ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფლორენსია ვისენტა დე კასილას-მარტინს კარდონა,[3] პროფესიონალურად ცნობილი როგორც ვიკი კარი (ინგლ. Florencia Vicenta de Casillas-Martínez Cardona; დ. 19 ივლისი, 1940, ელ-პასო, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი ვოკალისტი. ის დაიბადა ელ-პასოში, ტეხასის შტატში, მექსიკელი მშობლების ოჯახში. მას ჩაწერილი აქვს სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციები, მათ შორის პოპის, ჯაზისა და ქანთრის. მან პოპულარობა ესპანურენოვანი სიმღერებით მოიპოვა. მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი - Vikki Carr Scholarship Foundation 1971 წელს. მას მოგებული აქვს სამი გრემი. მუსიკოსს გადაეცა სპეციალური ჯილდო ლათინური გრემის მე-9 ყოველწლიურ დაჯილდოებაზე.[4]

ვიკი კარი
ინგლ. Vikki Carr

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფლორენსია ვისენტა დე კასილას-მარტინს კარდონა
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1940 (1940-07-19) (84 წლის)[1][2]
დაბ. ადგილი ელ-პასო
წარმოშობა ელ-პასო, ტეხასი, აშშ
ეროვნება მექსიკელები
ჟანრ(ებ)ი 1962 - დღემდე
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
საიტი vikkicarr.com
ვიკი კარი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კარდონა დაიბადა ელ-პასოში, ტეხასის შტატში, 1940 წლის 19 ივლისს. 1958 წელს მან დაამთავრა როზმიდის საშუალო სკოლა როზმიდში, კალიფორნია. მისი კლასელი იყო ცნობილი ამერიკელი დიზაინერი ბობ მაკი. სასცენო სახელით „ვიკი კარი" მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ლეიბლთან, Liberty Records, 1962 წელს. მისი პირველი სინგლი, რომელმაც წარმატებას მიაღწია, იყო „He's a Rebel". ის ავსტრალიაში მე-3, ხოლო შეერთებულ შტატებში 115-ე ადგილზე გავიდა. 1966 წელს კარმა მსახიობთან, დენი კეითან, ერთად სამხრეთ ვიეტნამში გამართა კონცერტი.  მომდევნო წელს მისმა ალბომმა, It Must Be H, მოიპოვა გრემის სამი ჯილდო. ალბომის წამყვანი სინგლი გავიდა მე-3 ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპოზიციის 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და მან ოქროს სერტიფიკატი მიიღო.[5]

მუსიკოსმა ასევე გამოუშვა ორი ახალი სინგლი, რომლებიც აშშ-ის სინგლების ჩარტის ტოპ 40-ში მოხვდნენ, ესენია: 1968 წლის „The Lesson" და 1969 წლის „With Pen in Hand”. საერთო ჯამში, კარის რეგალიებში შედის 10 სინგლი და 13 ალბომი, რომლებიც მოხვდნენ აშშ-ის პოპ ჩარტებში.

ის გამოჩნდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, მათ შორის: ABC-ის The Bing Crosby Show. 1970 წელს იგი Los Angeles Times-მა დაასახელა „წლის ქალ შემსრულებლად".

მუსიკოსს გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში 1981 წელს. კარმა იმღერა ამერიკის ხუთი პრეზიდენტის კორონაციაზე. ეს პრეზიდენტებია: რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი.

1980-იან და 1990-იან წლებში კარმა პოპულარობა მოიპოვა ლათინურ ამერიკაში. მან 1986 წელს მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო მექსიკურ-ამერიკული შესრულების კატეგორიაში, ალბომისთვის Simplemente Mujer. ასევე მან 1992 წელს მოიგო გრემი საუკეთესო ლათინური პოპ ალბომის კატეგორიაში, ალბომებისთვის A del Permeriance და Cosa.[6] მან ასევე მიიღო გრემის ნომინაციები კომპოზიციებისთვის Brindo a La Vida, Al Bolero, A Ti (1993) და Emociones (1996). მას გამოშვებული აქვს მრავალი პოპულარული ესპანურენოვანი კომპოზიცია, მათ შორის: „Total“, „Discúlpame“, „Déjame“, „Hay Otro en Tu Lugar“, „Esos Hombres“, „Mala Suerte“ და „Cosas del Amor“. 1991 წელს მუსიკოსის ჰიტი „Cosas del Amor" აშშ-ის ლათინურ ჩარტებში ორ თვეზე დიდხანს იყო პირველ ადგილზე. მუსიკოსის ესპანურენოვან ალბომებს მიღებული აქვთ ოქროსა და პლატინის სერტიფიკატები მექსიკაში, ჩილეში, პუერტო-რიკოში, ვენესუელაში, კოსტა-რიკაში, კოლუმბიასა და ეკვადორში.

კარმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2002 წელს ლოს-ანჯელესში სტივენ სონჰეიმის მიუზიკლში, Follies, თამაშისთვის. მიუზიკლში ასევე მონაწილეობდნენ ჰალ ლინდენი, პეტი დიუკი და ჰარი გრონერი.[7] 2008 წელს მას ლათინური გრემის რიგით მე-9 ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გადაეცა სპეციალური პრიზი.[8]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კარი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქმარი იყო პროდიუსერი დენ მოსი. ის შემდეგ დაქორწინდა საღებავების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, მაიკლ ნილსონზე. მუსიკოსის ბოლო ქმარი იყო ექიმი პედრო დე ლეონი.[9]

ქველმოქმედება

რედაქტირება

კარი დიდ დროს უთმობს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მათ შორის United Way, American Lung Association-ს, Muscular Dystrophy Association-სა და St. Jude Children's Research Hospital-ს. 1971 წელს მან დააარსა Vikki Carr Scholarship Foundation, რომელიც ეხმარება ხელმოკლე ესპანელ სტუდენტებს კალიფორნიასა და ტეხასში. ფონდმა, რომელიც 2018 წლიდან თანამშრომლობს სან ანტონიოს ტერიტორიის ფონდთან, 280-ზე მეტი სტუდენტს გადასცა სტიპენდია. საერთო ჯამში გაიცა $250,000-ზე მეტი თანხა.[10][11][12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Telgen, Diane; Kamp, Jim (1993) The Notable Hispanic American Women. ISBN 9780810375789. 
  2. „History“. Gaston Gazette. ციტირების თარიღი: Dec 10, 2020.
  3. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 95. ISBN 1-904994-10-5. 
  4. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 95. ISBN 1-904994-10-5. 
  5. Murrells, Joseph (1978). The Book of Golden Discs, 2nd, London: Barrie and Jenkins Ltd., გვ. 217. ISBN 0-214-20512-6. 
  6. Vikki Carr en (2019-11-19). ციტირების თარიღი: 2020-09-02
  7. Hirschhorn, Joel. Follies en (2002-06-17). ციტირების თარიღი: 2020-09-02
  8. Belinda, Vikki Carr, Flex y Rosario to Perform on the 9th Annual Latin GRAMMY® es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-02. ციტირების თარიღი: 2020-09-02
  9. „Obituary“.
  10. Vikki Carr Scholarship Foundation - Donate on ALMA en. ციტირების თარიღი: 2020-09-02[მკვდარი ბმული]
  11. San Antonio Area Foundation > About > News > Vikki Carr Scholarship (April 4, 2018). ციტირების თარიღი: 2020-09-02[მკვდარი ბმული]
  12. Vikki Carr | Foundation en-US. ციტირების თარიღი: 2022-10-10
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკი_კარი“-დან