ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი

ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი (რუს. Высоко-Петровский монастырь) — მამათა სტავროპიგიალური მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია 1380 წელს. მდებარეობს პეტროვკის ქუჩაზე.

ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი
ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი — რუსეთი
ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′02″ ჩ. გ. 37°36′54″ ა. გ. / 55.76722° ჩ. გ. 37.61500° ა. გ. / 55.76722; 37.61500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მამათა სტავროპიგიალური მონასტერი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710584000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIV საუკუნე

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

სავარაუდოდ დაარსებულია 1315 წელს, კიევისა და ვლადიმირის მიტროპოლიტის პეტრეს მიერ. წერილობით წყაროებში ცნობილია 1317 წლიდან. თანამედროვე არქიტექტურული კომპლექსის ძირითადი ნაწილი აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში. 1929 წელს ბოლშევიკებმა დახურეს. მონასტრის მოღვაწეობა აღდგა 2009 წელს. 2015 წელს მონასტერმა აღნიშნა დაარსებიდან 700 წლისთავი[1].

სამონასტრო ანსამბლი

რედაქტირება

ვისოკო-პეტროვსკის მონასტრის ანსამბლი წარმოადგენს არქიტექტურული ძეგლების კომპლექსს, რომელთა უდიდესი ნაწილი აგებულია ბოარ ნარიშკინების მიერ XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში[2].

თავდაპირველად მონასტერი იყო ხისგან აგებული. 1514 წელს იტალიელმა არქიტექტორმა ალევიზ ნოვიმ ააგო პირველი ქვის ტაძარი პეტრე მიტროპოლიტის სახელზე და ხის ტაძარი ღვთისმშობლის კვართის სახელზე. XVII საუკუნის დასაწყისში მონასტერს შემოავლეს ქვის გალავანი.

1671 წელს მონასტრის ტერიტორია ორჯერ გაფართოვდა ნარიშკინების ეზოს ხარჯზე, ხოლო 1690-1694 წლებში ააგეს ბოგოლიუბსკის ტაძარი ღვთიმშობლის კვართის ტაძრის ადგილზე; სერგიევის ეკლესია სატრაპეზოსთან ერთად; კარიბჭის ღვთისმშობლის კვართის სახელობის ეკლესია ორიარუსიანი სამრეკლოთი და წინამძღვრის სახლით, ასევე დამხმარე ნაგებობები. ტაძრის შემადგენლობაში შედიოდა ასევე ორი სათნოების სახლი, რომელიც მდებარეობდა პეტროვის ქუჩის კუთხეში და პეტროვსკის ბულვარში.

XVII საუკუნის მონასტრის დაგეგმარება მოიცავდა მონასტრის ორ ეზოს: ჩრდლოეთისას (საზეიმო) და სამხრეთისას (სამეურნეო). ჩრდილოეთის ეზოს ცენტრში აგებული იყო პეტრე მღვდელთმთავრის ეკლესია, რომლის სიმეტრიულადაც იდგა ბოგოლიუბსკის ეკლესია, ხოლო სამხრეთით — სერგიევის ეკლესია.

1744-1750 წლებში სამრეკლოსა და ძმათა კორპუსებს შორის ააგეს ეკლესია ტოლგის ღვთსმშობლის ხატის სახელზე. 1753-1755 წლებში სამხრეთის ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ააგეს პახომი დიდის სახელობის ეკლესია, რომელიც მოგვიანებით აკურთხეს პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე.

1890 წელს ძმათა კორპუსს, მიუშენეს კელიების კორპუსი, რომლის მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა ეპარქიის არქიტექტორი ს. კრიგინი[3].

1901 წელს ორი ხის სათნოების სახლის ადგილზე ააგეს სამსართულიანი საშემოსავლო სახლი, არქიტექტორ ივან ბონის პროექტის მიხედვით. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აღნიშნული შენობა აღარ ეკუთვნის მონასტერს, ამჟამად მასში განთავსებულია ბინები და ბუტიკები. 1990-იან წლებში დააშენეს მეოთხე სართული.

1952 წელს დაიწყო სამონასტრო ანსამბლის რესტავრაცია, რომელიც მიმდინარეობდა არქიტექტორ ბ. დედუშენკოს ხელმძღვანელობით. გაიწმინდა მონასტრის ტერიტორია, წარიმართა არქეოლოგიური გათხრები. დედუშენკომ აღმოაჩინა XIV-XV საუკუნეების ეკლესიის ნაშთები[4].

