ კავშირი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–1999 დინამო თბილისი 2 (1)
1999–2000 ნორჩი დინამოელი 9 (0)
2000–2001 ლოკომოტივი 16 (1)
2001–2003 დანდი 43 (0)
2003–2006 რეინჯერსი 42 (0)
2005–2006   ბლექბერნი 26 (1)
2006–2011 ბლექბერნ როვერსი 36 (0)
2009   ნიუკასლი 7 (0)
2010   რედინგი 15 (0)
2010–2011   რედინგი 22 (0)
2011–2014 ქაისერისფორი 76 (1)
2014–2015 დინამო თბილისი 4 (0)
2015 სამტრედია 14 (1)
2015–2017 ინტერი ბაქო 50 (6)
სულ 357 (11)
ეროვნული ნაკრები
1996–1997 საქართველო 17 წლ. 9 (1)
1998 საქართველო 19 წლ. 8 (0)
1999–2000 საქართველო 21 წლ. 3 (1)
1999–2013 საქართველო 92 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2017
„ქაისერისფორში“

ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ გადავიდა. დანდიში ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „რეინჯერსში“. იყო ინგლისური კლუბ „ბლექბერნ როვერსის“, „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და „რედინგის“ წევრი. თურქულ „ქაისერისფორში“ თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ „სამტრედიაში“ განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.

ზურაბ ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში, „დინამოში“ დაიწყო, სადაც მამამისმა ნოდარ ხიზანიშვილმა დინამოს ძლიერების ზენიტის წლები გაატარა. „დინამოში“ ხიზანიშვილმა ერთი სეზონი დაჰყო, მომავალ სეზონში კი საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კვლავ შეიცვალა კლუბი. ამჯერად მისი ახალი კლუბი ასევე თბილისური „ლოკომოტივი“ გახდა. „ლოკომოტივიდან“ კი უცხოეთში, შოტლანდიის საფეხბურთო კლუბ „დანდიში“ გადავიდა. ქართველი ფეხბურთელის შოტლანდიაში გადასვლამ შოტლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამიოწვია და ბრიტანეთის მასშტაბით არცთუ გამორჩეული კლუბი, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. შოტლანდიურმა გამოცემა „კურიერმა“ ახალგაზრდა ქართველი „ლიდს იუნაიტედის“ მცველ რიო ფერდინანდს შეადარა. შოტლანდიურ კლუბში ხიზანიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც აქ თამაშობდა და კაპიტანიც იყო.

„დანდიში“ ჩინებული თამაშის შემდეგ მისით შოტლანდიური გრანდი „გლაზგო რეინჯერსი“ დაინტერესდა. 2003 წელს ზურა რეინჯერსში გადავიდა, კარგადაც ათამაშდა, მაგრამ ბოლო დროს მწვრთნელი ალექს მაკლიში ქართველ მცველს აღარ ენდობოდა, ხიზანიშვილიც იძულებული გახდა სხვა კლუბი მოეძებნა. ეს სხვა კლუბი კი ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ბლექბერნ როვერსი“ იყო. თავიდან ხაზანიშვილ იჯარით ერთი სეზონით აიყვანეს, შემდეგ კი მან გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა. მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა დიდი ნდობა გამოუცხადა ზურაბ ხიზანიშვილს, პირველი ორი სეზონი რეგულარულადაც ათამაშებდა, მაგრამ შემდგომში უელსელმა სპეციალისტმა ხიზანიშვილი სათადარიგო სკამზე დასვა და იშვიათად აძლევდა თავის გამოჩენის შანსს. 2008 წელს „ბლექბერნის“ მწვრთნელი პოლ ინსი გახდა, შემდეგ კი სემ ელერდაისი, თუმცა ქართველი ფეხბურთელი მაინც მოკლებული იყო ჩვეულ სათამაშო პრაქტიკას. 2009 წელს ზურა ხიზანიშვილი ინგლისის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადავიდა იჯარით. 2009 წლის მიწურულს კი ჩემპიონშიპის კლუბ „რედინგში“ გადავიდა ისევ იჯარის წესით. 2011–2014 წლებში თურქეთის გუნდ „ქაისერისფორში“ თამაშობდა და 76 თამაში ჩაატარა. 2014 წელს თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა[1], რომლის მაისურითაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში. 2014–15 წლების პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, დეკემბერში კონტრაქტის ვადა ამოიწურა, კლუბმა გახანგრძლივება არ შესთავაზა და უკლუბოდ დარჩა.[2] 2015 წლის იანვრიდან საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.[3]

სანაკრებო

რედაქტირება

ზურაბ ხიზანიშვილის სანაკრებო კარიერა დაიწყო 1999 წლის 5 ივნისს. მალე იგი ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც მან 8 თამაში ჩაატარა. მისი რეგულარული სანაკრებო კარიერა 2000 წლიდან დაიწყო. 2007 წელს ზურას კონფლიქტი მოუვიდა საქართველოს ეროვნლი ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან, თუმცა ტოპმიოლერის შემცვლელმა, ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა გამოცდილი მცველი ნაკრებში დააბრუნა. ნაკრების შემდეგი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ხიზანიშვილს ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა. 2013 წელს ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა[4]

სანაკრებო გოლები

რედაქტირება
გოლი თარიღი ადგილი მოწინააღდეგე ანგარიში შედეგი ტურნირი
1 2009-06-06 მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო   მოლდოვა 1 – 2 1–2 ამხანაგური

საკლუბო სტატისტიკა

რედაქტირება
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
დინამო თბილისი 1998–99 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
თბილისი 1999–00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ლოკომოტივი თბილისი 2000–01 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
დანდი 2000–01 5 0 0 0 0 0 0 0 0 0 5 0
2001–02 18 0 0 0 2 0 0 0 0 0 20 0
2002–03 16 0 5 0 1 0 0 0 0 0 22 0
ჯამში 39 1 5 0 3 0 0 0 0 0 47 0
გლაზგო რეინჯერსი 2003–04 25 0 1 0 2 0 8 0 0 0 36 0
2004–05 14 0 1 0 2 0 6 0 0 0 23 0
ჯამში 29 0 2 0 4 0 14 0 0 0 59 0
ბლექბერნ როვერსი 2005–06 24 1 2 0 4 1 0 0 0 0 30 2
2006–07 17 0 3 0 1 0 6 0 0 0 27 0
2007–08 10 0 1 0 1 0 0 0 0 0 12 0
2008–09 3 0 4 0 3 0 0 0 0 0 10 0
ჯამში 54 1 10 0 9 1 6 0 0 0 79 2
უცხოური კარიერის ჯამური შედეგები 122 2 17 0 16 1 20 0 0 0 185 2

მიღწევები

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ზურაბ ხიზანიშვილი დაიბადა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ოჯახში. ჰყავს მეუღლე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი და 3 შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება