ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2012/განხილვა:ქეთევან ტოროტაძე
წავშალოთ? :/ Deu. 06:11, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- მე მიმაჩნია, რომ ეს გვერდი არ არის ენციკლოპედიური შინაარსის, აშკარად ავტობიოგრაფიას უფრო ჰგავს. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:38, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- ავტოა თუ ჰეტერო მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბიოგრაფია მაინც ბიოგრაფიაა. ბიოგრაფიები ვიკიპედიაში იწერება. აქ საქმე ისაა, ამ პიროვნებაზე უნდა არსებობდეს თუ არა სტატია. საკუთარ თავზე წერით გამოწვეულ სუბიექტურობას მარტივად ეშველება. Deu. 14:54, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- უნდა წაიშალოს, და მომხმარებელიც დიბლოკოს --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 16:46, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- თან ხო და თან არა - ასე ვფიქრობ ამ ავტობიოგრაფიის წაშლაზე. ძალზე მომეწონა, თუ როგორ წერს თავის სიყვარულზე. დაბლოკვის წინააღმდეგი ვარ.--ცანგალა (გ) 18:20, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
იხ. და . სამწუხაროდ ქართულში ვერ მივაგენი.--ცანგალა (გ) 19:16, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
წაშალეთ! უკეთესი სტატიებით არის სავსე ქართული ვიკიპედია! ნამდილად არ მეგონა, ასეთ აგრესიას თუ გადავაწყდებოდი. მომეცით მე რედაქტირების საშუალება და მე წავშლი თვითონ. ან თქვენვე წაშალეთ. ავტო და ჰეტეროს და მსგავს გამონათქვამებს კი თავი დაანებეთ. ეს ქუჩა არ არის. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ქეთი ტოროტაძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
თქვენ საბჭოთა ენციკლოპედიზმის ტყვეობაში ხართ, როგორც ჩანს, როცა ბიოგრაფია ისე უნდა დაწერილიყო, რომ პიროვნული მომენტი არ უნდა გაჭაჭანებულიყო. აბა ნახეთ ინგლისურენოვანი, ვიკიპედიის სტატიები, რამდენი ადგილი ეთმობა ადამიანის ცხოვრების მომენტებს. ადამიანი მარტო მის მიერ დაწერილი შრომები ან თარგმნილი წიგნბი კი არ არის. ის რის გამოც თქვენ ამ სტატიას იწუნებთ, სოვეტური ტოტალიტარული აზროვნების გამოვლინებაა. და იქ იმდენი პუბლიკაცია და ლინკი რომ იყო, ის არაფერი, არა? კარგით...ახლავე წაშალეთ. გასაგებია, რასთანაც მაქვს საქმე. ქეთი ტოროტაძე.
- ქალბატონო ქეთევან, ჩვენ თქვენთვის შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია, მგონი არ უნდა გჭირდებოდეთ ამის შეხსენება, აგრესიაზე ნუ გადმოდიხართ. --მიხეილ მიწერა 20:50, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- გთხოვთ, გაეცნოთ ამ განხილვასაც. --მიხეილ მიწერა 20:55, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- იმას დავამატებ, რომ ასეთი საკითხების გადასაჭრელად სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ნახევარი დღე არედაქტირებდა მომხარებელი და რათქმა უნდა ახლა მისთვის სრულიად გაუგებარია წაშლის მიზეზი და მისი აღშფოთებად გასაგებია ნაწილობრივ და რეაქციაც. არსებული ვითარებაც აგრესიად მიიჩნია. კარგი იქნება, რომ ჩაისვას ხოლმე წაშლის თარგი {{წაშლის კანდიდატი}} შესაბამის მომენტში (სტატიის "ავტორმაც", რომ ნახოს), თორემ მომხარებელს აზრადაც არ მოსვლია, რომ აქ წაშლა არ წაშლის საკითხი წყდებოდა. მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ წაშლის მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ. – ოთოჯი / მომწერე 20:56, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- როგორც ჩანს, თქვენში გაურკვევლობა გამოიწვია იმან, თუ რას ვუწუნებთ თქვენს სტატიას და ეს სამართლიანიცაა, რადგან ვერ გაერკვიეთ ჩვენი შენიშვნის მიზეზებში, ამიტომ ახლა აგიხსნით. ზოგადად, ნებისმიერი სტატია, რომელიც დაიწერება ვიკიპედიაში, უნდა შეესაბამებოდეს მის სტანდარტებს. ჩვენი პრეტენზია თქვენი სტატიის მიმართ ეხება არა მის შინაარსობრივ და ფაქტობრივ მხარეს, არამედ იმას, თუ რამდენად შეესაბამიება იგი ვიკიპედიის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს — „ვიკიპედიურობა“. ამაში უკეთ გასარკვევად, გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს, ნახეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. ყოველი სტატია, რომელიც არ შეესაბამება ჩემ მიერ ხსენებულ კრიტერიუმებს, წაიშლება, მათ შორიც ისეთი სტატიაც, რომელიც არ არის ენციკლოპედიური. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:52, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
წაშალეთ! მე ვერ ვშლი და თქვენ წაშალეთ ზედმეტი ლაყბობის გარეშე :) მანდ უფასოდ მუშაობთ? თუ კარგად გიხდიან? :) ახლავე წაშალეთ! — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ქეთი ტოროტაძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ქალბატონო ქეთევან, ჩვენ არავინ არაფერს გვიხდის. აი საბჭოთა მენტალიტეტი სწორედ აქ ჩანს და არა ჩვენს მიდგომაში :) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიკიპედიის პოლიტიკის თანახმად, აქ ავტობიოგრაფის დაწერა სამარცხვინო ფაქტად ითვლება და ძლიერ არარეკომენდირებულია. --მიხეილ მიწერა 21:10, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
უნდა წაიშალოს?
რედაქტირებაკი
რედაქტირება- (მომხრე) — არ მიმაჩნია ენციკლოპედიური შინაარსის. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:34, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე) — მიხეილ მიწერა 21:00, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე)--ცანგალა (გ) 14:30, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა
რედაქტირება(მომხრე) უნდა დარჩეს რადგანაც ვიკიპედიაში ძალიან ბევრი ასეთი სახის ბიოგრაფიული სტატია და თუ მათ აქვთ არსებობის უფლება ამ სტატიამ რაღა დააშავა--დათო1010 20:34, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- (მომხრე) სტატია უნდა დარჩეს და ისე უნდა მოვიქცეთ როგორც ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის შემთხვევაში. წაიშალოს და სხვამ შექმნას. არ დაგვავიწყდეს მიხო მოსულიშვილიც. --ჯაბა ლაბაძე 21:41, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- საერთოდ, თუ ვალაგებთ, უნდა დავალაგოთ გენერალურად. რომ მერე არ იყოს არგუმენტები რომ თითქოს ვიღაცას ვანიჭებთ პრიორიტეტს. --H.McC. (მომწერეთ) 21:45, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- მართალია ორმაგი მიდგომები არ გვინდა. --ჯაბა ლაბაძე 21:47, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- კომენტარი: არასწორია იმის თქმა, რომ „თუ სხვა სტატიებიც არსებობს, ამან რა დააშავა“. ერთი სატიისადმი არასწორი მოპყრობა არ გულისმობს იმას, რომ ყველა სხვა სტატიასაც ანალოგიურად უნდა მოეპყრა. პირიქით, თუ არსებობს ვიკიპედიაში მანკიერი პრაქტიკა, უნდა აღმოიფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლაც იმას მივიღებთ, რის გამოც საზოგადოება გვაკრიტიკებს. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:38, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- ვეთანხმები Henry McClean. ან ყველა ან არც ერთი. ჯაბას მიერ დასახელებული ორივე ბიოგრაფია ჩემი დარღვევაა. ცანგალა (გ) 06:45, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
უამრავი ბიოგრაფიული ხასიათის სტატიაა მანდ, ვიკიპედიაში. აბა როცა ადამიანზე იწერება სტატია, ის არ იქნება ბიოგრაფიული ხასიათის? ადამიანი ბიოგრაფია არ არის? თუ რამე ქიმიური, ფიზიკური ან გეოლოგიური მოვლენაა? რა თქმა უნდა, ადამიანის შესახებ სტატია ბიოგრაფიული ხასიათის იქნება. უბრალოდ, ამ ადამიანს გარკვეული დამსახურებები უნდა ჰქონდეს როგორც თავის პროფესიაში, ისე ქვეყნის წინაშე. სულ ეგ არის, რაც უნდა მეთქვა. ბაირონის შესახებ სტატიაა ინგლისურ ვიკიპედიაში ბიოგრაფიული ხასიათის და მეტი რა გინდათ? აბა ლიტერატურათმცოდნეობითი ხასიათის სტატია ბაირონზე ვიკიპედიაში არ დაიბეჭდება - იმას სხვა ადგილი აქვს. რაღაც მთლად კარგად ვერ გაგიგიათ ქართველებს, რა არის ვიკიპედიურობა. ეს არ არის სამეცნიერო ან მხოლოდ სამეცნიერო ხასიათის გამოცემა. პიროვნებებს დიდი ადგილი ეთმობა ყველაენოვან ვიკიპედიაში და, სხვათაშორის, აქაც. მაგრამ ჩემმა სტატიამ რატომღაც ძალიან გაგაღიზიანათ. ცუდია. ძალიან ცუდი. ევროპეიზმის ნაკლებობის ბრალია ეგ ყველაფერი. ქეთი ტოროტაძე. პს. მე მეტს აღარ მოგწერთ. უკაცრავად შეწუხებისათვის. თქვენი ენციკლოპედიური დონე ვერ დავაკმაყოფილე, როგორც ჩანს :) როგორც თქვენ გადაწყვეტთ, ისე იქნება და მე რაღას მწერთ? თუ წაშლა გინდათ, წაშალეთ. ეპისოლარული ჟანრი კი დავამთავროთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, რომ თავს ძალა დაატანეთ და წაიკითხეთ ის უბადრუკი სტატია :) წარმატებებს გისურვებთ ქეთი ტოროტაძე http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90_%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98 აი ეს სტატია, მაგალითად, არ არის ბიოგრაფიული ხასიათის? ლელა ოჩიაურს დიდ პატივს ვცემ და ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ შედარებისათვის გაჩვენებთ. არ არის ეს სტატია ბიოგრაფიული ხასიათის? თუ ორმაგი სტანდარტები გაქვთ? ასეთი სტატიის პოვნა მანდ უამრავის შეიძლება, სხვათაშორის. მორჩა, ეს მართლა ბოლოა. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ქეთი ტოროტაძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ნახევარი საქართველო ევროპა-ამერიკა-რუსეთშია გასული. ეს აქ არაფერ შუაშია. და არ უნდა გვიკვირდეს პოლონეთი. თქვენი კარგი მეგობრის ლელა ოჩიაურის ბიოგრაფია - ავტობიოგრაფია არ არის. ის შემოიტანა სხვა მომხმარებელმა. თქვენ ასე არ უნდა გაცხარებულიყავით. ეტყობა ევროპაში ყოფნა მოქმედებს. --ცანგალა (გ) 06:45, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ქეთევან ტოროტაძეს: ქალბატონო ქეთევან, თქვენი ავტობიოგრაფიიდან ჩანს, რომ დასაფასებელი პიროვნება ბრძანდებით და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესახებ ამ ავტობიოგრაფიიდან გავიგე პირველად, მაინც გაფასებთ, იმიტომ, რომ ზოგადად ვაფასებ ასეთ ხალხს. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, თქვენც დააფასეთ ვიკიპედიელების შრომა. თქვენ, როგორც ჩანს, ბევრი რამე არ იცით ვიკიპედიისა და მისი რედაქტორების შესახებ (ამითი არ გაკნინებთ, არც ხართ ვალდებული რომ იცოდეთ). თქვენი გაღიზიანება სხვა მიზეზებთან ერთად გაამძაფრა სწორედ იმან, რომ არ იცით ვინ ვართ ჩვენ. ამიტომ შევეცდები ავხსნა მოკლედ, რა არის ვიკიპედია.