ტოპონიმიკა

რედაქტირება

ვისოკო-პეტროვსკის მონასტერმა დიდი გავლენა იქონია მიმდებარე ტერიტორიისა და მოსკოვის ტვერის რაიონის ქუჩების ტოპონიმიკაზე. ქუჩას, რომელზეც მვებარეობს ეკლესია, ეწოდება პეტროვკა, იგი ფიქსირდება წყაროებში XVII საუკუნის დასაწყისიდან და არასოდეს არ შეცვლილა მისი დასახელება. 1591 წელს ბელგოროდის კედლის დასრულების შემდეგ მის ერთ-ერთ ჭიშკარს მონასტრის სახელიდან გამომდინარე ეწოდა პეტროვსკის კარიბჭე. XIX საუკუნეში პეტროვსკი ასევე უწოდეს ბულვარს, ასევე არსებობს ქუჩა პეტროვსკის ხაზი[5], სავაჭრო ცენტრი პეტროვსკის პასაჟი (ააგეს 1906 წელს, არქიტექტორი სერგეი კალუგინი), მოგვიანებით ასევე შეიქმნა პეტროვსკის შესახვევი (რომელსაც ეს სახელი უწოდეს 1922 წელს),

ვისოკო-პეტროვსკის მონასტრის ქტიტორები სხვადასხვა დროს იყვნენ დიმიტრი დონელი, ივანე კალიტა, ვასილი III, მეფე ალექსი I რომანოვი და იმპერატორი პეტრე I დიდი.

დაარსება

რედაქტირება

პირველად მონასტერს მოიხსენიებს XV საუკუნის როგოჟელი ჟამთააღმწერელი, მის მიხედვით 1379 წელს ვისოკო-პეტროვსკის მონასტრის არქიმანდრიტი იოანე თან გაჰყვა კონსტანტინოპოლში არქიმანდრიტ მიტიას, როდესაც ეს უკანასკმენლი გაემგზავრა სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით.

არსებობს მონასტრის დაარსების ორი ძირითადი ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, მონასტერი დააარსა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა პეტრემ კრემლის მახლობლად, მდინარე ნეგლინაიის მაღალ ნაპირზე. ეკლესია იყო მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის. ეს მოხდა ან 1315-1317 წლებში, როდესაც მიტროპოლიტი პეტრე დაუახლოვდა ივანე კალიტას, ან 1326 წელს, როვესაც პეტრემ სამიტროპოლიტო კათედრა გადაიტანა ვლადიმირიდან მოსკოვში და რომელიც, მხოლოდ XVI საუკუნის დასაწყისში აკურთხეს მოსკოვის პატრიარქის პეტრეს სახელზე. ძველი ეკლესიის პირველი წმინდანების სახელი შესაძლოა შემორჩა მხოლოდ კარიბჭის პეტრე-პავლეს ეკლესიას, რომელიც ააგეს XVIII საუკუნეში.

მეორე უფრო გავრცელებული ვერსიის მიხედვით ეკლესია დააარსა ივანე კალიტამ და პირველი ხის ეკლესია აკურთხეს პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე. ლეგენდის თანახმად[6], რომელიც ასახულია დინასტიების წიგნში, ივანე კალიტას, 1326 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ხილვა: ნადირობდა რა სწორედ იმ ადგილებში, სადაც ახლა ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი მდებარეობს, იხილა მაღალი, თოვლით დაფარული მთა. მის თვალწინ თოვლი დადნა და მერე თავად მთაც გაქრა. ეს ხილვა მან მიტროპოლიტს უამბო, მან კი ასე განუმარტა: „მაღალი მთა ეს თქვენ ხართ, თავადო, ხოლო თოვლი - მე, თავმდაბალი. მე თქვენზე ადრე უნდა წავიდე ამ ცხოვრებიდან“. როგორც ამ ვერსიის მომხრეები თვლიან ივან კალიტამ სწორედ ამ ხილვის პატივსაცემად ააგო პეტრე-პავლეს ეკლესია, რომლის გარშემოც ძალიან მალე გაშენდა მონასტერი.

