ვოლგის ქაშაყი[1] (ლათ. Alosa volgensis) — თევზი ქაშაყისნაირთა რიგისა. ბინადრობს კასპიის ზღვაში, საქვირითოდ შედის მდინარეებში, ძირითადად ვოლგაში, აგრეთვე ურალში. ვოლგაში ადის ვოლგოგრადის კაშხლამდე, გარკვეული რაოდენობა თევზსატარებით გადადის ვოლგოგრადის წყალსაცავში. ადრე ადიოდა სამარამდე, მცირე რაოდენობა — ნიჟნი-ნოვგოროდამდეც კი. სიგრძე 39 სმ-მდე, საშუალოდ 28 სმ-ია, მასა 600 გრამამდე, საშუალოდ 250 გრამი. ტოფობს მაის-ივნისში. ქვირითი პელაგურია, განაყოფიერებული ქვირითის განვითარება მიმდინარეობს 40–45 საათის განმავლობაში (ამ დროს დინებას მიაქვს ქვემოთ). იკვებება კიბოსნაირებითა და თევზით. ძვირფასი სარეწაო თევზია, მაგრამ გამრავლების პირობების გაუარესების გამო რაოდენობა შემცირებულია.[2] შეტანილია რუსეთის წითელ წიგნში.[3]

ვოლგის ქაშაყი

ყაზახეთის საფოსტო მარკაზე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  Alosidae
გვარი:  Alosa
სახეობა:  ვოლგის ქაშაყი
ლათინური სახელი
Alosa volgensis (Berg, 1913)
სინონიმები
  • Clupeonella caspia volgensis (Berg, 1913)
დაცვის სტატუსი
სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

წყაროთა ერთი ნაწილი მიიჩნევს ქვესახეობად — Alosa kessleri volgensis,[2][3] მეორე კი — ცალკე სახეობად.[4]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 285, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. 2.0 2.1 Световидова А. А. Волжская сельдь // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971. — стр. 304.
  3. 3.0 3.1 Волжская селдь Alosa kessleri volgensis ru. Красная книга России (3 თებერვალი, 2015). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2024
  4. Froese, Rainer; Pauly, Daniel. Alosa volgensis (Berg, 1913) en. FishBase (2011). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2024