ზომლეთი
სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
ზომლეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ვან-ზომლეთის თემის ცენტრი (სოფლები: ვანი, ზომლეთი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 160 მ., ჩოხატაურიდან 17 კმ. სოფელი შედიოდა აკეთის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
ზომლეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვან-ზომლეთი |
კოორდინატები | 42°01′58″ ჩ. გ. 42°08′36″ ა. გ. / 42.03278° ჩ. გ. 42.14333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 160 მ |
მოსახლეობა | 281[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 281 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 636 | ||
1911[4] | 956 | ||
2002[5] | 365 | 172 | 193 |
2014[1] | 281 | 137 | 144 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ვლასა მგელაძე (1868-1943) — რევოლუციონერი, პოლიტიკოსი
- გრიგოლ ცინცაბაძე (1879-1938) — რევოლუციონერი, პოლიტიკოსი
- ნოე ზომლეთელი (1880-1938) — რევოლუციონერი, პოეტი, პედაგოგი
- სანდრო ეული (1890-1965) — პოეტი
- აკაკი მგელაძე (1912-1985) — მსახიობი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 529.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-11. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II