პირველ რიგში, ვიკიპედია არის ენციკლოპედია, რომელიც იქმნება მოხალისეების მიერ, სრულიად უანგაროდ. ასე რომ დაყოფა: ჩვენ, ვიკიპედიელები და თქვენ, ქეთევან ტოროტაძე — არასწორია. თქვენც ისეთივე რედაქტორი ხართ ვიკიპედიისა, როგორც ჩვენ, განსხვავება მხოლოდ ცოტა მეტ გამოცდილებაშია. ამიტომ, როდესაც გვეუბნებით, „წაშალეთ! წაშალეთ სტატია! ალბათ ბევრს გიხდიან“ და ა. შ., ჩვენ, ცოტა არი იყოს, გვწყინს . ვინაიდან ჩვენც ისეთივე რედაქტორები ვართ როგორც თქვენ, თქვენც ისეთივე უფლება გაქვთ, გამოთქვათ აზრი სტატიის წაშლა/არწაშლაზე, როგორც ჩვენ — გადაწყვეტილება ვიკიპედიაში მხოლოდ ჩვენნაირ (თქვენ თავსაც ვგულისხმობ) მოხალისე რედაქტორთა კონსენსუსის შედეგად მიიღება. როგორც ხედავთ, აზრი გაიყო ზემოთ, შესაბამისად სტატია არ წაიშლება ჯერჯერობით (თუკი რამე არ შეიცვალა). ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი აზრი არაა საინტერესო ჩვენთვის და ნუ იტყვით, რომ ამის მეტს აღარ დაწერთ... პირიქით, თქვენი აზრი საინტერესოა, შეიძლება სწორედ თქვენმა დასაბუთებულმა არგუმენტმა გვაფიქრებინოს, რომ სტატია ვიკიპედიაში იმსახურებს არსებობას .
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ვთვლით ზოგიერთები სტატიას წასაშლელად: საქმე ისაა, რომ ვიკიპედიის წესების მიხედვით ავტობიოგრაფიის დაწერა არაა რეკომენდებული, ვინაიდან სუბიექტურობისაგან არავინაა დაზღვეული. ჩვენ გვაქვს იმისი პრეცედენტებიც, რომ საკუთარ თავზე დაწერილი სტატიები წაშლილა. რა თქმა უნდა ბიოგრაფიაა ყველა სტატია, რომელიც პიროვნებას ეხება; სწორედ ამას ვამბობდი ზემოთ, როდესაც სიტყვები „ავტო“ და „ჰეტერო“ ვახსენე. თქვენ ეს სიტყვები ქუჩურ ტერმინებად ჩამითვალეთ, არ ვიცი რატომ... მე კი სულ სხვა რამ ვიგულისხმე: არსებობს ბიოგრაფიის ორი სახე, ავტობიოგრაფია (საკუთარი თავის შესახებ) და ჰეტერობიოგრაფია (სხვის შესახებ დაწერილი). მე სწორედ იმას ვამბობდი, რომ ავტო იქნება თუ ჰეტერო, ბიოგრაფია მაინც ბიოგრაფიაა. არ ვიცი რა გაგებით წაიკითხეთ ეს სიტყვები, მაგრამ თუ რამე ცუდად გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი. ძირითადი მიზეზი წაშლისა (წაშლის შემთხვევაში) ის იქნება, რომ თქვენ საკუთარ თავზე დაწერეთ - რაც ვიკიპედიის წესებით აკრძალულია. გარდა ამისა, ვიკიპედიაში გვაქვს ე. წ. ცნობადობის კრიტერიუმიც. მაგალითად, მე ჩემს თავზე ვერ დავწერ სტატიას, რადგან საზოგადოება არ მიცნობს კარგად. იმედია არ გეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ თქვენ აკმაყოფილებთ თუ არა ამ კრიტერიუმს, ჩემთვის საეჭვოა — შეიძლება ვცდები. აქ გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა: კი, მაგრამ თუ სტატია არ დაიწერა თქვენზე, როგორღა გაგიცნობთ საზოგადოება? ამ კითხვაზეც აქვს ვიკიპედიას პასუხი: ვიკიპედია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არაა პოპულარულობის მოსაპოვებელი მექანიზმი, ამისათვის არსებობს სხვა საშუალებები. მეორე კითხვაც დაგებადებათ: სად გადის ზღვარი პოპულარულობასა და არაპოპულარულობას შორის: ამაზე პასუხი არ გვაქვს და ყოველ ცალკეულ სიტუაციაში, ყოველ ცალკეულ პიროვნებასთან დაკავშირებით ვარკვევთ. თქვენს შემთხვევაშიც სწორედ ამიტომ არ წავშალეთ სტატია მყისიერად, რომ შესაძლოა თქვენს შემთხვევაში არსებობს ის ცნობადობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ სტატიის არსებობა ღირდეს.