ასევე არსებობს მესამე ვერსიაც, რომელიც მონასტრის დაარსებას მიაწერს დიმიტრი დონელს. ამ ვერსიის თანახმად დიმიტრი დონელმა მონასტერი დააარსა კალიტას დროინდელი ეკლესიის ადგილზე, ან აღადგინა უკვე არსებული მონასტერი 1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლიდან დაბრუნების შემდეგ, რუსთა არმიის გამარჯვების აღსანიშნავად.

სხვა მონაცემებით, მონასტრის ხის ეკლესია გაანადგურეს თათრებმა 1382 წელს თოხთამიშ-ხანის გამანადგურებელი თავდასხმის შედეგად და განახლდა მთავარ დიმიტრი დონელის ძალისხმევით. დიდი მთავრის ბრძანების შესაბამისად მონასტერში ააგეს ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ხატისა, რომელიც მოსკოველი რიურიკოვიჩების რიგებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა.

XV-XVII საუკუნეები

რედაქტირება

შუა საუკუნეებში მოსკოვის ისტორიაში ხშირი იყო მტრების შემოსევებისა და ხანძრების რიცხვი, რომელმაც გააუკაცრიელა ხის ქალაქი. განსაკუთრებით ძლიერი იყო 1493 წლის ხანძარი, რომლის დროსაც დაიწვა ნახევარი ქალაქი, მათ შორის ხისგან აგებული მონასტრის შენობებიც. ცეცხლში დაიღუპა დაახლოებით 200 ადამიანი, მათ შორის ვისოკო-პეტროვის მონასტრის რამდენიმე მოსახლე.

ტაძრის აღდგენა მოხდა ვასილი III-ის ბრძანების მიხედვით. მონასტერში პირველი ქვის ტაძარი ააგეს 1514-1517 წლებში პეტრე მიტროპოლიტის სახელზე, მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ალევიზ ნოვი. ტაძრის კურთხევა მოხდა 1517 წლის 23 აგვისტოს. ამავე წელს ააგეს ხის ტაძარი ღვთისმშობლის კვართის სახელზე. სწორედ ამ პერიოდში მონასტერს ოფიციალურად ეწოდა ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი, მაგრამ სახელწოდება „პეტრე-პავლეს მონასტერი“ გამოიყენებოდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნემდე.

შემდეგი განადგურება მონასტერმა განიცადა 1611 წელს პოლონეთ-რუსეთის ომის დროს. 1912 წელს პოლონელების განდევნის შემდეგ მონასტერი აღადგინეს და შემოავლეს ქვის კედელი. ამ პერიოდში მან მიიღო სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსი და მართავდა მთავარეპისკოპოსი.

XVII საუკუნის შუა წლებში მონასტერში ცხოვრობდა ერთი არქიმანდრიტი, ოთხი მღვდელი, ორი დიაკვანი, მედავითნე, მნათე და ექვსი ბერი.

პეტრე I (XVII-XVIII სს.)

რედაქტირება

1671 წელს, პეტრე I დიდის დაბადების აღსანიშნავად, პაპამ, კირილ ნარიშკინმა, სიძეს ალექსი რომანოვს აჩუქა თავისი სამფლობელო, რომელიც ვისოკო-პეტროვსკის მონასტრის გვერდით მდებარეობდა. ალექსი რომანოვმა თავის მხრივ სამფლობელო გადასცა მონასტერს, რის შედეგადაც მონასტრის ტერიტორია გაფართოვდა თითქმის ორჯერ.

1682 წლის მოსკოვის აჯანყების პერიოდში მოკლეს ივანე და ათანასე ნარიშკინები, ღრმადმოხუცებული კირილე ნარიშკინი იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო და გაემგზავრა კირილო-ბელოზერის მონასტერში. მისი დაღუპული შვილების ცხედრები გადასცეს დედოფალ ნატალია ნარიშკინას, რომელმაც ისინი დაასაფლავა ვისოკო-პეტროვსკის მონასტერში. მოგვიანებით აქვე დაკრძალეს კირილე ნარიშკინი და მისი ცოლი ანა ნარიშკინა.

