ნატალია ნარიშკინა

ნატალია ნარიშკინა (დ. 1 სექტემბერი [ ძვ. სტ. 22 აგვისტო] , 1651 — გ. 4 თებერვალი [ძვ. სტ. 25 იანვარი] , 1694) — რუსეთის სამეფოს ცარიცა, ალექსი I-ის მეორე მეუღლე და პეტრე I დიდის დედა.

ნატალია ნარიშკინა
Наталья Кирилловна Нарышкина
რუსეთის სამეფოს ცარიცა
მმართ. დასაწყისი: 1 თებერვალი, 1671
მმართ. დასასრული: 29 იანვარი, 1676
წინამორბედი: მარია მილოსლავსკაია
მემკვიდრე: აგაფია გრუშეცკაია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 სექტემბერი 1651
დაბ. ადგილი: სოფელი ალეშნია
გარდ. თარიღი: 4 თებერვალი 1694
გარდ. ადგილი: მოსკოვის კრემლი
მეუღლე: ალექსი I
შვილები: პეტრე I, ნატალია
დინასტია: რომანოვები
მამა: კირილე ნარიშკინი
დედა: ანა ლეონტევნა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნატალია ნარიშკინა იზრდებოდა მოსკოვში ბოიარ არტამონ მატვეევის სახლში, სადაც, როგორც ითვლება, ნახა იგი მისმა მომავალმა მეუღლემ, ალექსი I-მა.

1671 წლის 1 თებერვალს ალექსი და ნატალია დაქორწილდნენ. ეყოლათ სამი შვილი: მომავალი ცარი და იმპერატორი პეტრე, ნატალია, რომელმაც რუსეთში პირველი სახალხო თეატრი დააარსა და მისი პიესების უმრავლლესობის ავტორიც თავად იყო, და თეოდორა, რომელიც 4 წელიწადში გარდაიცვალა. მძიმე პერიოდი ნატალიას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაუდგა, როცა ნარიშკინებს სათავეში ჩაუდგა, რომლებიც უშედეგოდ იბრძოდნენ მილოსლავსკების წინააღმდეგ. თუმცა, ეს ბრძოლა, საბოლოოდ, ნატალიას გამარჯვებით დამთავრდა, როცა მისი შვილი, პეტრე, ავიდა ტახტზე.

პეტრე I ტახტზე ასვლის თანავე შეუდგა ჯარისა და ფლოტის გაძლიერებას, სხვა სახელმწიფო საქმეები კი მთლიანად დედას მიანდო. ნატალიას ძმა, ლევ ნარაშკინი, დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში არ ჩანს ნატალიას სახელმწიფო მოღვაწეობის ფაქტები, აშკარაა, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა პეტრეზე, რაც დასტურდება მათი მიმოწერიდან.[1] ნატალია გარდაიცვალა 1694 წელს, 43 წლის ასაკში, რის შემდეგაც პეტრემ სრულად აიღო ხელში ძალაუფლება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. იხ.: „Русская Старина“, 1871 წ.