ზამთარეთი — სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში.

სოფელი
ზამთარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°29′03″ ჩ. გ. 43°46′23″ ა. გ. / 42.48417° ჩ. გ. 43.77306° ა. გ. / 42.48417; 43.77306
ცენტრის სიმაღლე 1640
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზამთარეთი — საქართველო
ზამთარეთი

მდებარეობს მდინარე ღრამულის (ჯეჯორის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე, ჯავიდან 30 კმ-ის დაშორებით.

ზამთარეთი ისტორიული კუდაროს ხეობის ერთ-ერთი სოფელია. ერეკლე II-ის 1772 წლის საბუთის მიხედვით ზამთარეთი ოსებით დასახლებულ მთის რამდენიმე სხვა სოფელთან ერთად სამოურავოდ დაუმტკიცდა ფავლენიშვილებს.[1] მას იხსენიებს XVIII საუკუნის მოგზაური იოჰან გიულდენშტედტიც (Samtareti).[2] რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს რაჭის მაზრაში შედიოდა.

საბჭოთა პერიოდში, 1922-1990 წლებში შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში (ჯავის რაიონის წონის სოფსაბჭო). 1989 წლის აღწერით იყო 36 მცხოვრები. 1990-იანი წლების დასაწყისში მოექცა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. სამხრეთო ოსეთის ოლქის გაუქმების (1990) შემდეგ, საქართველოს დე-იურე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, შედიოდა ონის რაიონში, შემდეგ — ჯავის მუნიციპალიტეტში.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. სცსა. ფ. 1450. წიგ. 45. საქ. №188.
  2. იოჰან გიულდენშტედტი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტომი II, უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ, წიგნი IX, თბ., 1962. — გვ. 104-105.