ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები/არქივი/4

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კოლეგებო, ვფიქრობ, ქართული ვიკიპედია უდიდეს დანაკლისს განიცდის მისი ყველაზე აქტიური მომხმარებლის, Henry McClean-ის გაუჩინარების გამო. 17 ოქტომბრის შემდეგ წვლილი არ უფიქსირდება. როგორც ვიცი, მასზე არც ერთმა ჩვენგანმა არაფერი ვიცით, მაგრამ მაინც ვიკითხავ, ვინმემ ხომ არ იცით რამე სიახლე ჰენრიზე? ხომ კარგადაა? ამდენი ხნით არასოდეს გამქრალა... — Mikheil მიწერა 00:07, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. იყო ერთხელ მსგავსი შემთხვევა, მაშინ ოოღონდ, მაშინ სულ ორკვირიანი იყო, ხოლო მიზეზი — მოუცლელობა. იმედი ვიქონიოთ, ახლაც ასეა. — G.G. 08:22, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
კოლეგებო, დავბრუნდი. მომენატრეთ ყველა ამასობაში, მაგრამ გაქრობის მიზეზების დასახელებისგან თავს შევიკავებ, არც თუ სასიამოვნო პერიოდი გამოვიარე, მაგრამ კვლავ აქ ვარ. იმედია, წარმატებით მივიწევთ წინ. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:05, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი!!! ასე მართლა არაფერი გამხარებია ბოლო დროს! Welcome!!! — Mikheil მიწერა 11:10, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე, მიხეილ, მეც მიხარია, რომ ცოტა წაგეხმარებით :) --Henry McClean განხილვაწვლილი 11:12, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც უზომოდ გამიხარდა შენი კვლავ განოჩენა ვიკიში!— G.G. 11:27, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
სალამი, გიორგი. მადლობა, მიხარია, რომ შენც გხედავ აქტიურს. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:31, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჰენრი. ვიღიმი--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 18:01, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, ნიკა. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:20, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

წერილი ფეისბუკზე

ვიკიპედიის ფეისბუკ გვერდზე შემოვიდა წერილი,ცანგალას ვთხოვ, გამოეხმაუროს.

ვიკიციტატა
„„პატივცემულო მეგობრებო

გატყობინებთ, რომ გამომცემლობა „არტანუჯი“ გამოსცემს სვანეთის შესახებ ალბომს, რისთვისაც სჭირდება საინტერესო ფოტომასალა ქვემოთ მოყვანილ თემატიკის შესაბამისად: 1. სვანეთის ყოფის ამსახველი ფოტო კადრები 2. ციდან დანახული სვანეთი 3. სვანეთის ტაძრების მოხატულობა 4. ფოტოები სადაც გამოსახული იქნება სვანური ცეკვის და სიმღერის მომენტები 5. სვანური სახლის მაჩვიბის ამსახველი კადრები 6. სვანური ხალხურ-რელიგიური რტუალების ამსახველი ფოტო მასალა 7. სვანური კულინარია 8. სვანეთის მწვერვალები (უშბისა და შხარას ფოტოების გარდა) 9. სათხილამურო კურორტის (ჰაწვალის) კადრები 10. სვანური ტრადიციების ამსახველი კადრები გვაქვს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი ფოტოები გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: oghadze@gmail.com ფოტოების გადმოგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ სათაური და ავტორის სახელი პატივისცემით, გამოცემის კოორდინატორი კახაბერ ოღაძე

თქვენი საიტიდან ავარჩიე ორი ფოტო. ავტორი მითითებულია, ვინმე Zangala გთხოვთ დამაკავშიროთ რათა შევუთანხმე დეტალებზე. პატივისცემით კახა ოღაძე

ველი პასუხს“.“
Mikheil მიწერა 18:15, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა MIKHEIL. მითითებულ ელ. ფოსტაზე გავაგზავნე წერილი. სამწუხაროდ ბევრი სურათის ვიკიპედიის ადმინისტრატორების მიერ წაშლილი. თუ სტატიიდან ამოიღეს ვიკიდან რატომ წაშალეს არ მესმის. --ცანგალა () 06:31, 16 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