ძალიან გთხოვთ, აუღელვებლად წაიკითხეთ ეს წერილი და მოგვეხმარეთ იმ არგუმენტების მოძიებაში, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, სტატია შევინარჩუნოთ — ჩვენც ეს გვინდა, რაც მეტი სტატია გვექნება, ქართული ვიკიპედიისათვის მით უკეთესი . Deu. 09:10, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- არავითარი პოპულარობის მოპოვების მექანიზმი ამ სტატიის დაწერა არ იყო. მე იმდენი წიგნი მაქვს გამოქვეყნებული და იმდენი პუბლიკაცია, რომ ჩემი გვარისა და სახელის ბეჭდური ფორმით ხილვა ნამდვილად არ მაკვირვებს. მთარგმნელები, მეცნიერები და პუბლიცისტები საწოგადოებისათვის ნაკლებად ცნობადი სახეები არიან, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უფრო ცნობადი სახე, მსახიობი, მომღერალი და ა.შ. უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. თუ მომცემთ სტატიის რედაქტირების საშუალებას, მე შევასწორებ მას ისე, რომ ის ვიკიპედიური გახდეს. თუ არადა, როგორც გენებოთ. ჩემს შესახებ ჩემს მიერ გამოქვეყნებული შრომები, წიგნები და პუბლიკაციები და ბიოგრაფია არ მეტყველებენ? მე მგონი, რომ კი... ალბათ, ვცდები, მაგრამ განდიდების მანია ნამდვილად არ მაქვს. მე არ ვარ პოლონეთში. მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მუდმივად საქართველოში ვცხოვრობ. პოლონეთში მხოლოდ ვიზიტად ჩავდივარ ხოლმე. რას ნიშნავს, პოლონეთი არ უნდა გაგვიკვირდეს? მე დავწერე, რომ ვინმეს რამე უნდა გაუკვირდეს? მე მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ პოლონეთში საქართელოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა.
მე უაღრესად ობიექტური ადამიანი ვარ და ერთი მისხალი სუბიექტური გადაცდომისა (უზუსტობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ სტატიაში არ არის. რაც შეეხება ჩემს არგუმენტებს, ყველა ჩემი არგუმენტი მოგახსენეთ. ამ და ზედა კომენტარებში. ეს ჩემი ბიოგრაფია (ავტობიოგრაფია) სხვასაც რომ დაეწერა, გარკვეული დეტალები მაინც ჩემთვის უნდა ეკითხა, არა? და მე, როგორც ძალიან გამოცდილი რედაქტორი, აუცილებლად გადავიკითხავდი მას, რომ ენობრივი შეცდომები ან სხვა უზუსტობები არ გაპარულიყო. ამიტომ ახლა გინდა ბიოგრაფია უწოდეთ და გინდა ავტობიოგრაფია. ლელა ოჩიაურზე რომ მწერთ, ლელა ოჩიაურმა თავად არ მიაწოდა თავისი ბიოგრაფიული ცნობები იმ მომხმარებელს, რომელმაც სტატია დაწერა? აბა მას საიდან ეცოდინებოდა დეტალები? კი ბატონო, ჩემი სტატია ბიოგრაფიული ხასიათისაა, გეთანხმებით. აბა დისერტაციის ანალიზს ხომ არ დავიწყებდი მანდ? ან ნაწყვეტებს ხომ არ დავდებდი თარგმანებიდან? პოპულარობის გაგება კი საქართველოში ცოტა განსხვავებულია - საქართველოში პოპულარულია ის, ვისაც ხშირად ხედავენ ტელევიზიებიდან, ან ვის შესახებაც ხშირად იწერება სტატიები ყვითელ პრესაში. სამწუხაროდ, ასეა. ეგება დადგა დრო, დავარღვიოთ ეს მანკიერი ტრადიცია? პატივისცემით, ქეთი ტოროტაძე.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ქეთევან ტოროტაძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
და კიდევ ერთი რამ: არა მგონია, ჩემს ასაკში ადამიანი პოპულარობის მოპოვებას ცდოილობდეს ვიკიპედიის სტატიის მეშვეობით. რაში უნდა დამეხმაროს? კარიერის გაკეთებაში? მე გულწრფელად ვთვლი, რომ ჩემი საქმიანობით (შემოქმედებითი იქნება ეს, პუბლიცისტური თუ საზოგადოებრივი) ნამდვილად შეიძლებოდა ქართულ ვიკიპედიაში ჩემს შესახებ სტატიია არსებობა - ეს ქვეყანა მხოლოდ მომღერლების და მსახიობების ხომ არ არის), მაგრამ თუ თქვენ სხვა კრიტერიუმები გაქვთ, კი ბატონო, წაშალეთ, წინ ვერავინ აღგიდგებათ. მე მხოლოდ მეწყინება, მაგრამ ამას ეშველება, ეგ თქვენი პრობლემა არ არის, ვიცი. ქეთი ტოროტაძე. პს. ან მომეცით რედაქტირების საშუალება და შევასწორებ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ქეთევან ტოროტაძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ფორუმში გიპასუხეთ, თქვენ მიერ დასმული კითხვის ქვეშ და გთხოვთ, იხილოთ. — მიხეილ მიწერა 16:35, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
