ვიქტორია ნულანდი
ვიქტორია ჯეინ ნულანდი (ინგლ. Victoria Jane Nuland; დ. 1 ივლისი 1961[1], ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკოსი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი 2011-2013 წლებში, შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში. ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს.
ვიქტორია ნულანდი Victoria Nuland | |
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მაისი, 2011 – 11 თებერვალი, 2013 | |
პრეზიდენტი | ბარაკ ობამა |
წინამორბედი | ფილიპ კროული |
მემკვიდრე | ჯენიფერ საკი |
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ივნისი, 2005 – 2 მაისი, 2008 | |
პრეზიდენტი | ჯორჯ უოკერ ბუში |
წინამორბედი | ნიკოლას ბერნსი |
მემკვიდრე | კურტ ვოლკერი |
დაბადებული | 1 ივლისი, 1961 ნიუ-იორკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | რობერტ კაგანი |
განათლება | ბრაუნოვის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებავიქტორია ნულანდი დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს, ნიუ-იორკში. მამამისი შერვინ ბერნარდ ნულანდი იელის უნივერსიტეტის ქირურგიისა და ბიოეთიკის პროფესორი და მწერალი იყო (1930-2014 წწ.), მამის მხრიდან ბაბუა მეიერ ნუდელმანი ებრაული წარმოშობისაა და 1907 წელს 18 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად ამერიკაში ბესარაბიის (ამჟამად უკრაინა) პატარა დასახლება ნოვოსელიციდან, ბებია კი — ნოვოგრუდოკიდან იყო (ახლანდელი ბელარუსი)[2][3][4][5]. მამამისის დაბადების სახელი იყო შეპსლ ბერ ნუდელმანი, რომლის ამერიკანიზებული ვერსია უკვე ზრდასრულ ასაკში მიიღო[6].
ვიქტორია სწავლობდა შოეტ-როზმარი-ჰოლში, დაასრულა ბრაუნოვის უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1982 წელს იგი ეწვია ოდესას, სადაც ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა პიონერულ ბანაკ „ახალგაზრდა გვარდიაში“[5]. 23 წლის ასაკში რვა თვის განმავლობაში მუშაობდა თარჯიმნად საბჭოთა თევზსაჭერ გემზე[7][8][9].
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1985 წლიდან 1986 წლამდე ვიქტორია ნულანდი მუშაობდა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში. 1987 წელს მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის ბიუროში. 1988-1990 წლებში მუშაობდა მონღოლეთის ქალაქ ულან-ბატორში და დაკავებული იყო საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის საკითხებით. 1991 წლიდან 1993 წლებშ მუშაობდა აშშ-ის მოსკოვის საელჩოში, სადაც პასუხისმგებელი იყო ბორის ელცინის მთავრობასთან კავშირის საკითხებით.
1993-1996 წლებში მუშაობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტროუბ ტელბოტის აპარატში, სადაც სენატორ რიჩარდ ლუგარის ხელლმძღვანელობით დაკავებული იყო რუსეთის საკითხებით, მისი მეზობლებით და ნატოს გაფართოებით. 1997-1999 წლებში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და კავკასიის ქვეყნების საკითხებით. 2000-2003 წლებში აშშ-ის ნატოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მიღებაზე („ერთი მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა“). 2003-2005 წლებში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატში. ვიქტორია ნულანდი იყო რიჩარდ ჩეინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე და დაკავებული იყო გლობალური პრობლემებით, მათ შორის ერაყის, ავღანეთის, ლიბანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებით.
2005 წლიდან 2008 წლამდე ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელია. 2013 წლიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დამხმარეა ევროპისა და აზიის საკითხებში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგათხოვილია ამერიკელ ნეოკონსერვატორ ისტორიკოსზე რობერტ კაგანზე. მათ ჰყავთ ორი შვილი. ფლობს რუსულ, ფრანგულ და მცირედ ჩინურ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official biography დაარქივებული 2016-11-12 საიტზე Wayback Machine. at the U.S. State Department
- Official biography at the U.S. State Department (2008 archive)
- Official biography at the U.S. NATO Mission website (2010 archive)
- ვიქტორია ნულანდი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Виктория Нуланд
- ↑ Sherwin B. Nuland «Lost in America: A Journey with My Father»
- ↑ Рецензия на книгу «The Wounded Healer». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2014-07-11.
- ↑ Мемуары Шервина Б. Нуланда
- ↑ 5.0 5.1 Замгоссекретаря США Нуланд побывала в Одессе, где работала пионервожатой
- ↑ Sherwin B. Nuland, ‘How We Die’ Author, Dies at 83. The New York Times. Retrieved 2014-03-04.
- ↑ Нуланд научили ругаться русские моряки // МК
- ↑ Расшифровка брифинга Госдепартамента США от 6.02.2014 დაარქივებული 22.08.2014, საიტზე Wayback Machine. // Сайт Госдепартамента США
- ↑ Расшифровка интервью Эху Москвы // Сайт Эха Москвы