სომეხი ვიკიპედიელი

გუშინ საღამოს, ფეისბუკზე შემეხმიანა ერთი სომეხი ვიკიპედიელი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა და ჩემთან შეხვედრა სურდა. დღეს შევხვდი, აღმოჩნდა სომხური ვიკიპედიის ერთ-ერთი ადმინისტრატორი და ყველაზე აქტიური მომხმარებელი. სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი სომხური ვიკიპედიის სტატიების რაოდენობის უცაბედ ზრდაში. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, აქვს თანამშრომლობის, მათ შორის გამოცდილების გაზიარების დიდი სურვილი. რა თქმა უნდა, მათ მიერ შექმნილ ბოტზეც ვკითხე. მესიამოვნა, როდესაც ხაზი გაუსვა ქართული ვიკიპედიის ბევრად უკეთეს ხარისხს სომხურთან შედარებით. ცოტა ხნის წინ დაუარსებიათ „ვიკიმედია არმენია“, რომელიც ცენტრალურმა ოფისმა უკვე ოფიციალურად აღიარა. ერევანში აქვთ ოფისიც. სექტემბერში აპირებენ კონფერენციის ჩატარებას და დიდი სურვილი აქვთ, ჩვენც ჩავიდეთ, ყველანაირ ხარჯს ისინი დაფარავენ. ასევე გვთხოვა, საქართველოში მოვაწყოთ კონფერენცია, სადაც აზერბაიჯანელი ვიკიპედიელებიც მიიღებენ მონაწილეობას. ერთი სიტყვით, სასიამოვნო შეხვედრა იყო. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ ამ საკითხზე, მკითხეთ. — Mikheil მიწერა 11:05, 23 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა, მეზობელ ქვეყნების ვიკიებთან თანამშრომლობა ძალიან კარგი იდეაა. --ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 13:02, 23 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
მემგონი უკვე დროა ჩვენი იდეაც განვახორციელოთ კავკასიური ვიკიპედიების კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით--დათო1010 16:22, 23 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად კარგი და მნიშვნელოვანი იქნება კავკასიური ვიკიპედიების კონფერენცია!--MEDGEORGIA  განხილვა  17:34, 23 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერია. --JABA 1977 14:58, 24 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გვიან ვნახე, მაგრამ არაჩვეულებრივი იდეა. მომწონს. კარგია. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 03:27, 5 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

8 მარტი

მართალია ბევრი არ გვყავს ასეთი, მაგრამ ვიკის მანდილოსნებს ვულოცავ 8 მარტის დღესასწაულს. ვიკრიჭებიBruTe () 19:02, 8 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ!ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ. — G.G. 11:21, 9 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ!--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:08, 9 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრათ არ ვიცი ვის ვულოცავთ, თუმცა ყველა მანდილოსან ვიკიპედიელს გილოცავთ 8 მარტს!--THE BUBU  განხილვა  18:13, 9 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
 კომენტარი:: ვის და ცანგალას, ფიქრიას, რუსუდანს, ლიკას, ქეთის, სოფოს, ლია თოდუას, ნატალიას და ნინოს (არ მეჩხუბოთ, თუ ვინმე გამომრჩა), მერე რა რომ ბევრი მათგანი დღეს აქტიური აღარ არის ვიღიმიG.G. 06:55, 10 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
უი ცანგალა მანდილოსანია?! ვიღიმი --THE BUBU  განხილვა  12:46, 10 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიკრიჭებივიკრიჭებივიკრიჭებივიკრიჭები მეც ვულოცავ. — Mikheil მიწერა 12:49, 10 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვაიმეეე! გამეხარდა. დაგვიანებულ, მაგრამ გულწრფელ მადლობას გიხდით. გაიხარეთ. თქვენი ოჯახის მანდილოსნებიც დაესწრონ მრავალს, თქვენთან ერთად. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 13:57, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა :) --ქეთი განხილვაწვლილი 18:22, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატია ქართული ვიკიპედიის შესახებ