1689 წლის აჯანყების შემდეგ, რომლის შემდეგაც პეტრე I გახდა სრულუფლებიანი მმართველი, მან განახორციელა მონასტრის შემდეგი სამშენებლო საქმიანობები:

  • 1869 წელს დაასრულა ბოგოლიუბსკის ტაძრის მშენებლობა, რომელიც ნარიშკინების განსასვენებელი გახდა[7]
  • 1690-1693 წლებში ააგეს სატრაპეზო ეკლესია სერგი რადონეჟელის სახელზე.
  • 1690-1694 წლებში ააგეს კარიბჭის კვართის ეკლესია და ორსართულიანი სამრეკლო, ასევე საძმო კორპუსი, რომელსაც ეკავა მონასტრის ეზოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი.

XVII საუკუნის მონასტრის დაგეგმარება მოიცავდა მონასტრის ორ ეზოს: ჩრდლოეთისას (საზეიმო) და სამხრეთისას (სამეურნეო). ჩრდილოეთის ეზოს ცენტრში აგებული იყო პეტრე მღვდელთმთავრის ეკლესია, რომლის სიმეტრიულადაც იდგა ბოგოლიუბსკის ეკლესია, ხოლო სამხრეთით - სერგიევის ეკლესია.

1764 წელს მონასტრის მიწების სეკულარიზაციის შემდეგ არის სტავროპიგიალური მონასტერი, ხოლო 1775 წლიდან შედის მოსკოვის ეპარქიაში და მართავს არქიმანდრიტი.

XIX საუკუნე

რედაქტირება

მონასტერს სერიოზული ზიანი მიადგა 1812 წელს. ნაპოლეონის ჯარების მიერ მოსკოვის აღების შემდეგ მონასტერში განათავსეს ათასი ფრანგი კვალერისტი. მონასტერი მთლიანად გაანადგურეს. არქიმანდრიტმა იოანიკემ მოასწრო რელიქვიების გატანა იაროსლავლში.

ომის დასრულების შემდეგ წმინდა პახომისა და კვართის ეკლესია გააუქმეს.

მომდევნო ასი წლის მანძილზე მონასტერი ნელ-ნელა ფეხზე დგებოდა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა მოსკოვის სასულიერო ცხოვრებაში.

XX საუკუნე

რედაქტირება

XX საუკუნის დასაწყისში ვისოკო-პეტროვსკის მონასტერს მართავდა მომავალი ეპისკოპოსი, 2000 წელს წმინდანად შერაცხული მაკარი. მონასტერში მუდმივად ცხოვრობდა 15 მორჩილი. 1901 წელს ხის ორი სათნოების სახლის ადგილზე ააგეს სამსართულიანი საშემოსავლო სახლი, არქიტექტორ ივან ბონის პროექტის მიხედვით. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აღნიშნული შენობა აღარ ეკუთვნის მონასტერს, ამჟამად მასში განთავსებულია ბინები და ბუტიკები.

1910 წელს მონასტერს ხაზინიდან დაენიშნა სუბსიდია 1249 რუბლის ოდენობით წელიწადში. 1916 წელს მონასტრის საერთო კაპიტალმა შეადგინა 116 194 რუბლი.

რევოლუციის შემდეგ

რედაქტირება

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მონასტერი ფორმალურად დაიხურა 1918 წელს. ყველა საცხოვრებელი შენობა ჩამოართვეს და გადასცეს საცხოვრებელ ფონდს. ტაძარი მოქმედებას განაგრძობდა.

1923 წელს მონასტრის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სსრკ-ში ყველაზე მსხვილი სასულიერო პირთა იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეპისკოპოსი ბართლომე (რემოვი).

იატაკქვეშა პერიოდის მოღვაწეებიდან ცხრა ბერი კანონიზირებულია რუსეთის მართლმადივებელი ეკლესიის მიერ.

1929 წელს დახურეს მონასტრის უკანასკნელი ეკლესია — ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი. ნარიშკინების განსასვენებელი გაანადგურეს და ტაძრის შენობაში განათავსეს სოფლის მეურნეობი ტექნიკის სარემონტო. სერგიევის ტაძარში განათავსეს ბიბლიოთეკა, ხოლო შემდეგ სპორტდარბაზი. მღვდელთმთავარ პეტრეს ტაძარში — ჩამომსხმელი საამქრო, დანარჩენ შენობებში კი — კომუნალური საცხოვრებელი ფართები მოაწყვეს. მონასტრის ბაღის ადგილზე მოაწყვეს საბავშვო ბაღი. 1950 წლისთავის მონასტერმა თავისი სახე მთლიანად დაკარგა.

