ზამბეზის რეგიონი
ზამბეზის რეგიონი (ინგლ. Zambezi Region) (2013 წლის 8 აგვისტომდე კაპრივი (ინგლ. Caprivi Region)) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს კაპრივის ზოლის აღმოსავლეთ ნაწილში, რის გამოც მიიღო თავისი დასახელება. ფართობი შეადგენს 14 528 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 90 596 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კატიმა-მულილო.
რეგიონი | |
---|---|
ზამბეზის რეგიონი ინგლ. Zambezi Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | Katima Mulilo |
შიდა დაყოფა | Judea Lyaboloma Constituency, Kabbe North Constituency, Kabbe South Constituency, Katima Mulilo Rural Constituency, Katima Mulilo Urban Constituency, Kongola Constituency, Linyanti Constituency და Sibinda Constituency |
კოორდინატები | 17°30′00″ ს. გ. 24°16′00″ ა. გ. / 17.50000° ს. გ. 24.26667° ა. გ. |
ფართობი | 14 528 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 90 596 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 6,24 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | arc.org.na/home.php?pn=caprivi council |
ისტორია
რედაქტირებატერიტორიის ნაწილის გადაცემა, რომელიც იძლეოდა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში გერმანიის პროტექტორატიდან მდინარე ზამბეზიმდე შეღწევას და ამავდროულად დიდი ბრიტანეთის „სესილია როდსის“ სამხრეთაფრიკული კომპანიის ექსპანსიის შეზღუდვას პორტუგალიური ანგოლის ტერიტორიაზე, გათვალისწინებული იყო ზიმბაბვეს შეთანხმებით, მაგრამ „კაპრივის ზოლის“ ფაქტობრივი მიერთება შედგა მხოლოდ 1891 წელს. „კაპრივის ზოლმა“ თავისი სახელწოდება მიიღო 1889—1895 წლებში გერმანიის იმპერიის ყოფილი კანცლერის — ლეო ფონ კაპრივის გვარისგან.
„კაპრივის ზოლის“ გამოყოფამ შედეგად მოიტანა ლოზის (ბაროტსე) ხალხის ეთნიკური ტერიტორიის გახლეჩა, რომლის დიდი ნაწილი დარჩა ბაროტსელენდში, რომელიც 1885 წლიდან გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი და მოგვიანებით ბრიტანელების მიერ ჩართული იქნა მათსავე პროტექტორატში — ჩრდილოეთი როდეზია. ზამბიის რესპუბლიკისთვის დამოუკიდებლობის მიცემის დროს ლოზის ხალხის წარმომადგენლები რამდენიმეჯერ გამოვიდნენ მოთხოვნით „კაპრივის ზოლის“ აღმოსავლეთი ნაწილის ზამბიისთვის გადაცემის თაობაზე, მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება უარს ამბობდა განეხილა ეს წინადადება.
1968 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ აპართეიდის პოლიტიკის ფარგლებში სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში შექმნა 11 ეთნიკური ჰოუმლენდი. ამასთან, «კაპრივის ზოლის» დასავლეთი ნაწილი ჩართული იქნა კავანგოლენდის ჰოუმლენდის შემადგენლობაში, ხოლო აღმოსავლეთმა ნაწილმა შეადგინა აღმოსავლეთ კაპრივის ჰოუმლენდი.
1977 წელს აღმოსავლეთ კაპრივის ჰოუმლენდმა მიიღო შიდა თვითმმართველობა, როგორც «კაპრივის სახელმწიფო», შეიქმნა საკანონმდებლო კრება და მთავრობა, დაწესდა გერბი და დროშა. «კაპრივის სახელმწიფოს» დროშა გახდა სიგანეში ოთხი თანაბარი ზოლი — შავი, თეთრი, ცისფერი და მწვანე, თეთრ და ცისფერ ზოლზე გამოხატული იყო ერთმანეთისკენ მიმართული, თავაწეული ხორთუმებით ურთიერთგადახვეული ორი შავი სპილო.
1990 წელს ნამიბიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს კავანგოს და კაპრივის სახელმწიფოები შეყვანილები იყვნენ ნამიბიის შემადგენლობაში და გაუქმდნენ თავიანთ გერბებთან და დროშებთან ერთად.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით ზამბეზის რეგიონი იყოფა 8 ოლქად:
- Kabbe
- Kabbe South
- Katima Mulilo Rural
- Katima Mulilo Urban
- Kongola
- Linyanti
- Sibinda
- Judea Lyaboloma