გუგლის საძიებელში რომ შემყავს ”ქეთევან ტოროტაძე” პირველი, რაც ამოდის, არის განხილვა:ქეთევან ტოროტაძე. არადა ეს ხომ დახურული გვერდია, ვიკიპედიის მომხმარებლებისტვის განკუთვნილი. ამოდის გუგლის საძიებელში და მერე გვერდშიც შეიძლება იქიდან შესვლა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ ეს გვერდი არ ამოვიდეს გუგლით --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:09, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- ვერაფრით დაგეხმარებით. ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში. — მიხეილ მიწერა 18:19, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაშინ დაბლოკეთ ჩემი ანგარიში. მე სულ არ მინდა ამ გვერდის განხილვა საჯარო იყოს მთელს ინტერნეტში. ალბათ სტატიები რომლებიც მე დავწერე, არ წაიშლება ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ. ან ეგება ეს გვერდი ქეთევან ტოროტაძე წავშალოთ საერთოდ. მაშინ უკვე აღარც განხილვა გამოჩნდება და აღარც თვითონ გვერდი--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:24, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორ წავშალო გვერდი ქეთევან ტოროტაძე? დამეხმარეთ.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:31, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- რას გულისხმობთ? სტატიის წაშლა გსურთ? — მიხეილ მიწერა 18:35, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
წაშალოთ??? დარწმუნებული ხართ, რომ ქეთევან ტოროტაძე-ს წაშლა გსურთ? ეგ სტატიაა და არა მომხმარებლის პროფილი. გარდა ამისა - განხილვის გვერდი დახურული გვერდი არ არის, ყველა შემოვა, ვინც ისურვებს. ამიტომ აინდექსებს გუგლი. --H.McC. (მომწერეთ) 18:36, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- მოკლედ, გუგლის პრობლემა სავარაუდოდ გამოსწორდება, აი სტატიის წაშლისას კი განხილვა მაინც არ იშლება, სპეციალურ არქივში გადადის. — მიხეილ მიწერა 18:38, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი, სტატიის წაშლას ვგულისხმობ. იმიტომ რომ გუგლიდან სტატიის განხილვის გვერდი იძებნება და ეს განხილვა ყველას შეუძლია წაიკითხოს, არის თუ არა ვიკიპედიის მომხმარებელი. ეს კი გარკვეული დისკომფორტის გამომწვევია, დამეთანხმებით ალბათ. რადგან ტექნოლოგიურად ვერ ხერხდება, რომ გუგლმა სტატიის განხილვის გვერდი არ ამოაგდოს, ამიტომ თავად სტატია წავშალოთ და დამთავრდება ამით ყველაფერი.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:43, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- ვიკიპედიის ნებისმიერ ადმინისტრატორს, მათ შორის მეც შემიძლია წავშალო სტატია, თუ ამას თქვენ მოითხოვთ, რადგან თქვენ ხართ სტატიის ერთადერთი ავტორი ამ ეტაპზე. თუმცა ამით ის პრობლემა, რაც თქვენ გაწუხებთ, არ მოიშლება, რადგან განხილვის გვერდი მაინც შეინახება ვიკიპედიაში: ეს ვიკიპედიის წესია, წაშლილი გვერდების განხილვები ინახება სპეციალურ არქივში. ამიტომ კიდევ ერთხელ გკითხავთ, დარწმუნებული ხართ, რომ სტატიის წაშლა გსურთ? Deu. 18:47, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემს მიერ დაწერილი სტატიები არ იძებნება გუგლით და ეს განხილვის გვერდი იძებნება. მაღალი ტექნოლოგიები არცთუ ძალიან მაღალი ყოფილა :)--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:49, 30 ოქტომბერი 2012 (UTC) ვიკიპედიაში რომ შეინახება, ეს გასაგებია და ბუნებრივია. მაგრამ მე იმას ვგულისხმობ, რომ სტატიის განხილვის გვერდი ვიკიპედიის გარეთ, გუგლის საძიებლით არ უნდა იძებნებოდეს. ეს ხომ ვიკიპედიის შიგა გვერდია, შიგა მოხმარების, ასე ვთქვათ. ყველას არ უნდა შეეძლოს განხილვის გვერდია წაკითხვა. რატომ სხვა სტატიების განხილვის გვერდებს არ აჩვენებს გუგლი?