ცოტა ხნის წინ, დამიკავშირდა ერთ-ერთი მედიასაშუალება და ჩამწერეს. აინტერესებდათ ყველაფერი ქართული ვიკიპედიისა და მასზე მომუშავე ადამიანების შესახებ. მგონი საინტერესო გამოვიდა. — Mikheil მიწერა 21:37, 10 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომეწონა :) ერთი ისიც უნდა გეხსენებინა, ჩემი გამოთვლა რომ დავდე (მთლიანად არა, მარტო საბოლოო შედეგი), რამდენი დრო გვეხარჯება მაგ პარაზიტებთან ბრძოლაში :D --Henry McClean განხილვაწვლილი 06:03, 11 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

წავიკითხე, კარგი სტატიაა ვიღიმი.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 07:49, 11 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც მომეწონა. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე ვიღიმი. კარგია, რომ ფეისბუქზეც დაგიდია მიშა.— G.G. 15:44, 11 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მიშა აქაც დავწერ და ვიტყვი, რომ ყველაფრისთვის მადლობა რასაც ქართული ვიკისთვის აკეთებ და რასაც აწი გააკეთებ. მიშა, ქართული ვიკის პიონერი ხარ :). ძალიან მოხარული ვარ. ის ფრაგმენტიც საინტერესო იყო, სადაც ჩვენი ინკოგნიტო ახსენე :). პ.ს. კარგი ინტერვიუ გამოვიდა, აგრეთვე არგუმენტების დროც მშვენივრად მიგყავს. ყოჩაღ!. - ოთოჯი განხილვა 17:27, 11 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიშა დიდი მადლობა. მეც წავიკითხე ის სტატია. წარმატებებს გისურვებ. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 03:25, 15 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]


ქრისტე აღსდგა

ქრისტე აღსდგა, მეგობრებო! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. პატივისცემით --ბექალაბაძე 07:39, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჭეშმარიტად. გილოცავთ! --Henry McClean განხილვაწვლილი 07:47, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ ყველას!— G.G. 08:44, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ, მრავალს დაესწარით! – BruTe () 09:04, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჭეშმარიტად აღსდგა, ვუერთდები მილოცვებს, ყოველივე კარგს გისურვებთ.-- George-09  09:26, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჭეშმარიტად! გილოცავთ!--შოთა [UT] 10:14, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჭეშმარიტად აღსდგა! გიხაროდენ...გილოცავთ ყველას. გფარავდეთ ამ დღესასწაულის მადლი ოჯახებთან ერთად!.. :) — GIO→13 10:31, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ! — Mikheil მიწერა 12:35, 20 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჭეშმარიტად! ყველას გილოცავთ!. - ოთოჯი განხილვა 07:31, 21 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჭეშმარიტად აღდგა! ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!--THE BUBU  განხილვა  20:02, 21 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვანდალიზმის სწრაფი წაშლა

ჩვენი იმიჯისთვის სამწუხარო ფაქტია. აი, რატომ უნდა წაიშალოს მსგავსი სტატიები დაუყოვნებლივ ან ჩაესვას {{წასაშლელი}} — Mikheil მიწერა 21:50, 30 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუკი მომხმარებელი მიზანმიმართულად მოქმედებდა (და ასეა) გვერდიდან სკრინის ამოჭრა არ გაუჭირდებოდა და სწრაფი წაშლა/არწაშლა ამ საქმეს ვერ უშველიდა, რადგან როდესაც ვანდალმა გვერდი ჩაწერა მასთან ტექსტი უკვე აისახა მიუხედავად იმისა, რომ გვერდი მოგვიანებით წაიშალა. მე წავშალე 2-ჯერ ის გვერდი, ხოლო ფაილი სრულად გადამუშავებული ჩანს რადგან ინტერვიკებს ვამჩნევ (რაც არ იყო სტატიაში) და ძირითად სათაურში ფრჩხილებში არსებულ მინაწერს რაც აგრეთვე სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ვიკიპედიის სტატიაში გამოყენებული ფაილი იყო ეს — commons:File:ModernEgypt, Muhammad Ali by Auguste Couder, BAP 17996.jpg, ხოლო საიტზე არსებულ სურათზე ქვეყნის პრემიერის გარეგნობას იყენებენ (კარგად დააკვირდით), რაც ადასტურებს, რომ ფაილი გაყალბებულია. სიმართლე, რომ გითხრათ დადგმული კლოუნადის გამო ნერვიულობა არ ღირს. გამოსავალი არის ამგვარი სათაურების დაბლოკვა სამუდამოდ. პრობლემა გადაიჭრება. - ოთოჯი განხილვა 09:59, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა ვის საყვედურობთ? ადმინისტრატორები ერთი ორი გამონაკლისის გარდა თვალით დასანახად გვენატრება. სჯობს ამაზე ნერვიულობას თარგ იცით თუ არა-ს მიხედოთ ადმინისტრატორებმა. --JABA 1977 14:10, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

საყვედური და ნერვიულობა არსად ჩანს, მე უბრალოდ, ინფორმაცია მოგაწოდეთ. — Mikheil მიწერა 06:10, 2 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ასევე ინფორმირებისათვის: იცით თუ არა-ს მივხედე უკვე. :)— G.G. 08:17, 2 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა გიორგი. --JABA 1977 14:51, 2 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

No one needs free knowledge in Esperanto

There is a current discussion on German Wikipedia on a decision of Asaf Bartov, Head of WMF Grants and Global South Partnerships, Wikimedia Foundation, who rejected a request for funding a proposal from wikipedians from eowiki one year ago with the explanation the existence, cultivation, and growth of the Esperanto Wikipedia does not advance our educational mission. No one needs free knowledge in Esperanto. On meta there has also started a discussion about that decision. --Holder განხილვაწვლილი 10:05, 5 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატიები მათემატიკაზე

გამარჯობათ, მაქვს ბევრი მათემატიკური თემა დამუშავებული და მსურს აქ ავტვირთო და როგორ შევძლებ ამას მომწერეთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.209.120 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. დავიწყოთ იქიდან, რომ ვიკიპედია ყველაფრის საცავი არ არის. აქ არ იგულისხმება, რომ თქვენი მასალა არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს, პირიქით - სანამ მასალებს გამოაქვეყნებდეთ, გადაამოწმეთ, რამდენად მოერგება თავისი შინაარსით ვიკიპედიის სტილს. გვაქვს ნათლად ახსნილი, თუ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. გვაქვს მეგზური ვიკიპედიაში რედაქტირების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ ხდება ტექსტის ფორმატირება ვიკიპედიაში. ბევრი მნიშვნელოვანი მითითება მოცემულია მეგზურში ვიკიპედია:მასწავლებელი. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სავარჯიშო გვერდიც, რომელიც მდებარეობს ამ მისამართზე. შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე, რის შემდეგაც გექნებათ სავარჯიშო გვერდი უკვე მომხმარებლის სახელის ქვეგვერდის სახით. სავარჯიშო გვერდზე შეგიძლიათ, თავად დახვეწოთ სტატიის ხარისხი, შემდეგ კი განათავსოთ ვიკიპედიის სტატიების ძირითად სივრცეში. შეგიძლიათ გადახედოთ არსებულ სტატიებსაც, მათემატიკის შესახებ, გააუმჯობესოთ უკვე არსებულები (ერთსა და იმავე თემაზე ცალ-ცალკე სტატიები ვიკიპედიაში არ იწერება). ნებისმიერ შემთხვევაში, ვიკიპედიის აქტიური მომხმარებლები დაგეხმარებიან სტანდარტების მიხედვით მუშაობაში. მთავარია, უბრალოდ ენდოთ აქაურ რედაქტორებს, როდესაც ამ სტანდარტების შესახებ მითითებებს მოგცემენ, შემდეგ კი თავადაც მიეჩვევით მუშაობას. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:50, 12 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

