ზაგროსი

(გადამისამართდა გვერდიდან ზაგროსის მთიანეთი)

ზაგროსი (სპარს. رشته‌كوه‌های زاگرس‎) — მთათა სისტემა ირანის ტერიტორიაზე. მდებარეობს ირანის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით. ნაწილი ერაყის ტერიტორიაზეც ვრცელდება. სიგრძე დაახლოებით 1500 კმ, სიგანე 200-300 კმ. უმაღლესი მწვერვალი 4550 მ (მთა ზარდქუჰი) ქალაქ ისპაანის სიახლოვეს მდებარეობს. მწვერვალებზე მცირე მყინვარებია. ზაგროსი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ურთიერთპარარელური ქედების სისტემაა. ქედები ერთიმეორისაგან გამოყოფილია ვიწრო, კანიონისებრი ხეობებითა და ქვაბულებით. ჩამოყალიბებულია რამდენიმე ეკოსისტემა, რომელთაგან გამორჩეული ადგილი უკავია ტყისა და ტყე-სტეპის ზონებს. აგებულია მეზოზოური და კაინოზოური კირქვებითა და ფიქლებით. ასაკი ალპის მთების ასაკს უახლოვდება. განვითარებულია კარსტი. მარილიანი ბორცვები და მყინვარები ზაგროსისთვის აგრეთვე ნიშანდობლივი ფორმებია.

ზაგროსი
ზაგროსის უმაღლესი წერტილი — ზარდქუჰი
ზაგროსის უმაღლესი წერტილი — ზარდქუჰი
კოორდინატები: 33°40′00″ ჩ. გ. 47°00′00″ ა. გ. / 33.66667° ჩ. გ. 47.00000° ა. გ. / 33.66667; 47.00000
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ერაყის დროშა ერაყი
უმაღლესი წერტილი ზარდქუჰი
სიმაღლე 4550 
სიგრძე 1500 კმ
სიგანე 200-300 კმ
ზაგროსი — ირანი
ზაგროსი

განვითარებულია მშრალი სუბტროპიკული კლიმატი. ჭარბობს მთა-უდაბნოს ლანდშაფტი. რელიეფის ფორმების ტიპური ერთეულებია: მლაშობები, ტბები და ოაზისები. არის ნავთობის საბადოები. ხარობს ფინიკის პალმა, ვაზი და ციტრუსები.

სოფლის მეურნეობის ნიშნები ზაგროსის მთისწინეთში ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის 9000 წ. შეინიშნება, კერძოდ ქალაქებს: ანშანსა და სუზში. ჯარმო წარმოადგენს ერთადერთ არქეოლოგიურ ძეგლს. აღსანიშნავია აგრეთვე შანიდარის მღვიმე, სადაც აღმოაჩინეს ნეანდერტალელის კვალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება