ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები/არქივი/7

სომხური ვიკიპედიის ახალი პროექტი

მეგობრებო ძალიან დიდი სიამაყით და სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი სომხეთში ვიზიტის დროს დავაინტერესე სომეხი კოლეგები თვის ვიკიპროექტებით და მათაც დაიწყეს აღნიშნული გამოცდილების გაზიარება და არც მეტი, არც ნაკლები პირველი ვიკიპროექტი იქნება საქართველო. — ჯაბა 1977 16:58, 13 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერია. ისე კარგი იქნება დე ფაქტო აფხაზეთის დროშა და გერბი თუ არ იქნება გამოყენებული. ასევე აფხაზეთზე რუსულიდან გადმოტანილი სტატიები რამდენად იქნება ნეიტრალური ეგეც საკითხავია--დათო1010 17:06, 13 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

სომხურ ვიკიპედიაში იმდენად დიდი გუნდი მუშაობს პრო-ქართული განწყობით, რომ ნეიტრალურობის დარღვევის არ მეშინია. — ჯაბა 1977 20:07, 13 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

მთა ლაშკენდარზე რუსულს ru:Лашкендар ინგლისური en:Lashkendari ურჩევნიათ, იქ ეტიმილოგია მივაწერე ქართული ვიკიდან.— g. balaxaZe 01:25, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

აქ ჩვენს რჩევაზე არაა საქმე, სომხური ენის სტანდარტების მიხედვით სახელობითის ნიშანი -ი მხოლოდ სამ ქალაქს უწერია ბოლოში. სხვა შემთხვევაში ი შორდება. — ჯაბა 1977 08:28, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეტიმოლოგია ვახსენე მე და არა „ი“, იქ წერია რომ ეს სახელი მეგრული წარმოშობისაა, რუსულში ეს გამოტოვილია.--g. balaxaZe 14:33, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეტიმოლოგიას დაწერენ თუ არა ეგ მაგათი საქმეა. იმედია შეიხედავენ ინგლისურში. --ჯაბა 1977 14:38, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

სხვათა შორის ეტიმოლოგიის სექციაზე სანდო წყაროს მითითებას ითხოვენ ინგლისურში. --ჯაბა 1977 14:41, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა ვიცი :დ მაგრამ ქართულშიც ეგ გვიწერია. ეგ იმ რედაქტორს უნდა მოვთხოვოთ ვინც ეს ინფორმაცია დადო თავიდანვე, თუმცა მოყვანილი ტექსტი მაინც ნათელს ხდის რომ სიტყვა მეგრულიდანაა წამოსული, მარტივი ლოგიკური ანალიზით. ეგ წყაროს მოთხოვნა პრო-სეპარატისტმა რედაქტორმა ალექსისმა მიამატა იქ, ისტორია ნახე იმ სტატიის.--g. balaxaZe 15:44, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი მე მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ წყარო უნდა მივუმატოთ და მართლები ვიყოთ ;) --ჯაბა 1977 15:50, 14 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო, ძალიან კარგია, რომ საქართველოს უძღვნიან პირველ პროექტს. სხვათა შორის, ჩვენი პირველი პროექტიც სომხეთი იყო. თუმცა, პატივი რომ გვცენ, კარგი იქნება. პროექტის სათაურად უწერიათ: Վրաստան և Աբխազիա — փետրվարի 1 – մարտի 1 (საქართველო და აფხაზეთი — 1 თებერვალი - 1 მარტი). იქნებ ეს შეასწორებინოთ... Deu. 11:27, 17 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

თუ ეგრე წერია მაშინ შესასწორებელია. ჯაბა იქნებ უთხრა ეგ სომხებს--დათო1010 11:59, 17 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ოთხი დღის წინ ვკითხე არაოფიციალურად ფეისბუკზე და პასუხიც მივიღე. სხვათშორის თქვენც შეგიძლიათ კითხოთ პროექტის განხილვის გვერდზე. --ჯაბა 1977 13:36, 17 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

პასუხი რა იყო? უბრალოდ, შენ უფრო დაახლოებული ხარ და შენს კითხვას გამწარებული ქართველის შემოტევად არ აღიქვამენ : )). თუ უკვე გიპასუხეს, რაო? Deu. 08:50, 18 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

ეს ძალიან კარგი კრებული 2016 წელს გამოსულა, ვფიქრობ გამოადგება ვიკიპედიაში ისტორიის სექციაზე მომუშავე ხალხს.

Μεράμπ Αμπραμισβίλι

el:Μεράμπ Αμπραμισβίλι: Hi fellow Wiki-georgians! I would like to ask you for a favor. I have editted in Greek the article of en:Merab Abramashvili and I'm having a rather difficult time trying to find a photograph of this great painter. You see the photo in the Georgian article has certain restrictions. Is there any way of uploading a photo for the aforementioned Greek article? Thanking you in advance - with warmest regards! --Aristo Class 20:11, 6 მარტი 2017 (UTC)

Aristo Class the photo isn't free so it needs special upload. You can upload it here https://el.wikipedia.org/wiki/Ειδικό:Ανέβασμα but in accordance to the Fair use rule. You need 1) to create the Template:Non-free media rationale in Greek version, 2) to upload the photo here https://el.wikipedia.org/wiki/Ειδικό:Ανέβασμα and 3) to put the template (filled) below a photo in a permission section.— g. balaxaZe 22:29, 6 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
Many-many thanks for your prompt response Giorgi Balakhadze, I'll follow your instructions. With kindest regards --Aristo Class16:09, 7 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
@Aristo Class: I think el:Πρότυπο:Εύλογη_χρήση has the same purpose and you will not need to create another one. Check other templates here el:Κατηγορία:Πινακίδες_μη_ελεύθερων_εικόνων--g. balaxaZe 09:22, 8 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკის უყვარს დედამიწა 2017

მოგესალმებით ვიკიპედიელებო, ვინც არ იცის ვუძ-ის გარდა წელს ვუდ-ის გაკეთებასაც ვაპირებთ და საქმის ნახევარზე მეტი გაკეთებულიცაა, როგორც აქ ნახავთ ვიკიპედია:ვიკის უყვარს დედამიწა 2017. თუმცა, ტექნიკური ნაწილის უფრო სწრაფად დამთვარებისთვის (სიის კატეგორიები, და ვიკიმონაცემების ჩასმა) უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა მისასალმებელია. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ის სტატიებიც დაიწერება რომელთა შესახებ ვიკიში არაფერია. პირადად მე სამაგისტრო ნაშრომზეც მიწევს მუშაობა და ეს საქმე შეიძლება დროში გამეწელოს. მოკლედ ცხადდება პროეტზე მოხალისეობა, კითხვების შემთხვევაში პირად განხილვაში მომწერეთ, კიდევ ერთი კარგი პროექტი გველის :)--g. balaxaZe 08:06, 11 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვანდალი და ვანდალი 2

მოკლედ, იმედია, არ მიწყენთ. თარგები ვანდალი და ვანდალი 2 ოდნავ შევცვალე, უფრო სწორად - ჩავუმატე ის, რაც დიდი ხანია ესაჭიროებოდა. ვინაიდან ტესტის გაფრთხილებას ჰქონდა სექციის ავტომატურად შექმნის ფუნქცია, გადავწყვიტე, ისე გამეკეთებინა, რომ ზემოთ აღნიშნული გაფრთხილებების ჩასმის დროსაც ავტომატურად შეიქმნას ცალკე სექცია. შესაბამისად, როდესაც პირველს ჩაწერთ, შეიქმნება სექცია გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ, ხოლო მეორეს დროს - განმეორებითი გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ. თუ სურვილი გექნებათ, სექციების დასახელებები შეცვალეთ, თუმცა, ზოგადად, ვფიქრობ, მომხმარებლის განხილვაში ამ გაფრთხილებების სექციებად დაყოფაც, დიდი ხანია, აუცილებელი იყო. --Abandoner განხილვაწვლილი 10:48, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ცუდი არ იქნება პირველშიც ჩაიწეროს (ყურადღება), როგორც ეს მეორე გაფრთხილებაში წერია. ცანგალა 11:11, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

  გაკეთდა --Abandoner განხილვაწვლილი 11:17, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვერ გავიგე. პირველი გაფრთხილება იშლება მეორე გაფრთხილების მიცემისას? ცანგალა 11:37, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ვერ მივხვდი, რა ვერ გაიგე, თუმცა მივაწერე პირველში, რომ მეორე ვანდალიზმამდე ჯერ უნდა გამოვიყენოთ პირველის შესახებ გაფრთხილება. --Abandoner განხილვაწვლილი 11:41, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვგულისხმობ მომხმარებლის განხილვა:188.129.211.138. ცანგალა 11:51, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მე უბრალოდ ჩავთვალე, რომ წინა ზედმეტი იყო, როდესაც სინამდვილეში უნდა დაგვეწერა მოთხოვნა დაბლოკვაზე (იმ არაკორექტული ფრაზების გამო, რაც გამოიყენა). თუ ვცდები, სხვებმა შემისწორონ. უბრალოდ - თუ დასაბლოკია, მაშინ რისთვის სჭირდება გაფრთხილება? თუ გინდა, დავაბრუნოთ ის გაფრთხილებაც, მე არ ვარ წინააღმდეგი. --Abandoner განხილვაწვლილი 12:15, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

თუ პირდაპირ დაბლოკვა შეიძლება, მაშინ საერთოდ რად გვინდა ან პირველი ან მეორე გაფრთხილება. და ის ყურადღებაც, რითაც გაახლე თარგი. რას ნიშნავს თუ გინდა? მე არაფერი არ მინდა. მე მხოლოდ წესი ვიკითხე. ხანდახან მეცინება იმაზე ჩემს იგნორირებას რომ ცდილობ. მე მხოლოდ მეცინება ასეთ ბავშვურ მოქმედებებზე და კიდევ მეცინება. მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია.მადლობა.ცანგალა 12:28, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მოხარული ვიქნები, თუკი მიმითითებ, სად ვცდილობ შენს იგნორირებას - უბრალოდ მაინტერესებს. თუ რამე კითხვები გაქვს - ყოველთვის ვპასუხობ, თუ საქმე ეხება შეხვედრას - იმაზეც კი დაუღლელად ვპასუხობ (მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ და ბევრჯერ დავაფიქსირე პოზიცია). სხვაგანაც გპასუხობ და ახლაც - გპასუხობ. მაშ იგნორირება რას ჰქვია? პირადად არ გიცნობ (ისევე, როგორც ნებისმიერ ვიკიპედიელს) და რეალურ ცხოვრებაში, შესაბამისად, არანაირი საკითხი არ ყოფილა, რომელზეც უთანხმოება უნდა გვქონოდა - მაშ სად ვუკეთებ შენს ნაწერს/გზავნილს/ნათქვამს იგნორირებას?

რაც შეეხება ამას - თუ პირდაპირ დაბლოკვა შეიძლება, მაშინ საერთოდ რად გვინდა ან პირველი ან მეორე გაფრთხილება - მე მგონია, შენ ან დაგავიწყდა, ან გამოგრჩა, რომ უკვე დიდი ხანია, წესად გვაქვს - თუ ვანდალი პირველივე რედაქტირებაზე სტატიაში სვამს უცენზურო/არაკორექტულ ფრაზებს, ადმინისტრატორს უფლება აქვს, დაბლოკოს პირველი და მეორე ვანდალის ჩასმის გარეშეც (ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს, ვანდალის განხილვის გვერდზე დატოვოს მისი დაბლოკის მოთხოვნა). ამაზე დიდი ხანია, შეთანხმებულები ვართ და ადმინისტრატორებიც დაგიდასტურებენ. ეს ხდებოდა 2015-შიც, ეს იყო მანამდეც. ეს რომ ყოფილიყო უბრალოდ "აფგჰეიტჰჰტეტ" ან "თამუნა კარგია გოგოა"-ს ტიპის ჩასმული ფრაზე, მაშინ ჩავუსვამდით ტესტის თარგს. განმეორებითი ქმედების შემდეგ - ვანდალს და ვანდალ 2-ს.

შესაბამისად, ეს რედაქტირება სხვა არაფერია, თუ არა არაკორექტული ფრაზა. ექვემდებარება ასეთი მომხმარებელი დროებით, 3 დღით დაბლოკვას - წესით და რიგით და წარსული გამოცდილებით - ყველანაირად.

ბავშვს რაც შეეხება - რა იგულისხმე „ასეთ ბავშვურ ქმედებაში“ საერთოდ? ან ბოლომდე არ გამოხატავ შენს აზრებს, ან ვერ ვხდები რისი თქმა გინდა. თუ გსურს, მომწერე ჩემი განხილვის გვერდზე, სიამოვნებით გაგცემ პასუხებს. --Abandoner განხილვაწვლილი 12:48, 21 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

Hi, you are invited to participate in the discussion on the proposal to make a banner through m: centralnotice to inform more people around the world about what the Turkish government has done about Wikipedia, ie all the language versions of Wikipedia are You are obscured, so in Turkey it is impossible to view the * .wikipedia.org site. To hope that the Turkish government will remove the block, it is necessary to raise awareness of this fact around the world because it is important to succeed in this mission because Wikipedia can not be seen in Turkey. With this message also for those interested, I invite him to sign the Wikimedian appeal.

If you have any questions or questions do not hesitate to contact me. Thanks best regards. --Samuele2002 (Talk!) 17:51, 29 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სომხური ვიკი-ბანაკი

მხოლოდ ინფორმაციისათვის: მეგობრებო მინდა გაცნობოთ, რომ ვიმყოფები სომხურ ვიკი-ბანაკში ოთხ ვიკიპედიელთან ერთად (ნიკოლოზ ზივზივაძე, Nina1009, ‎NaswKai და Chinchaladze). წესები ცოტა გაგვიმკაცრეს და ძალიან გთხოვთ დააცადოთ მინიმუმ ერთი დღე მაინც სტატიის დასრულება ამ ოთხ მომხმარებელს. --ჯაბა 1977 17:13, 26 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: ჯაბა, სალამი. ეს დავურედაქტირე Chinchaladze-ს - რობი ამელი - ახლა მიყვანილია საჭირო სახემდე, მაგრამ თუ აუცილებელია, უკან დავაბრუნოთ. --Abandoner განხილვაწვლილი 17:57, 26 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა. იყოს ასე როგორცაა. --ჯაბა 1977 18:07, 26 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. წერილი მხოლოდ 03.07.2017 მივიღე.-- ცანგალა 13:36, 3 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ცნობისთვის

ხვალიდან, 18 ივლისიდან, ჩვენს ვიკიპედიაში რედაქტირების პანელის ახალი დიზაინის ღილაკებს იხილავთ (მაგ.: „ცვლილების ან გვერდის შენახვის“, „წინასწარი გადახედვის“ და ა.შ.). იმედია უპრობლემოდ ჩაივლის ყველაფერი. --Mehman 97 13:55, 17 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

რომელიღაც ვიკიპედიაში უკვე ვიხილე თუ არ ვცდები. --ჯაბა 1977 15:02, 17 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
თურქული, რუსული (ალბათ აქ) და მეტა უკვე ახალზეა გადასული, დავრჩით ჩვენ, აზერბაიჯანული, ინგლისური და კიდევ რამდენიმე, რომლებიც ცოტა პრობლემურია, ანუ სხვა კოდს რომ ვიყენებთ. --Mehman 97 15:46, 17 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი, გადავამოწმე. რუსულში ვნახე. --ჯაბა 1977 18:48, 17 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

იმსა და ვიკიპედია

მეგობრებო, ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ ხვალ 11 საათიდან 13 საათამდე ქართულ ვიკიპედიაში სტატიებს დაწერენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის მიერ ორგანიზებული ერთდღიანი ვიკი-ბანაკის მოსწავლეები (თემატიკა - აფხაზეთს კულტურული მემკვიდრეობა). გთხოვთ ხვალ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მკაცრი და მყისიერი ქმედებებისაგან. ამ პროექტის ფარგლებში დაწერილი ყველა სტატია თავს მოიყრის ერთ კატეგორიაში, ზეგიდან კი შეგეძლებათ შეამოწმოთ (სურვილის შემთხვევაში) და გაასწოროთ შეცდომები (არსებობის შემთხვევაში). --ჯაბა 1977 19:24, 19 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Otogi:, @David1010:, @MIKHEIL: დიდი მადლობა ბიჭებო, გვერდით რომ დამიდექით და შემიმსუბუქეთ 136 სტატიის შესწორების პროცესი. --ჯაბა 1977 16:14, 21 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: არაფრის, ჯაბა! მშვენიერი საქმე გაკეთდა!. - OTOGI Messages 18:21, 21 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია დუდიშული ენციკლოპედია

მიხეილ_ლერმონტოვი — ამის არსებობა თუ იცით?-- ცანგალა 17:26, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ ლერმონტოვის თუ მეგრული ვიკიპედიის? --ჯაბა 1977 17:51, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
უი დუდიშული ენციკლოპედია — მეგრულია. უკაცრავად.-- ცანგალა 17:58, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
დუდიშული თავისუფალს ნიშნავს, და არა მეგრულს. - OTOGI Messages 18:01, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ka — ქართული xmf —  ?-- ცანგალა 18:26, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
ISO 639-3-ის მიხედვით xmf — მეგრული. გიო ოქრო 18:30, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ყველა მონაწილეს.  -- ცანგალა 18:35, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

იმსა და ვიკიპედია 2

მეგობრებო, ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ 17 თებერვალს 11 საათიდან 13 საათამდე ქართულ ვიკიპედიაში სტატიებს დაწერენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის მიერ ორგანიზებული ერთდღიანი ვიკი-ბანაკის მოსწავლეები (თემატიკა - ჯავის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობა). გთხოვთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მკაცრი და მყისიერი ქმედებებისაგან. ამ პროექტის ფარგლებში დაწერილი ყველა სტატია თავს მოიყრის ერთ კატეგორიაში, 18 თებერვლიდან კი შეგეძლებათ შეამოწმოთ (სურვილის შემთხვევაში) და გაასწოროთ შეცდომები (არსებობის შემთხვევაში). განსაკუთრებული დახმარება მესაჭიროება ჯავის მუნიციპალიტეტის იმ ყოფილი სოფლების სტატიების კატეგორიების გასწორებაში, რომლებიც გადაეცა საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტებს. --ჯაბა 1977 05:15, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: ხვალ თუ 17 თებერვალს? --Mehman 97 10:12, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

მეჰმან გავასწორე :) 17 თებერვალს :) --ჯაბა 1977 10:15, 11 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო შეგიძლიათ მიხედოთ უკვე ამ სტატიებს. წინასწარ ყველას დიდი მადლობა. --ჯაბა 1977 14:03, 17 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]


იმსა და ვიკიპედია 3

მეგობრებო, ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ 17 მარტს 10 საათიდან 13 საათამდე ქართულ ვიკიპედიაში 334 სტატიას დაწერენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის მიერ ორგანიზებული ერთდღიანი ვიკი-ბანაკის მოსწავლეები (თემატიკა - ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობა). გთხოვთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მყისიერი ქმედებებისაგან. ამ პროექტის ფარგლებში დაწერილი ყველა სტატია თავს მოიყრის ერთ კატეგორიაში, 18 მარტიდან კი შეგეძლებათ შეამოწმოთ (სურვილის შემთხვევაში) და გაასწოროთ შეცდომები (არსებობის შემთხვევაში). მადლობა. --ჯაბა 1977 20:05, 11 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

მთავრული ასოების გამოყენება ვიკიპედიაში

ალბათ იცით, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა უნიკოდთან მოლაპარაკებები მაღალი რეგისტრის მხედრული ასოების სტანდარტში ჩასასმელად. ალბათ ისიც გექნებათ წაკითხული, რომ წინა წლის ზაფხულში როგორც იქნა უნიკოდმა მწვანე აუნთო მთავრული ასოების დამატებას და გამოყო ბლოკი U+1C90...U+1CBF მისამართებით. გუშინ უნიკოდმა გამოსცა საბოლოო რეკომენდაციები Unicode 11.0 სტანდარტის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე (მაისში გამოქვეყნდება), რომელსაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ. ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ წინასწარ განვიხილავთ მთავრული ასოების გამოყენებას ვიკიპედიაში და შევთანხმდებით რა შეიძლება/უმჯობესია დაიწეროს ზედა რეგისტრში. კარგი იქნება ასევე თუ სტანდარტის გამოქვეყნებისთვის ქართული ვიკის ლოგოშიც მოხდება ცვლილებები და როგორც უცხოურ ვიკიპედიებშია, სიტყვა „ვიკიპედია“ დაიწერება მთავრული ასოებით როგორც აქაა. გაითვალისწინეთ რომ მთავრული არ იქნება ცალკე დამწერლობა არამედ ზედა რეგისტრის ასოები, როგორც ეს ლათინურში, სომხურში, კირილიცაში და სხვა ბიკამერულ დამწერლობებშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვეულებრივი მხედრულით დაწერილი "ვიკიპედია" და მთავრულით დაწერილი "ᲕᲘᲙᲘᲞᲔᲓᲘᲐ" სისტემისთვის ერთი და იგივე იქნება, ისევე როგორც "wikipedia" და "WIKIPEDIA" ერთი და იგივეა. ამონარიდი:

In prior versions of the Unicode Standard, Mkhedruli Georgian was considered to be a monocameral (non-casing) script, and the Mkhedruli Georgian letters were gc=Lo. Starting with Version 11.0.0, those Mkhedruli Georgian letters are now gc=Ll, and have uppercase mappings to Mtavruli Georgian capital letters. This change will have major implications for Georgian implementations, including changes for input methods, fonts, casing, and string matching. Existing implementations have treated Mtavruli headlines and other uses for textual emphasis as a text style, so there will also be significant issues for document conversion and upgrade.
Another complication for Georgian is that the primary orthography does not use titlecasing, and the Mkhedruli Georgian letters do not have titlecase mappings to Mtavruli letters. This is unique among bicameral systems in the Unicode Standard, so casing implementations should be prepared for this exception.

ჩემ ვარიანტსაც შემგთავაზებთ: ვფიქრობ კარგი იქნება სათაურები დაიწეროს მთავრულით, როგორც ეს დაბეჭდილ ქართულ წიგნებშია მიღებული. რა თქმა უნდა ეგრევე მთავრულზე წერა არ იქნება კარგი, რადგან ჯერ სისტემურ ფონტებში შესაბამისი ასოები არ ასახულა, ამიტომ მომხმარებლების უმეტესობისთვის მთავრული ჯერ არ გამოჩნდება, თუმცა როგორც microsoft ასევე apple გამოქვეყნებიდან უახლოეს განახლებაში ასახავს ახალ სტანდარტს თავის ოპერაციულ სისტემებში.

--OpusDEI მომწერეთ 11:57, 15 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჯერ კიდევ 2008 წელს ყოფილა თურმე მსგავსი შემოთავაზებები. მაგრამ როგორ ჩანს არ მიუღიათ. --Alan📭🕙 01:53, 16 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

Please help

Dear colleagues, in Armenia, there is a velvet revolution and protests against the incumbent president. Please help with this dissemination of information. Translate this article into your language version of Wikipedia. Thanks, madloba--Omicroñ'R განხილვაწვლილი 18:49, 21 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

იმსა და ვიკიპედია 4

მეგობრებო, ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ 12 მაისს 11 საათიდან 14 საათამდე ქართულ ვიკიპედიაში 302 სტატიას დაწერენ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ვიკიპედიის მიერ ორგანიზებული ერთდღიანი ვიკი-ბანაკის მოსწავლეები (თემატიკა - ზნაურისა და ცხინვალის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობა). გთხოვთ ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მყისიერი ქმედებებისაგან. ამ პროექტის ფარგლებში დაწერილი ყველა სტატია თავს მოიყრის ერთ კატეგორიაში, 13 მაისიდან კი შეგეძლებათ შეამოწმოთ (სურვილის შემთხვევაში) და გაასწოროთ შეცდომები (არსებობის შემთხვევაში). მადლობა. --ჯაბა 1977 20:17, 8 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

Wiki Loves Yerevan International edit-a-thon

 

For the purpose of increasing the number of Yerevan related content in the Internet, Wikimedia Armenia announces international one-month edit-a-thon from June 15 – July 15, 2018. You are kindly invited to get involved and start editing and improving articles about Yerevan.

Hope you'll enjoy editing and have fun during this interesting process.

One participant from the first 15 most written language Wikipedias with the most points will be invited to Yerevan to join the events organized in the frames of Yerevan 2800th anniversary. For more details please visit the edit-a-thon page on Meta.

See you soon in sunny Yerevan!--Lilit (WM AM) განხილვაწვლილი 11:48, 14 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ცვლილებები თარიღების სტატიებში

@MIKHEIL: იქნებ აგვიხსნა, რას უკავშირდება შენი ეს და ასევე მსგავსი ცვლილებები, რომელსაც ყოველი თარიღის სტატიაში აკეთებ? საუკუნეებად დაყოფა @Zangala:-მ გააკეთა 2014 წელს. ამ მასშტაბურ ცვლილებაზე სადმე იყო განხილვა? თუ ეს ცვლილებები ამას უკავშირდება, კარგი რა მართლა, სასაცილოა. Deu. 13:10, 18 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიიღეს როგორც შეხვედრეზე ასევე ვიკიპედიის ფურცლებზე. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში და მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 25#ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები. ამჟამად მომხმარებელი:MIKHEIL — დიდი სიამოვნებით ანხორციელებს წაშლას. რაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს ამ სტატიებში ინფორმაციები აღარ შემაქვს. --ცანგალა 15:13, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

CCD

ძვირფასო საზოგადოებავ, გვსურს გავიგოთ, რით შეგვიძლია დაგვეხმაროთ, აი რატომ გვინდა გთხოვოთ ამ კითხვარის შევსება.

ახლა, უფრო დეტალურად:

რას გეკითხებით. ვიკიმედიის მონაწილეთა პასუხები ჩვენ მოგვცემს ინფორმაციას შესაძლებლობების (ან მათი არარსებობის) შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონის ვიკი-საზოგადოებებსა და განყოფილებებში. ჩვენ გვსურს, გკითხოთ თქვენი საზოგადოებისა და განყოფილების შესაძლებლობების (საჭიროების შემთხვევაში, ცალკე) შესახებ. რატომ გეკითხებით. ამ კითხვარში არის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები. მოკლევადიანი მიზნები არის, ლვოვში გასამართი მომავალი CEE Meeting-ის (2018 წლის ოქტომბრის შუა პერიოდი) მოსამზადებელ ეტაპზე მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ინფორმაცია. გრძელვადიანი მიზნები გულისხმობს ფონდი ვიკიმედიის მუშაობაში, დამატებითი აქტივობების შემუშავების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანას CCD ინიციატივის ერთიანი ქოლგის ქვეშ. თქვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი წვლილი გაზრდის მისთვის საჭირო ტრეინინგისა და მხარდაჭერის შემოთავაზების შანსებს, რაც თქვენი საზოგადოების გრძელვადიანი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

რას უპასუხებთ. თუ თქვენ საზოგადოებაში იყო ამ თემაზე საუბარი და განხილვა, მაშინ შეგიძიათ მისი შედეგები გაგვიზიაროთ (არასდროს ყოფილა მსჯელობა? მაშინ მისი დაწყება შეიძლება.). ან მხოლოდ საკუთარი პირადი შეხედულება მოგვახსენოთ. ორივე მისასალმებელია; თქვენ ასევე შეგიძლიათ, რამდენჯერმე შეავსოთ კითხვარი.

როდისთვის გვჭირდება პასუხები. 1 სექტემბრისთვის შესანიშნავი იქნება.

რა იქნება შემდეგ. ეს არ არის საბოლოო მიღწევა. ხალხს რომელმაც კითხვარი შეავსო, შესაძლოა მოგვიანებით ინტერვიუ შეთავაზონ. ჩვენ თქვენი საზოგადოების გაგება გვინდა.

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი. (გამოკითხვა ტარდება Qualtrics-ის მიერ და მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მომსახურების პირობებით რეგულირდება.)

დიდი მადლობა WMCEEM2018-ის საორგანიზაციო გუნდისა და პირადად ჩემი სახელით, CCD-ის პროგრამის ოფიცერი. -- Asaf (WMF) განხილვაწვლილი 13:13, 7 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

სომხეთის ვიკიბანაკი

კოლეგებო, მოგახსენებთ, რომ რამდენიმე ვიკიპედიელთან ერთად, „ვიკიმედია არმენიის“ მიწვევით ვიმყოფები სომხეთის ვიკიბანაკში. მომხმარებლები ‎Nina1009, NaswKai, Nika chareqishvili და ნიკოლოზ ზივზივაძე ვიკიბანაკის ფარგლებში ქმნიან სტატიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებს ადგილობროვ კონკურსში, წარმოაჩენენ ზოგადად ქართულ ვიკიპედიას. უმორჩილესად გთხოვთ, შევეცადოთ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, თავი შევიკავოთ მათი სტატიების აქტიური რედაქტირებისგან, რადგან კონკურსის ფარგლებში, წესების თანახმად, დასრულებამდე, ეს ფაქტი წარმოშობს გარკვეულ უხერხულობას. გთხოვთ, გაგებით მოვეკიდოთ ამ ფაქტს და შემდეგ, ცხადია, არც ერთი სტატია არ დარჩება გაუმართავი, შეგვიძლია ყველამ ერთად აღმოფხვრათ შემჩნეული ხარვეზები. — Mikheil მიწერა 11:18, 19 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის (UG-GE) განცხადება

მოგესალმებით ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის სახელით! როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე ფონდ ვიკიმედიის ფინანსური მხარდაჭერით კონკურსი „1918 — დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ ჩატარდა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. კონკურსის ფარგლებში 8 მონაწილემ საერთო ჯამში 100-ზე მეტი სტატია დაწერა/გაუმჯობესა. 2018 წლის 4 ივლისს, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ შეცდომით და ვიკიპედიის/კონკურსის წესების დარღვევით, უცვლელად გადმოაკოპირა მასალა გარე რესურსიდან და შემოიტანა ვიკიპედიაში. სამწუხაროდ აღნიშნულმა ფაქტმა ვიკიპედიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და დაპირისპირების საგანი გახდა, ხოლო ზოგიერთი მომხმარებლის მიერ, სპეკულირების საგანი გახდა. აღნიშნული საკითხით სპეკულირების ფაქტია ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის დადანაშაულება თანხის მითვისებაში, რაც ვერ დამტკიცდა. ამ ფაქტის მერე განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც უკვე ცდება ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის, როგორც ორგანიზაციის კომპეტენციას და არის ვიკისაზოგადოების გადასაწყვეტი, ნათლად გვაჩვენა ამ სპეკულაციის მთავარი მიზანი. აღსანიშნავია, რომ დაგვიანებით, მაგრამ მომხმარებელთა ჯგუფმა აღმოფხვრა ხარვეზი.

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი ბოდიშს უხდის ქართული ვიკიპედიის საზოგადოებას, ზემოთ აღნიშნული ფაქტით გამოწვეული დისკომფორტისთვის, რაც ამ პერიოდში გამოვლინდა. სამწუხაროდ, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი წინ ვერ აღუდგა ამ მოვლენებს და მყისიერად ვერ იმოქმედა კონფლიქტურ ვითარებაში, რაც საბოლოოდ დაუსრულებელი დავით და გარკვეულწილად დემაგოგიით დაგვირგვინდა. მიზეზი კი უმთავრესად ადამიანური რესურსების უკმარისობაშია. მინდა დაგარწმუნოთ, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი მომავალში მყისიერად იმოქმედებს და აღმოფხვრის ყველა ხარვეზს, რაც ორგანიზაციის საქმიანობაში კონფლიქტურ სიტუაციებში იკვეთება. ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ და ჩართულ პირს.

პატივისცემით,

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი

--Mehman 97 11:15, 29 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კომენტარები

ცუდი არ იქნებოდა, რომ ტექსტში აღნიშნული ყოფილიყო, რომ ორი მომხმარებელი ამის გამო დაიბლოკა. და კიდევ საინტერესოა ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფიდან ამ ტექსტს ვინ ან რამდენმა დაუჭირა მხარი? ამჟამად 27 მომხმარებელია. მადლობა. -ცანგალა 19:04, 29 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
1) ორი მომხმარებელი ამის გამო არ დაბლოკილა, საერთოდ ამ საკითხთან კავშირშიც არ არის. მიხეილის ადმინობის საკითხი ცალკეა, სადაც ორი მომხმარებელი მტკიცებულობის გარეშე ადანაშაულებდა მესამე მომხმარებელს, რის გამოც დაიბლოკა. ეს ორი ცალკე საკითხი ერთმანეთში ნუ გერევათ! 2) იმ 27 კაცის აბსოლუტური უმრავლესობა ვიკიპედიელია და ზუსტად ამ განცხადების ადრესატია. ტექსტი ბორდის 4 წევრის მიერაა დაწერილი, საიდანაც ბორდის 3 წევრი ზემოთ აღნიშნული კონკურსის ორგანიზატორი/ჟიურის წევრია და ამ განცხადების დაწერა მათი ვალდებულებაა. ღრმა პატივისცემით --Mehman 97 20:02, 29 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
ეს განცხადება კონკურსის თემას ეხება და არავითარი კავშირი არ აქვს სხვა საკითხებთან. ის ორი მოხმარებელი კი დაიბლოკა სხვა საკითხზე დაუსაბუთებელი ცილისწამების გამო.--დათო1010 05:48, 30 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
იცით? იყოს ღია და საჯარო ვინ და რატომ დაიბლოკა? თუ კი იმსახურებდნენ, დაიბლოკონ, მაგრამ ჩვენც გავიგოთ - რა დააშავეს? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 09:39, 30 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ

მართალია სიახლე ვიკიპედიას არ შეეხება, მაგრამ ეხება ჩვენს ვიკიპედიელს. [1] — 2018 წელს გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“. ამ წიგნის კალიგრაფი არის დავით მაისურაძე — ჩვენი ვიკიპედიელი (არ გამოგონოთ ყოფილი) მომხმარებელი:Deu. მე მას ვუსურვებ წარმატებებს. --ცანგალა 07:29, 18 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

წარმატებები დეუს. Gobrona განხილვაწვლილი 09:39, 18 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვა, რა კაი ამბავია. გილოცავ! ეს ერთი და სხვა მრავალი!Surprizi განხილვაწვლილი 12:06, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ადმინთა და ბიუროკრატთა ქმედებების განხილვა მეტაზე

მეგობრებო, გთხოვთ იხილოთ ჩემი მიმართვა სტიუარტების მიმართ მეტაზე და გულდასმით გაეცნოთ. ასევე, აქ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით თამამად. მივიღეთ შემოთავაზება, რომ ამჟამინდელ ადმინებს (ალბათ ეს უფრო ეხება MIKHEIL-ს) ნდობა გამოვუცხადოთ კენჭისყრით, ოღონდ რადგან ქართულ ვიკიპედიაში დარღვევებით ხდება ეს ყველაფერი, კენჭისყრა ჩატარდეს მეტაზე და შედეგებიც სტიუარტებმა შეაფასონო. დანარჩენი თქვენ იცით :). Deu. 11:06, 1 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

სასიამოვნო სიახლე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან

მეგობრებო, ფრანკფურტის წიგნის ფაზრობაზე, მოგეხსენებათ, საქართველო იყო საპატიო სტუმარი წელს. ბაზრობაში მონაწილეობას იღებდა ასევე ვიკიმედია გერმანია და გერმანული ვიკიპედიის მომხმარებლები. რამდენიმე აქტივობიდან ერთ-ერთი მთავარი აქტივობა, რასაც გერმანელი ვიკიპედიელები ვიზიტორებს სთავაზობდნენ, იყო ქვიზი საქართველოს შესახებ. კითხვები საქართველოს შესახებ შერჩეული იყო საქართველოს შესახებ სტატიებიდან. გერმანელმა ვიკიპედიელებმაც პატივი გვცეს, როგორც საპატიო სტუმარს  . Deu. 07:31, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]