ზემო ღრუ
ზემო ღრუ — სოფელი აღმოასვლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, გდუს თემში[1]. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. ახალგორიდან დაშორებულია 19 კილომეტრით, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 50 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-06-20.