ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები/არქივი/6

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

რედაქტირების თარგები ჩაანაცვლეთ მაროკო → ყაზახეთით

რედაქტირება

იქნებ ვინმემ რედაქტირების გვერდის ბოლოში, რედაქტირების თარგებში მაროკო ამოცვალოს ყაზახეთით, რამდენიმეჯერ რეზიუმეში ვითხოვე, მაგრამ როგორც ყოველთვის ყუარადღება არავინ მიაქცია. --JABA 1977 04:25, 4 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ბოლო ცვლილებების ლეგენდა

რედაქტირება

ვის შეუძლია მითხრას სად არის ეგ თარგი ჩასმული? წავშალე ვინაიდან სხვა ანალოგიური გაჩნდა ავტომატურად და ეგ აღარ გამოიყენება, ხოლო საიდან არის ჩასმული ბოლო ცვლილებების გვერდზე ვერ ვიპოვნე.--დათო1010 09:43, 21 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნავდაფები

რედაქტირება

ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ არცერთი ნავდაფა აღარ იკეცება, აღარც ის რომელსაც ჩასმული აქვს თარგი:collapsed, რა ხდება? --JABA 1977 15:04, 24 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რჩეული სტატიის აღნიშვნებიც არ აქვს ინტერვიკებში სტატიებს--შოთა [UT] 11:24, 29 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

სხვა ვიკიპედიებში ნავდაფები იკეცება. როგორც ჩანს რაღაცაა შესასწორებელი ჩვენი ვიკისთვის. იმედია გამოასწორებენ ვისაც ხელეწიფება. --JABA 1977 14:08, 29 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გარდა მაგისა, vector.js არ მუშაობს და ძალიან მოუხერხებელია მუშაობა, უკვე დიდი ხანია, ასეა. მისახედია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მე წარმოდგენა არ მაქვს, რისი ბრალია, ან საიდან და როგორ უნდა გასწორდეს, თორემ დიდი სიამოვნებით ვიზამდი--შოთა [UT] 15:03, 9 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაგვცემს პასუხს ვინმე ან მიხედავს ამ საქმეს? --JABA 1977 20:36, 9 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მგონი აქაა პრობლემა. --JABA 1977 04:52, 11 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი უბედურება, ოღონდ, მგონი, ჩემთანაა მარტო--შოთა [UT] 18:43, 11 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

შოთას პრობლემა გამოწვეულია პირადი კონფიგურაციით [კონფიგურაციაში არის ღილაკი 'საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნება' მას დააჭირეთ და მოევლება.--Melberg; 12:24, 12 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
გმადლობთ, გასწორდა ვიღიმი--SHOTHA განხილვაწვლილი 12:28, 12 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ნავდაფების პრობლემა მოგვარებულია მადლობა დათოს (1010). --JABA 1977 18:51, 15 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ტექნიკური პრობლემა

რედაქტირება

მეგობრებო, გუშინდელი დღიდან მოყოლებული ერთი პრობლემა მაქვს: მთავარი გვერდი და სტატიები შემჭიდროვებული, შეკვეცილი ჩანს. სქრინშოტი. სხვადასხვა ბრაუზერებიდან არის ასე. თითქოს კონფიგურაციებში ყველაფერი ნორმალურადაა. როცა ანგარიშიდან გავდივარ, კარგად ჩანს ყველაფერი. იქნებ დამეხმაროთ --M. განხილვაწვლილი 05:44, 11 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ანგარიშიდან გასვლისას თუ ყველაფერი კარგად ჩანს, ალბათ კონფიგურაციების ბრალი იქნება--შოთა [UT] 05:54, 11 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომელი დავტოვოთ?

რედაქტირება

ამ ორი ინფოდაფიდან თარგი:ინფოდაფა პიროვნება თარგი:ინფოდაფა პიროვნება* რომელს ვიყენებთ? ერთი წასაშლელია და მეორე გასაუმჯობესებელი--დათო1010 18:11, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე პირველის წაშლას ვემხრობი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 18:14, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მთავარია სტატიებში ძირითადად რომელიცაა გამოყენებული ის არ წავშალოთ--დათო1010 18:15, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
აშკარად პირველს--შოთა [UT] 18:19, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
პირველი უფრო გმაოიყენება, თუმცა რედიზაინი ესაჭიროება. მე ვეცდები, ამ კვირის ბოლომდე მივხედო.--Melberg; 18:34, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
David1010, როგორც შევთახმდით ამას შენ უნდა მიხედო. ასე, რომ Melberg ცდას, რომ კვირის ბოლომდე გააკეთებს ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.--ცანგალა () 18:57, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
ამ ორივე თარგს შორის რა სხვაობაა?--ცანგალა () 18:59, 18 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია არ ჩანს

რედაქტირება

როდესაც არსებობდა კატეგორია:დაუმთავრებელი სტატიები მაშინ {{subst:L}}-ის ჩასმის დროს სტატიაში ავტომატურად ხდებოდა კატეგორიის ჩასმა სადაც თავმოყრილი იყო ყველა დაუმთავრებელი სტატია, ახლა შეიცვალა: სტატიაში ჩასმულია {{subst:L}}, მაგრამ კატეგორია:დაუსრულებელი სტატიები არ ჯდება სტატიაში, თუმცა თავს კი უყრის ერთ კატეგორიაში მსგავს სტატიებს. კარგი იქნება თუ სტატიაში გამოაჩენს ამ კატეგორიასაც. მე ვერ გავიგე საიდან ხდება ამის გაკეთება, იქნებ ვისაც შეუძლია მიხედოს ამ საქმეს. --JABA 1977 11:17, 19 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--შოთა [UT] 11:21, 19 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ცეცხლი ხარ. ვიღიმი --JABA 1977 11:24, 19 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

აქვეა მეორე პრობლემა, __HIDDENCAT__ როცა სვამ კატეგორიაში, ანუ დამალულ კატეგორიად აქცევ, შემდეგ სტატიებში აღარ გიჩვენებს. წესით, დამალულ კატეგორიას არ უნდა უჩვენებდეს მხოლოდ ანონიმებს, ახლა კი შემმოწმებლებსაც არ უჩვენებს (შეიძლება, სხვებსაც)--შოთა [UT] 11:26, 19 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
შოთა, პირად კონფიგურაციაში ჩანართში „იერსახე“ ნახე „დამალული კატეგორიების ჩვენება“ და წინ ჩეკმარკი დაუსვი, მერე შეინახე. წესით უნდა გასწორდეს. — G.G. 07:25, 27 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
უი, რა მარტივად ყოფილა საქმე :) გასწორდა, გმადლობ ;)--შოთა [UT] 10:11, 27 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა მადლობებისათვის :)G.G. 11:55, 27 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

შრიფტის არჩევა

რედაქტირება

რატომ გაქრა შრიფტის არჩევის შესაძლებლობა? თქვენთანაც ასეა? — მიხეილ მიწერა 19:45, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

შრიფტი არ ვიცი და ეს-ესაა ვნახე ქართული ანბანი ყოველი ასო-ნიშნის სათითაო დახასიათებით. ძალიან მეამა. ყოჩაღ!!! წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pirtskhalava (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჩემთანაც მასეა. დამღალა მაგ ფუნქციის გათიშვამ. --JABA 1977 17:40, 26 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

რა შრიფტზეა საუბარი? ვერ მივხვდი--შოთა [UT] 17:51, 26 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემთანაც გაითიშა და დავიტანჯე მალ-მალე ამ შრიფტის ცვლით. შოთა საუბარია ტრანსლიტერაციის ფუნქციაზე რომლითაც შრიფტის შეცვლა ვიკიშივე ხდებოდა --დათო1010 21:26, 26 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
არც ჩემთან ჩანს. --ბექალაბაძე 04:00, 27 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
კონფიგურაციაში გადაუტანიათ მაგის ჩართვა. სქესის არჩევის ველის ქვეშ რომ არის მოსანიშნი ეგაა--დათო1010 06:02, 9 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე დათო, მადლობა. --JABA 1977 09:13, 9 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ამ თარგში არსებული ველი „სამოქალაქო საქმიანობა“ არ ჩანს. მაგალითად, იხილეთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:56, 28 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაG.G. 13:39, 10 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ტექნიკური პრობლემა

რედაქტირება

თემატური თარგები, სამუშაო თარგები, მომხმარებლის თარგები და სხვა, რომელიც პანელზე ჩნდებოდა დაკარგულია, რა ხდება ?. იგივე ითქმის რჩეული სტატიების აღმნიშვნელ ვარსკვლავზე, რომელიც მნიშვნელოვანია და რომელიც არ ჩანს. ყველასთან ასეა ?. - ოთოჯი განხილვა 20:53, 9 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩემთანაც არ ჩანს.--შოთა [UT] 20:58, 9 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
თარგები არ ვიცი,მაგრამ რჩეული სტატიის ვარსკვლავები უკვე რამდენიმე თვეა გაქრა--დათო1010 21:34, 9 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგა ხანია, თარგები არც ჩემთან ჩანს. ახლა პატარა ექსპერიმენტივით ჩავატარე ჩემს ქომმონშ.ჯს-ში, მაგრამ მაინც არ ამუშავდა. ხოლო რაც შეეხება რჩეული სტატიის აღმნიშვნელ ვარსკვლავს, ეგ ჩანს (Google Chrome). — G.G. 12:28, 10 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემთან საერთოდ არ ჩანს არც ერთ ბრაუზერში. რა საინტერესოა რამ წარმოშვა ეს პრობლემა, ყველაფერი კარგად მუშაობდა. რამე უნდა ვიღონოთ. - ოთოჯი განხილვა 12:32, 10 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ქართულ რჩეულ სტატიაში ჩანს ვარსკვლავი, მაგრამ ინტერვიკებზე, უცხოენოვანი რჩეულების აღსანიშნი ვარსკვლავები არ ჩანს. ხომ ამას გულისხმობთ?--შოთა [UT] 12:39, 10 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, მე ეს ვიგულისხმე. - ოთოჯი განხილვა 12:41, 10 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე ვერ გამიგია კარგად :) ეგენი არც ჩემთან ჩანს. ეჭვი მაქვს, რომ აქ translatewiki,net-ის ხელი უნდა ერიოს. — G.G. 13:01, 10 თებერვალი 2014 (UTC) 13:04, 10 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიველ, მოველ - ახლა უფრო გამირთულდა მუშაობა, ამ ფუნქციის გაქრობის გამო. ადრე იმდენი რამის საშუალებას მაძლევდა :( სადამდე უნდა გვაწვალონ და რატომ არავინ გვამცნობს, რომ ასეთ და ასეთ პრობლემებს ქმნის ესა თუ ის ახალი ფუნქცია? ჯერ ხომ იმან მომკლა თავის დროზე, რომ საკუთარი პანელი იყო გამქრალი (მონობუკიდან) და ვეღარ ვაჩენდი, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც გაუჩინარდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:04, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

@ITshnik: @David1010: @Island: @BRUTE: არ შეიძლება, რომ რამე ვიღონოთ და გავასწოროთ რჩეულის აღმნიშვნელი ვარსკვლავები ?. სამუდამოდ ხომ არ უნდა ვიყოთ ასე ?. - ოთოჯი განხილვა 07:54, 26 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვეცდები ამ დღეებში მივხედო, იქნებ რამე გამომივიდეს--დათო1010 08:02, 26 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
@ITshnik: @BRUTE: @Henry McClean: @Otogi: @MIKHEIL: ყველაფერი გავასწორე და ვარსკვლავებიც გამოჩნდა ვიღიმი--დათო1010 08:57, 26 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
(რედ. კონფლიკტი) შენ გაიხარე, დავით :) ახლა ვწერდი, შევამჩნიე-მეთქი, მეგრულ ვიკიშიც იგივე პრობლემა აქვთ. ქართულ ვიკის რაც შეეხება, გერმანელებს აღმოუჩენიათ ჩვენი პრობლემა ამ ცოტა ხნის წინათ და დათო Common.js-ს აბრალებს-მეთქი. მეც ვეთანხმები-მეთქი. მეგრულში კიდევ, ალბათ, ჩვენგან აქვთ ღებული ეს მედიავიკი-მეთქი. იქნება, მეგრელ ადმინებსაც შეეხმიანო დავით. ვიღიმიG.G. 09:02, 26 ივნისი 2014 (UTC)09:13, 26 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
უღრმესი მადლობა დათო :)). . ისე, აქვე, ეს მთავარი პრობლემა კი მოგვარდა და ახლა თემატური თარგების, სამუშაო თარგებისა და სხვა დამხმარე ხელსაყოების აღდგენაც მოვახერხოთ ეგებ ?. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!. - ოთოჯი განხილვა 09:07, 26 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ინტერვიკები

რედაქტირება

რატომ აღარ ჩანს ინტერვიკების სრული ჩამონათვალი სტატიებში? მთავაზობს „ჩამოშლას“. სხვა ვიკიპედიებში ეს ჯერ ვერ შევნიშნე. — Mikheil მიწერა 19:19, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩემთან ჩანს--შოთა [UT] 19:22, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
მიჩვენებს 9 ინტერვიკს და ქვეშ მიწერს ასე, ვთქვათ, 4 more languages. დააჭერ და გიხსნის ახალ ფანჯარას, სადაც ენები რეგიონების მიხედვითაა დალაგებული — ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ამერიკა და ა. შ. — Mikheil მიწერა 19:27, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
უცნაურია, მე ყველას მიჩვენებს. კონფიგურაციაში ხომ არ გაქვს რამე შეცვლილი?--შოთა [UT] 19:34, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ახლა ვნახე, კონფიგურაციაში, ბეტა შესაძლებლობებში შედი და ბოლოში არის ენის კომპაქტური ბმულები. ალბათ, მონიშნული გაქვს--შოთა [UT] 19:38, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეგ ველი აქამდე არ იყო, ახლა დაუმატებიათ. — Mikheil მიწერა 19:41, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ხო, ახალია, როგორც ჩანს--შოთა [UT] 19:42, 30 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს, ვიკიმედიაში ჩემი ატვირთული ფაილი როგორ წავშალო რომ მის მაგივრად სხვა სახლოწოდების იგივე ფაილი ავტვირთო? ანუ მინდა ფაილის ელექტრონული სახელწოდება შეცვალო. ეს იმიტომ რომ ნუმერაცია მქონდა 1,2,3,4,... 11,12,13, ხოდა იმის მაგივრად რომ ამ თანმიმდევრობით დაელაგებინა მოხდა შემდეგი: 1, 11,12,13,...2, 21,22,23.. 3, 31.... ესე კი მე არ მაწყობს. გთხოვთ დამეხმაროთ.

https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Stereo_cards_by_SVET_publishing

--Surprizi განხილვაწვლილი 07:35, 31 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

წაშლის მოთხოვნა შეიძლება, მაგრამ მგონი უფრო მარტივი და შესაფერისი გამოსავალი სახელის გადარქმევაა. ეს თარგი გამოიყენე და სახელს გადაარქმევენ. – BruTe () 08:17, 31 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]


უცნაურია მაგრამ მაინც ვერ მივხვდი! მოკლედ აი ფაილის სახელის გადარქმევა მინდა

https://commons.wikimedia.org/wiki/File:Svet._Caucasus._3._Tseidonsky_canion_on_way_to_tseisi.jpg

და მინდა რომ ეწეროს 3-ის მაგივრად 003. შესაძლებელია? თუ კი ეგებ მაგალითისათვის გააკეთოთ და მერე სხვადროისთვის გავითვალისწინებდი!!!

მადლობა წინასწარ!!!--Surprizi განხილვაწვლილი 05:32, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩასვით ეს კოდი:

{{rename|1=Svet. Caucasus. 003. Tseidonsky canion on way to tseisi.jpg|2=1|3=Applying the same name structure for all files in category|user=Surprizi}}

მაგალითად მოყვანილი ფაილის თავში და ვიკისაწყობის მომხმარებელი, რომელსაც ფაილის გადატანის ფუნქცია აქვს (თუნდაც მე), მოთხოვნას შეასრულებს. – BruTe () 11:53, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა დიდი!!! აბა შეამოწმე სწორედ გავაკეთე?

https://commons.wikimedia.org/wiki/File:Svet._Caucasus._3._Tseidonsky_canion_on_way_to_tseisi.jpg

შენ უნდა ჩაასწორო?--Surprizi განხილვაწვლილი 13:08, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, ყველაფერი სწორად იყო და გადაუტანიათ უკვე. :) სხვა ფაილებშიც შესაბამისი კოდი ჩასვი და გასწორდება ყველა. – BruTe () 14:21, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჯიგარი ხარ!!!--Surprizi განხილვაწვლილი 06:38, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიმ აურია?

რედაქტირება

მთავარ გვერდზე წარწერები თქვენთანაც ქვემოთ ჩამოწეული ჩანს?--დათო1010 21:37, 3 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩემთან ფონტია ზედმეტად გაზრდილი. სრული კოშმარია. ქრომიდან მომიწია ზუმით შემცირება და სტატიას ამრიგად ზოგადად სწორად აჩვენებს, მაგრამ რედაქტირებისას პატარა შრიფტია. --Henry McClean განხილვაწვლილი 03:19, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცენტრალური პრობლემაა. ფონტების ზომა ყველა ვიკიპედიაშია გაზრდილი. ცოტა ხანი დავიცადოთ. - ოთოჯი განხილვა 08:20, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემთანაც გაზრდილია. — Mikheil მიწერა 09:15, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეჭვი მაქვს სამუდამოდ გაზარდეს და ამ სტილის შეცვლის გამო მაინცდამაინც ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდი დაზარალდა. - ოთოჯი განხილვა 09:17, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემთან შრიფტი გაზრდილია და მთავარი გვერდის რუბრიკების სათაურები ქვემოთაა ჩამოწეული--დათო1010 09:18, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემთანაც მასეა და ვიღონოთ რამე. დაცდას აღარ აქვს აზრი. მე-2 დღეა არეულია მთავარი გვერდი. - ოთოჯი განხილვა 09:20, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
გავასწორე და ყველასთან დაჯდა წარწერები ხაზზე?--დათო1010 09:31, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემთან ასეა, ცოტა დაბლა უნდა ჩამოწევა--შოთა [UT] 09:34, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
სისტემაში შესული მომხმარებლებისათვის ჩემთან ნორმალურად ჩანს და ანონიმებისათვის ისევ ქვევითაა ჩაწეული:(--დათო1010 09:39, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ამის თქმას ვაპირებდი მეც. - ოთოჯი განხილვა 09:41, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ცვლილებაა დასამოწმებელი მთავარ გვერდზე--შოთა [UT] 09:42, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

აი მე არ მიჩვენებს მაგას დასამოწმებელი რომ იყო. ახლა მგონი ყველაფერი რიგზეა. - ოთოჯი განხილვა 09:45, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--დათო1010 09:46, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
იქნებ ცოტა დაბლა ჩამოგვეწია? თუ თქვენთან შუაში აჩვენებს? მე სხვა ბრაუზერებიდანაც ზემოთ აწეულს მიჩვენებს--შოთა [UT] 09:47, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

და სხვა გვერდებს რა ვუქნათ :( იმედია, მიიღებენ კარგად თავში მომხმარებლებისგან. რა არის ახლა ამხელა ასოები? :( --Henry McClean განხილვაწვლილი 09:48, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

იძახიან, რომ წინა შრიფტის ზომა ბევრი მომხარებლისთვის იყო ძნელად წასაკითხიო. გარდა ამისა შეიცვალა შრიფტის ფერიც (გამუქებულია) და უფრო მკვეთრია. მიჩვევის ამბავია ეგ. ამდენი ხანია ასე იყო და რა ახლა მოუნდათ. - ოთოჯი განხილვა 10:06, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, თავი მომაბეზრა და გადავიყვანე მონობუკზე + დავტოვე სტანდარტული რედაქტორი და მშვენივრად ვიმუშავებ. ამხელა ასოები მღლის. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:15, 5 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ტექსტი მხოლოდ ჩემთან მიიწევს ნელ-ნელა ზემოთ?--შოთა [UT] 12:57, 24 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩემთანაც მასეა. სიმართლე გითხრა სულ არ მომწონს ეგ ღილაკები, და ალბათ დროა ვიფიქროთ მთავარი გვერდის დიზაინის განახლებაზე. - ოთოჯი განხილვა 13:10, 24 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბოლოს ნოემბერში შევცვალეთ, ამასთან დაკავშირებით აქ გვქონდა განხილვა--შოთა [UT] 13:17, 24 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიკიმედიიდან განაცხადეს, რომ შრიფტებს ვცვლითო, იმიტომ, რომ ზოგ ქვეყანაში ზოგი შრიფტის გამოყენება ნებადართული არ არისო, და ახლა მაქსიმალურად დიდი დაფარვის შრიფტებს ვუშვებთო. ესაა ამ ყველაფრის მიზეზი. იხილეთ [1] (რუსული) --g. balaxaZe 14:23, 29 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიმედია 2

რედაქტირება

მაქვს ახალი კითხვა.

https://commons.wikimedia.org/wiki/File:Temple_de_Louqsor..jpg

თუ შეიძლება რომ ფაილის სახელწოდება მე შევაცვლევინო? იმ მოთხოვნის გაგზავნით. მაგალითად "Temple_de_Louqsor..jpg" ის მაგივრად რომ ეწეროს "Zangaki. 678. Temple_de_Louqsor.jpg" ჰა? და რა უნდა მივსწერო ასეთ შემთხვევაში--Surprizi განხილვაწვლილი 06:38, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გავაკეთე მადლობა!!!--Surprizi განხილვაწვლილი 11:59, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ფაილი:K-38.JPG

მაინტერესებს. მაქვს თუ არა უფლება ვიკიმედიაში ავტვირთო ეს ფაილი და რა ლიცენზია მივუთითო პირადი ნამუშევარი თუ google map??--Surprizi განხილვაწვლილი 09:10, 10 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მუნიციპალიტეტების ახალი საზღვრები

რედაქტირება

მეგობრებო, როგორც იცით, 15 ივნისს ადგილობრივი არჩევნებია და ამ არჩევნების შემდეგ რაღაც ცვლილებები გვექნება განსახორციელებელი. შეძლებისდაგვარად მივხედავ, მაგრამ რასაც მე ვერ გავაკეთებ, არის პოზრუკები ინფოდაფებში. 7 მუნიციპალიტეტი იქნება შესაცვლელი, საზღვრები დარჩება იგივე, უბრალოდ გამოაკლდება ქალაქები, რომლებიც იქნება ანკლავებივით. ბათუმი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც გასაკეთებელი იყო აქამდე, ძველ პოზრუკას ვაჩვენებთ მომხმარებლებს. ვისაც შეუძლია ტექნიკურად ამის მიხედვა, იქნებ გააკეთოს. --M. განხილვაწვლილი 09:41, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ძველ ქართულად ტექსტის თარგმნა

რედაქტირება

ტექსტი მინდა გადავთარგმნო ძველ ქართულად და ვინმეს შეუძლია დამეხმაროს წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Datuna tuna (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

აქ ვერ დაგეხმარებით, ვიკიპედიაში მოხალისეები ვმუშაობთ და არა თარჯიმნები. — Mikheil მიწერა 15:21, 18 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

პოზრუკებს რა სჭირს?

რედაქტირება

რა ხდება სტატიებში? თითქმის ყველა სოფლის სტატიაში სოფლის მდებარეობის აღმნიშვნელი წითელი წერტილი მუნიციპალიტეტის გარეთაა მოქცეული ან მინიმუმ სხვა ტერიტორიაზე. გარდა ამისა ყველა სტატიასვე უზის კატეგორია:პოზრუკაში გადასატანი გამოსახულებები. გასასწორებელია რაღაც. მიხედეთ ამ საქმის მცოდნეებმა. --JABA 1977 19:13, 10 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მემგონი გავასწორე :)--დათო1010 17:48, 11 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს ესე უნდა იყოს ქართულში?

რედაქტირება

ეს მგონი რუქას უნდა აჩვემნებდეს და რა სჭირს> ინგლისური მუშაობს და ქართული რატოა ასე გაყეყეჩებული?--Surprizi განხილვაწვლილი 17:28, 25 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასწორდა--დათო1010 19:55, 25 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე! @David1010: ისე რა მინდა გკითხო იცი? მაგ რუქის ჩადგმა ვიკიპედიის თემაში რომელიმე თარგში არ შეიძლება?--Surprizi განხილვაწვლილი 16:22, 6 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბიოსის დაფლესშვა მაინტერესებს მაინტერესებს და თან მინდა რო გავაკეთო ჩემ კპმბიუტერზე და როგორ ხდება გაკეთება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dato15001 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედიაში, მხოლოდ ვიკიპედიასთან დაკავშირებული საკითხებით შემოვიფარგლებით. - ოთოჯი განხილვა 09:26, 27 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ჩემს კოლეგას. ვიკიპედია მსგავსი სახელმძღვანელოების კრებული არ არის, არც ცნობათა ბიუროა. იხილეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. და მაინც, ერთი-ორ მითითებას მოგცემთ: პირველ რიგში, ერთი შეკითხვა დამებადა: რაში დაგჭირდათ ბიოსის დაფლეშვა? არ მუშაობს რაიმე? თუ ინგლისური იცით (განსაკუთრებით ტექნიკური ინგლისური), აქ არის მოკლედ აღწერილი, როგორ ხდება. თუ მაინც გადაწყვეტთ ფლეშირებას, რასაც მე არ გირჩევთ, რადგან პროფებსაც კი შეიძლება, შეეშალოთ რაიმე, თქვენ კი დამწყები ჩანხართ, რადგან იკითხეთ, პროცესის დროს გამოტანილ ნებისმიერ შეტყობინებას (თუ იქნება ასეთი) ყურადღებით მოეკიდეთ. საერთოდ, ჯობს თუ ვინმე გამოცდილს მიიშველიებთ. ასეთი კითხვები, ჯობს დასვათ სადმე სპეციალიზებულ ფორუმებში, თუნდაც თბილისის ფორუმის შესაბამის განყოფილებაში. წარმატებები. — G.G. 09:35, 27 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ფოტო სურათის დამატება სტატიაში

რედაქტირება

დამეხმარეთ, სტატიაში ვერაფრით ვერ დავამატე ფოტო სურათი. სურათი არჩევის ღილაკი სად გამოდის, ჩემი კომპიუტერიდან რომ დავამატო ჩემს მიერ გადაღებული ფოტო?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა R.chirakadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა, პირველ რიგში ფოტო ატვირთეთ სერვერზე, ამის ორი გზა არსებობს: პირველი, ატვირთოთ ლოკალურად, ანუ მხოლოდ ქართულ ვიკიპედიაში, აი, აქედან:ატვირთვა და მეორე ატვირთოთ გლობალურ საცავში, აი, აქ: ატვირთვა. თუ რამე ვერ გაიგეთ თავისუფლად მოგვმართე.--George 14:18, 9 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც მაწუხებდა ეგ პრობლემა თავიდან, კარგა ხნის მანძილზე. მე მაინც გლობალურ საცავში ატვირთვას გირჩევ, სხვა ენოვან ვიკიპედიებსაც გამოადგებათ.. და კიდევ, როცა ფორუმზე რამეს დაწერ, ბოლოს ხელი მოაწერე-ხოლმე =) --გუგასაქართველოს დროშა ნემსწვერიძეინგლისის დროშა 1998 17:03, 9 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გლობალურ საცავში (იგივე ვიკისაწყობში ან commons-ზე) ერთი მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს: ყველა ატვირთული ფაილი თავისუფალი ლიცენზიით უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრატორები მას წაშლიან. ვიკისაწყობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვაენავან ვიკიპედიაშიც შესაძლებელია ატვირთული ფაილის გამოყენება. ლოკალური ატვირთვა კი მოიცავს არათავისუფალ ლიცენზიებსაც სამართლიანი გამოყენების პირობებით. ეს არის განსხვავება.— G.G. 06:16, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თუ ფოტო მომხმარებლის მიერაა გადაღებული, მაშინ აქვს გლობალურ საცავში ატვირთვის უფლება. არა? --გუგასაქართველოს დროშა ნემსიწვერიძეინგლისის დროშა 1998 06:53, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კი, გუგა, თუ მომხმარებელი თავისავე გადაღებულ სურათს ტვირთავს აქვს უფლება ატვირთვის და არ წაიშლება.--George 07:20, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა. ასევე ამ ლიცენზიებიდან ერთ-ერთის შესაბამისობის პირობებში.— G.G. 08:33, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

რევაზ ჭირაქაძე: დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ!

ვიკიდატა

რედაქტირება

რა ჭირს ვიკიდატას? ბმულებს ვეღარ ვამატებ, ღილაკი გაქრა. — Mikheil მიწერა 19:47, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვნახე. ბევრად გაურთულებიათ საქმე. — Mikheil მიწერა 19:48, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რა გაურთულებიათ? მე ვერაფერი სიახლე ვერ შევატყვე.--დათო1010 19:58, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ახალ ენას სულ ბოლოში ამატებდი, ახლა კი თავში უნდა მისცე რედაქტირება. — Mikheil მიწერა 20:02, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ჯერ ამ ელემენტთან დაკავშირებული ვიკიპედიის გვერდები რომ არის, იქ აჭერ 'რედაქტირებას', ქვემოთ სიის ბოლოს ჩადიხარ, აჭერ დამატებას და ამის შემდეგ წერ, როგორც წერდი, თუმცა შენახვის ღილაკი არ აქვს და Enter-ით კეთდება დამახსოვრება. ძალიან გაართულეს, რა უბედურებაა ეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:03, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აი მაგ შენახვის ღილაკს ვეძებდი, ენტერმა არ იმუშავა და მივაგენი, ისევ ზემოთ უნდა ახვიდე და იქაა save ვიკრიჭებიMikheil მიწერა 20:05, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რა უბედურებაა, საშინლად არაკომფორტულია. იმედია დააბრუნებენ ისე, როგორც იყო. სანამ თქვენი კომენტარები არ ვნახე, ვერ მივხვდი საიდან დამემატებინა. ვიკრიჭებიBruTe () 20:07, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა, ვინ „გაგვიმარტივა“ ასე მუშაობა? ვანდალთა დასაბნევად გააკეთეს ვითომ? — Mikheil მიწერა 20:16, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გუშინ მთელი დღე მასე ვიმუშავე ახალი წესისამებრ, საშინლად არ მომწონს. --JABA 1977 14:21, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ლიცენზია