--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:52, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- გუგლში რომ არ იძებნება, ეს გუგლის პრობლემაა. ქართული ვიკიპედიის მომხმარებლები ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ალბათობით გუგლი ამ პრობლემას გამოასწორებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ქართულ ვიკიპედიაში "დახურული" გვერდები არ არსებობს. ჩვენთან ყველაფერი საჯაროა, ყველა გვერდი ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია - თვით პირადი მიმოწერებიც კი. ასე რომ, გირჩევთ ეს გაითვალისწინოთ. ეს თუ თქვენთვის უსიამოვნოა, მე კიდევ გაგაფრთხილებთ, რომ მომავალში შესაძლოა აღმოაჩინოთ რაიმე უსიამოვნება ვიკიპედიაში, რაც წესების უცოდინრობით იქნება გამოწვეული და გთხოვთ, რომ გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს უხერხულობებისაგან თავის ასარიდებლად. Deu. 18:58, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
კოღოებმა სასიკვდილო ვირუსი გაავრცელეს, თახვების ბრალია. მოკლედ, ვიკიპედია აქ არავითარ შუაშია. მარტო გუგლზეა საუბარი? სხვა საძიებო სისტემები არ არსებობს? ზოგი დღემდე იაჰუს იყენებს აქტიურად, არა და გუგლს და იაჰუს სხვადასხვა პრიორიტეტით გამოაქვს შედეგები. მე მგონია, საერთოდ არ არის ეს განსახილველი საკითხი. ვიკიპედიას არ ეხება. ან რა წერია ამ განხილვაში ან სტატიაში ისეთი, რაც სხვამ არ უნდა ნახოს? --H.McC. (მომწერეთ) 19:02, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი მაგრამ სხვა სტატიების განხილვის გვერდებს რატომ არ აჩვენებს? უამრავი მსგავსი სტატიაა ვიკიპედიაში, მაგრამ იმათი განხილვის გვერდები მე არ შემხვედრია ინტერნეტში, ვიკიპედიის გარეთ. რაღა ამ სტატიის განხილვის გვერდს აჩვენებს? თუ შეუძლებელია იმის გაკეტება, რომ ამ სტატიის განხილვის გვერდი არ გამოჩნდეს, მაშინ თავად სტატია წაშალეთ.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 19:10, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- არ ვიცი, რა გითხრათ, გუგლი რა პრინციპზე მუშაობს და როგორ, ეგ ჩვენ რა ვიცით? ჩვენ ვიკიპედია ვართ, ის გუგლია . მე ერთადერთი იმისი თქმა შემიძლია, რომ ვიკიპედიაში ნებისმიერს შეუძლია ნახოს ნებიმიერი გვერდი, ყველაფერი საჯაროა. თქვენ თუ სხვა განხილვა არ შეგხვედრიათ, ეს იმიტომ, რომ არ დაკვირვებიხართ აქამდე - სამაგიეროდ, მე ხშირად მხვდება განხილვის გვერდები. თუკი ისეთ სიტყვებს ჩაწერთ, რომ განხილვის გვერდზე ხშირადაა ნახსენები, გუგლი ნებისმიერ განხილვის გვერდს მოძებნის, როგორც მე ვფიქრობ. მაგრამ ამ თემაზე ვიკიპედიაში ლაპარაკი უაზრობაა, რადგან გუგლი ჩვენ არ გვეხება. მე ცოტა დროს მოგცემთ, რომ კარგად მოიფიქროთ და თუ არ გადაიფიქრებთ, ხვალ წავშლი სტატიას, განხილვა კი, როგორც გითხარით, არქივში შეინახება. Deu. 19:14, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა, არ გადავიფიქრებ. დღესვე წაშალეთ. დიდი მადლობა, რომ ყურადღება დამითმეთ. ახლავე წაშალეთ, კარგი? ანგარიში შეგიძლიათ არ დახუროთ. მე ხუთი სტატია გავაკეთე ვიკიპედიისტვის, და მინდა, რომ ისინი დარჩეს. ჩემი წვლილი ვიკიპედიაში --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 19:19, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
- წაიშალა Deu. 19:24, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]