ჯარმოადრინდელი ნეოლითური ხანის (ძველი წელთაღრიცხვის VII ათასწლეული) ნამოსახლარი ქალაქ ქირქუქის აღმოსავლეთით, ერაყის ქურთისტანში. 1948—55 წლებში იკვლევდა ამერიკელი არქეოლოგი რ. ბრეიდვუდი. ჯარმოს კულტურული ფენა (სიმძლავრე დაახლოებით 7 მეტრი) ძირითადად წარმოქმნილია 16-ჯერ გადაკეთებული ალიზის სახლებისგან (დაახლოებით 25). ჯარმო არის უძველესი დასახლება მესოპოტამიაში, სადაც შემორჩენილია მიწათმოქმედების მეურნეობის ჩამოყალიბების კვალი (ნაპოვნია ხორბლისა და ქერის მარცვლები). მოშინაურებული ჰყავდათ თხა და ძაღლი. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნადირობასაც. აღმოჩენილია კაჟისა და ობსიდიანის იარაღი (გეომეტრიული მიკროლითები, სახოკები, ნამგლის ჩასართები), ქვის ნაკეთობანი (სანაყები, სასრესები, თოხები და სხვა), ძვლის ნივთები (მახათები, სამკაული) და ალიზის ქანდაკებანი (დედაქალღმერთისა და ცხოველების). ქვედა ფენებში აღმოჩენილია ქვის ჭურჭელი (ნახევარსფერული და კონუსური ფიალები), ზედაში — თიხისა (ჯამები, ყურიანი ფიალები). ჯარმოს მოსახლეობა მიმთვისებლურიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლით ხასიათდება.

ლიტერატურა

რედაქტირება