რედაქტირება

ცუდი ამბებია. სურათები, რა ლიცენზიითაც არ უნდა ატვირთო და რამხელა ინფორმაციასაც არ მოაყოლებ, ავტომატურად იყრება გარკვეულ კატეგორიებში, რომლებიც ჯერ შექმნილი არ არის. იხილეთ ფაილი:გალილეისეული მთვარეების ლაპლასის რეზონანსი.gif. ქვემოთ ავტომატურად არის შექმნილი რაღაც კატეგორიები. ამ კატეგორიებში არის როგორც რამდენიმე ახალი ფაილი, ასევე ძველი. ვერ ვხვდები, რა არის ეს. --Henry (მომწერეთ) 14:00, 11 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

Google translator toolkit-იდან ატვრთვის პრობლემები.

რედაქტირება

გამარჯობა,

ეს სტატია ვთარგმნე Google translator toolkit-ით, და გუშინ ავტვირთე. დღეს, რომ მინდოდა მენახა აღარ იყო. ამიტომ თავიდან ავტვირთე. რატო "წაიშალა" თუ იცით?

კიდე, ერთი პრობლემაც, არი, toolkit-დან, ვერ ვაქვეყნებ როცა ჩემს ანგარიშში ვარ შესული. მიწევს გამოსვლა, ანგარიშიდან და მერე ჩვეულებრივად იტვირთება. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Kintrbr (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იმის გამო, რომ ძალიან ბევრი იყენებდა ონლაინ თარჯიმანს, შემოღებული იქნა მკაცრი პოლიტიკა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ (kit-საც კი არ იყენებდნენ). მომავალში - როდესაც ქმნით სტატიას და ჯერ დაუსრულებელია, სულ თავში დასვით {{subst:L}} და დაასრულეთ სტატია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება უხარისხო მასალად. ისედაც ბევრი მიგდებული სტატია გვაქვს. გარდა ამისა - იხ. თარგი:ინფოდაფა პიროვნება, თარგი:პიროვნების მონაცემები და აგრეთვე თარგმნეთ კატეგორიები სტატიის ბოლოს. --Henry (მომწერეთ) 08:30, 31 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი: ციხე

რედაქტირება

მინდა სტატია თმოგვის ციხეში ჩავსვა თარგი და მაინტერესებს შემთხვევით ხომ არ არსებობს რამე თარგი კოორდინატებით და რამე, რომ ახალი თარგი არ ვაკეთო სპეციალურად ციხეებისათვის?--Surprizi განხილვაწვლილი 19:46, 4 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წესით უნდა იყოს თარგი:ინფოდაფა სამხედრო ნაგებობა, რომელიც არ არსებობს, ვინაიდან მილიტარული თემა კარგად არის დასამუშავებელი და საჭიროებს ყურადღებას. --Henry (მომწერეთ) 19:57, 4 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ შევქმნა თარგი:ინფოდაფა სამხედრო ნაგებობა, თარგი:ინფოდაფა ტაძარის ბაზაზე?--Surprizi განხილვაწვლილი 06:18, 5 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს ვინმე, თუ საჭირო თარგია, უნდა შეიქმნას. შესაბამისი ველებით. --Henry (მომწერეთ) 06:33, 5 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კეთილი--Surprizi განხილვაწვლილი 08:02, 5 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ანსამბლი ბასიანის ადმინისრაცია

რედაქტირება

გამარჯობათ. სახელმწიფო ანსამბლი ბასიანის შესახებ გვინდა გვერდის გახსნა და როგორ მოვიქცეთ წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gabobasiani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს. — Mikheil მიწერა 12:17, 12 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
@Gabobasiani:. სტატიას ნუ აკოპირებთ პირდაპირ, დაამუშავეთ ისე, რომ სტანდარტებს შეესაბამებოდეს (მეგზურებში ყველაფერი წერია). გარდა ამისა, შექმენით შემდეგ მისამართზე ბასიანი (ანსამბლი) და არა ანსამბლი ბასიანი. როგორც შევძლებთ, ხელს შეგაშველებთ. --Henry (მომწერეთ) 12:22, 12 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]