1959 წელს მნასტერი გავაეცა კულტურის სამინისტროს და მიიღო არქიტექტურის ძეგლის სტატუსი. კომუნალური ბინები და ქარხანა გაიტანეს მონასტრიდან. სერგიევის მონასტერში გაიხსნა სარეპეტიციო დარბაზი, ძმათა კორპუსში განთავსდა სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის ფილიალი, სხვა შენობებში კი ძეგლთა დაცვის საზოგადოება და თეატრალური სახელოსნო.

სარესტავრაციო სამუშაოები

რედაქტირება

1953-1957 წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროს ბრძანებით, ხელმძღვანელი ბორის დედუშენკო. სამუშაოების ვროს გარემონტდა:

  • მღვდელთმთავარ პეტრეს ეკლესია - გარემონტდა კედლები და რკინის სახურავი. სრულმასშტაბიანი რესტავრაცია დაიწყო 1979 წელს.
  • სერგიევის მონასტერი - სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო 1952 წელს.
  • ბოგოლიუბოვის ეკლესია - სრულიად გაარემონტეს 1950-1980-იან წლებში და მისცეს თავდაპირველი სახე.
  • ტოლგის ეკლესია
  • პეტრესა და პავლეს ეკლესია
  • ნარიშკინების პალატები. XVII საუკუნის კელიები.
  • საწინამძღვრო სახლი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

რედაქტირება

მოსკოვის საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წლის 3 ივლისის ბრძანებით და რუსეთის პრეზიდენტის 1994 წლის 14 დეკემბრის განკარგულებით ვისოკო-პეტროვსკის მონასტერი გავაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

1992 წელს საწინამძღვრო სახლში განთავსდა მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის განყოფილება. ღვთისმსახურება აღსდგა სერგი რადონეჟელის ტაძარში. მონასტერმა მიიღო საპატრიარქო მეტოქის სტატუსი. პირველი წინამძღვარი გახდა არქიმანდრიტი იოანე (ეკონომცევი).

1992-1993 წლებში მონასტერში დაარსდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსეთის მართლმადიდებლური ინსტიტუტი.

 
მონასტერი 2014 წლის აპრილში

თანამედროვე ეპოქა

რედაქტირება

წმინდა სინოდის 2009 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებითა და ეპისკოპოს მერკურის თხოვნით სამონასტრო ცხოვრება აღსდგა ვისოკო-პეტროვსკის მონასტერში. მერკური დაინიშნა მონასტრის მამასახლისად.

2010 წლის 20 თებერვალს მონასტერში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად აღესრულა საპატრიარქო ღვთისმსახურება და აკურთხეს ახალი სამრეკლო.

წმინდა სინოდის 2013 წლის 12 მარტის გავაწყვეტილებით მონასტრის მამასახლისად დაინიშნა იღუმენი პეტრე ერემეევი[8].

ნაგებობები

რედაქტირება

პეტრე მღვდელთმთავრის ტაძარი

რედაქტირება
 
პეტრე მიტროპოლიტის ტაძარი

თავდაპირველად ეკლესიის ადგილზე მდებარეობდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე ნაკურთხი ხის ეკლესია. პეტრე კიევის მიტროპოლიტის გარდაცვალებისა და კანონიზაციის შემდეგ 1339 წელს ეკლესია ხელახლა აკურთხეს მის სახელზე. 1514-1517 წლებშ ხის ეკლესია ქვაში ააშენა არქიტექტორმა ალევიზ ნოვიმ.

ეკლესია ააგეს რვაკუთხა კოშკის სტილში, რომელიც მთავრდება ჩაფხუტისმაგვარი გუმბათით. ზოგჯერ ეკლესიას შეცდომით მიაკუთვნებენ მშენებლობის სტილს „რვაკუთხედი ოთხკუთხედზე“. ტაძარი რუსული ბურჯებიანი არქიტექტურისერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითია. ტაძარი საკმაოდ პატარაა, იგი იმეორებს თავდაპირველად არსებული ხის ეკლესიის არქიტექტურას. ფასადების ვეკორაცია უბრალო და ლაკონურია. პილასტრები სრულდება აგურის ლავგარდნით.

1690 წელს ეკლესია ნარიშკინებმა ნაწილობრივ გადააკეთეს მოსკოვური ბაროკოს სტილში.

ეკლესიის კურთხევა შედგა პეტრე I-ისა და ივანე V-ის მონაწილეობით.

1689-1690 წლებში ეკლესია კვლავ გაარემონტეს და ხელახლა აკურთხეს ახლა უკვე პეტრე I დიდის მონაწილეობით. 1691 წელს კლიმ მიხაილოვმა დაასრულა კანკელი. 1713-1714 წლებში ტაძრის ვიწრო ფანჯრები გააფართოვეს და მისცეს კვადრატული სახე.

1920-იან წლებში მონასტერთან ერთად ტაძარიც დაიხურა. კანკელი შენარჩუნდა 1940-იან წლებამდე. 1980-იან წლებამდე ეკლესია გამოიყენებოდა, როგორც რსფსრ-ის კულტურის სამინისტროს სამხატვრო ფონდის დირექციის საწყობად. 1984 წელს ტაძარი XIV საუკუნის ფორმას დაუბრუნა არქიტექტორმა ბ. დედუშენკომ.

1990 წელს ეკლესია გადაეცა ვისოკო-პეტროვსკის მონასტერს. ტაძრისთვის შეიქმნა ახალი კანკელი და კედლები მოიხატა. 1998 წლის 3 იანვარს შედგა ტაძრის კურთხევა.

ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

რედაქტირება
 
ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ააგეს 1684-1685 წლებში ღვთისმშობლის კვართის სახელობის ხის ტაძრის ადგილზე, რომელიც აგებული იყო XVI საუკუნეში 1682 წლის აჯანყების მსხვეპლთა საფლავებზე. მშენებლობის დასრულებამდე დედოფალმა ნატალია ნარიშკინამ და პეტრე I-მა ეკლესიაში მიიტანეს ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ტაძარი ნარიშკინების ძვალთშესალაგი იყო 1771 წლამდე, იქ დაკრძალულია გვარის 18 წარმომადგენელი.

ეს არის მონასტრის მნიშვნელობით მეორე ტაძარი. იგი თავისი არქიტექტურით ტრადიციულია XVII საუკუნის რუსული ხუროთმოძღვრებისათვის. თავდაპირველად ეკლესიას სამი მხრიდან ღია გალერეა ჰქონდა. 1805 წელს გალერეის ნაწილი ამოაშენეს და სატრაპეზოდ გადააკეთეს. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ანტრესოლია.

მთელი თავისი არსებობის მანძილზე საკათედრო ტაძარში თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ ძლიერ დაზიანდა მოსკოვში ნაპოლეონის ლაშქრობისა და 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.

ტაძრის უნიკალური კანკელი დაამონტაჟა კლიმ მიხაილოვმა 1687 წელს, ხატებით რომლებიც დაამზადეს სპირიდონ გრიგორიევმა, ფოდორ ზუბოვმა, ტიხონ ფილატევმა და მიხეილ მილიუტინმა. ისინი ეკლესიის დახურვამდე, 1929 წლამდე იყო შემონახული. რევოლუციის შემდეგ ხატები ჩამოხსნეს და საბჭოთა მოქანდაკის სოსლანბეკ ტავასიევის მითითებით, დაწვეს.

1929 წელს ეკლესია დახურეს, ნარიშკინების საფლავები, გუმბათი და ჯვარი გაანადგურეს 1930 წელს. ეკლესიის შიგნით დარჩა XVIII-XIX საუკუნეების მოხატულობის კვალი.

ამჟამად ეკლესიის ინტეიერი საჭიროებს რესტავრაციას.

013 წლის 21 დეკემბერს ტაძარში დახურვის მომენტიდან პირველი ღვთისმსახურება აღევლინა[9].

სერგი რადონეჟელის ეკლესია

რედაქტირება
 
სერგი რადონეჟელის ეკლესია და სატრაპეზო
 
სერგი რადონეჟელის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტი

ააგეს, როგორც სატრაპეზო ეკლესია 1690-1702 წლებში მონასტრის სამხრეთით მდებარე ხის კორპუსის ადგილზე, ნარიშკინების ბაროკოს სტილში. ეკლესიასთან ერთად ააგეს მამაოების კელიები, რომელიც მასთან დაკავშირებული იყო თაღოვანი შესასვლელით. შიდა სამუშაოები და კანკელი დაასრულეს 1697 წელს. ეკლესიის ცენტრალურ გუმბათზე გამოსახეს სამეფო გვირგვინი.

ეკლესია დგას სამონასტრო კომპლექსის შუაში და მონასტრის ეზოს ორად ჰყოფს. იგი ორსვეტიანი და ოთხაფსდიანი კვადრატული შენობაა. თავდაპირველად ეკლესია იყო ერთგუმბათიანი, მაგრამ 1702-1705 წლებში გუმბათები გადააკეთეს. მთავარი საკურთხეველი სერგი რადონეჟელის სახელზეა ნაკურთხი.

1862-1863 წლებში ეკლესია გაარემონტეს, მიაშენეს ეგვტერები, რომელიც აკურთხეს ალექსი მოსკოველის და მიტროფანე ვორონეჟელის სახელებზე.

1919 წელს ეკლესია დახურეს, ხოლო შენობა გადაეცა ცენტრალურ სამედიცინიო ბიბლიოთეკას, ხოლო შემდეგ ქარხანას. 1930-იან წლებში გუმბათი და ჯვარი მოაშორეს, რომელიც აღადგინეს 1960-იან წლებში. 1980-იან წლებში ეკლესიაში განთავსებული იყო მოცეკვავეთა კოლექტივის „Березка“-ს სარეპეტიციო დარბაზი.

1992 წელს შედგა ეკლესიის მცირე კურთხევა.

ტოლგის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

რედაქტირება
 
ტოლგის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

ტოლგის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ერთგუმბათიანი და სწორკუთხა დაგეგმარებისაა. აგებულია ბაროკოს სტილში სამრეკლოსა და ძმათა კორპუსს შორის. დასავლეთი ფასადი გადის პეტროვკის ქუჩაზე. კედლებზე პილასტრებია გამოსახული. ეკლესიის პროექტი სავარაუდოდ ეკუთვნის ივანე მიჩურინს ან მის მოსწავლეს. ეკლესია ააგეს ნ. ნარიშკინას ფინანსებით, რომელიც იყო პეტრე I დიდის ბიძაშვილი დედის ხაზით.

ეკლესია ააგეს 1744-1750 წლებში სამრეკლოსა და საძმო კორპუსს შორის და აკურთხეს ტოლგის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ამჟამად ღვთისმშობლის მთავარი ხატი დაცულია სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ფონდსაცავში[10].

ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა სწორედ აღნიშნული ხატის ხსენების დღეს, ძველი სტილით 8 აგვისტოს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტოლგის ეკლესია დახურეს 1926 წელს. თავდაპირველად მასში განათავსეს კომუნალური ბინები, შემდეგ კი საწყობი. ეკლესიის გარემონტება მოხდა ბ. დედუშენკოს მიერ. ხელახლა აკურთხეს 1999 წლის 10 ოქტომბერს.

პეტრესა და პავლეს ეკლესია

რედაქტირება
 
პეტრესა და პავლეს ეკლესია

1753-1755 წლებში მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პახომიმ მონასტრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ააგო ეკლესია პახომი დიდის, თავისი ღვთიური მფარველის, სახელზე.

ტაძარი ძლიერ დაზარალდა 1812 წლის სამამულო ომის შედეგად და 1914 წლამდე პრაქტიკულად უმოქმედოდ იყო. ეკლესიის მეორედ კურთხევა ეპისკოპოს პავლეს (ოლონეცკი) ინიციატივით შედგა წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელზე.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია დახურეს და მასში საცხოვრებელი ფართები განათავსეს, 1980-იან წლებში იგი გამოიყენებოდა მუშების გასახდელ ოთახად. პეტრე-პავლეს ეკლესია დღევანდელ დღემდე არ აღდგენილა და ღვთისმსახურებაც, შესაბამისად, არ აღევლინება.

2012 წლის 25 ნოემბერს პეტრე და პავლე ეკლესიას, მონასტრის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის შემოყვანილი ამწე დაეცა. დაზიანდა გუმბათი, ხის კოჭები, თეთრი ქვის კარნიზები და ჯვარი[11].

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი

რედაქტირება

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო ააგეს 1905 წელს ჭიშკრის სამხრეთ ფრთაში. სამლოცველოს კურთხევა შედგა 1905 წლის 28 აგვისტოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. აღნიშნული ხატი დაიკარგა ოქტომბრის რევოლუციის დროს.

1924 წელს სამლოცველო დახურეს და დაანგრიეს. 2001 წელს აღადგინეს როგორც ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი. ტაძარში განთავსებულია ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ყოველდღე კითხულობენ დაუჯდომელს[12].

კარიბჭის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

რედაქტირება
 
კარიბჭის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

კარიბჭის ეკლესია ააგეს 1690-1696 წლებში პეტრე I-ის ბრძანებით ივანე და ათანასე ნარიშკინების პატივისცემის ნიშნად. ეკლესია ააგეს მონასტრის დასავლეთ კარიბჭეზე და მას ზემოდან დაადგეს ორიარუსიანი სამრეკლო.

1812 წელს ეკლესია ძლიერ დაზიანდა ნაპოლეონის არმიის მიერ. იგი გააუქმეს და აღადგინეს მხოლოდ 1865 წელს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1924 წელს ეკლესია კვლავ დახურეს. მისი მეორედ კურთხევა შედგა 1998 წლის 14 ოქტომბერს.

ახალგაზრდული კლუბი

რედაქტირება

2016 წლის თებერვალში მონასტერთან შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა: სასულიერო პირებთან და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრები; წმინდა ადგილების მოლოცვა; მეგობრული შეხვედრები, ფილმების ყურება და განხილვა; ლათინურის, ბერძნულის ინგლისურისა და სხვა ენების შესწავლა; მოხალისეობრივი მოღვაწეობა; ეკლესიის დახმარება ღვთისმსახურების პერიოდში; საბავშვო სახლებსა და ბავშვთა სახლებში ვიზიტი, მარტოხელების დახმარება.

ახალგაზრდული კლუბის ფარგლებში ნარიშკინების პალატების დიდ სააქტო დარბაზში რეგულარულად იმართება კონცერტები, რომელზეც დასწრების სურვილი აქვთ მსურველებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Достопамятные могилы в Московском Высоко-Петровском монастыре / сочинение Ивана Зах. Крылова. — М.: в Тип. Лазаревых института восточных язык., 1841. — 32 с.
  • Высокопетровский монастырь // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Высоко-Петровский монастырь // Православные монастыри. Путешествие по святым местам. — М., 2010. — № 101.
  • Высоко-Петровский мужской второклассный монастырь в г. Москве. — М.: Тип. т-ва И. Д. Сытина, 1899. — 29, III с.
  • Архимандрит Григорий. Высоко-Петровский монастырь в Москве. Русские достопамятности. — М., 1880. — Т. 3. — 98 с.
  • Архимандрит Григорий (Воинов). Древние и другие замечательные предметы в московском Высоко-Петровском монастыре. — М., 1875.
  • Дедушенко Б. П. К истории ансамбля московского Высоко-Петровского монастыря. // Древнерусское искусство. XVII в / редкол.: В. Н. Лазарев, О. И. Подобедова, В. В. Косточкин; [АН СССР. Ин-т истории искусств М-ва культуры СССР]. — М.: Наука, 1964. — Т. 2. — С. 253—271. — 336 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Петра творенье. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
  2. Курлат Ф.Л. Москва. От центра до окраин: Путеводитель. — М.: Московский рабочий, 1989. — С. 150. — 476 с.
  3. Кельи Высоко-Петровского монастыря // Московское наследие. — 2016. — № 3 (45). — С. 78.
  4. Л.А. Беляев. Древние монастыри Москвы (кон. XIII–нач. XV вв.) по данным археологии. — М., 1994. — С. 160.
  5. Ефремов Ю.К. Московских улиц имена. — М.: Русский миръ, 1997. — С. 62. — 489 с.
  6. Русские монастыри. Центральная часть России. — М.: Очарованный странник, 1995. — Т. 1. — С. 45—46.
  7. Зверинский В. Материалы для историко-топографического исследования православных монастырей Российской империи. — СПб, 1892. — С. 11.
  8. ЖУРНАЛЫ заседания Священного Синода от 12 марта 2013 года / Официальные документы / Патриархия.ru. Патриархия.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-17.
  9. Первое за 84 года богослужение прошло в Боголюбском храме Высоко-Петровского монастыря Москвы
  10. Икона Богоматери «Толгская» со сказанием[მკვდარი ბმული]
  11. Кран рухнул на церковь в центре Москвы
  12. Казанская икона Божией Матери Высоко-Петровского монастыря. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-26. ციტირების თარიღი: 2018-03-27.