Short medical translations

Short medical translations

Wikiproject Medicine over at the English Wikipedia has been working hard since 2011 together with
Translators Without Borders, in order to translate high quality medical content into over 100 different languages.
In 2014 we also started translating into a larger number of languages, as well as trying to get smaller simplified articles out there faster.
The idea is to translate the lede or introduction,
and any article that is translated has to be checked so that it is correct by at least one medical doctor.

Currently we need integrators and assistance in reaching out to see which articles should be translated, and which shouldn't.
If you want to help out and categorize articles as Do translate or Don't Translate head over to :

To get involved check out:

or for the full list of articles translated see

Thanks from the Medical translation coordinator -- CFCF განხილვაწვლილი 12:50, 21 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

Also, please spread, translate and copy this message to anyone you think will be interested in the project,as we need as much help as
we can get!

ახალი ინფოდაფა ქვეყანა

მეგობრებო @Deu:, @MIKHEIL:, @Henry McClean:, @BRUTE:, @Zangala:, @M.:, @ITshnik:, @Giorgi13:, @Otogi:, @Jaba1977: ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ცალკე შვქმენი ახალი ინფოდაფა ქვეყანა ახალი ცვლილებების ტესტირებისათვის. თარგი უკვე სრულყოფილია და გამართულად მუშაობს. მაგალითიასათვის შეგიძლიათ იხილოთ ავსტრიის სტატიაში ძველი და ახალი ინფოდაფის თარგების გამოყენების მაგალითი. იქიდან გამომდინარე, რომ ახალ თარგში განსხვავებული პარამეტრებია და საერთოდ არ ემთხვევა მის ძველ ანალოგს, გადავწყვიტე ყველა სტატიაში გამოვიყენო ახალი თარგი:ინფოდაფა ქვეყანა2, ხოლო ყველა სტატიაში სრულად გამოცვლის შემდეგ ინფოდაფის სათაურში მარტივად ამოიშლება რიცხვი 2 და ახალი თარგის შიგთავსი გადავა ძველში. ველი გამოხმაურებას ვიღიმი პ.ს. ვისი სახელიც გამომრჩა ბოდიშს ვუხდი--დათო1010 10:24, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მომწონს, კარგია. ვიღიმი Deu. 11:25, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ანუ ეს ახალი ძველის ჩანაცვლება იქნება? მომწონს. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:26, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგია და გამოცვლაში დახმარებისთვისაც მზად ვარ. — Mikheil მიწერა 11:43, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

AWB და მისი ჯანი. აგერ ვარ, თუ რამეა. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:48, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ხო ძველს ჩაანაცვლებს, მაგრამ ავბ-თი შეცვლა არ გამოვა იმიტომ, რომ ბევრი პარამეტრი საერთოდ ახალია--დათო1010 11:55, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ასე ვთქვათ, 2 კურდღელს ვიჭერთ. გვაქვს უკეთესი დაფა და ახლდება მონაცემები, რომლებიც ზოგან ბოლოს ათი წლის წინ განახლდა. — Mikheil მიწერა 11:59, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია, მეც მომწონს ვიღიმი--შოთა [UT] 12:31, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მე, ზოგადად, ქვეყნების სტატიებზე არ ვმუშაობ, მაგრამ პროგრესის მომხრე ვარ. აშკარად ახალი თარგი ჯობს. ოდნავ ვიწრო თუ იქნება, საერთოდ უკეთესი. — G.G. 13:28, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგი თარგია, გიომ დამასწრო სათქმელი, მართლა შესამცირებელია სიგანე, ოდნავ. სხვა შენიშვნა არ მაქვს. - ოთოჯი განხილვა 13:38, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ახალი თარგი მართლაც სჯობს ძველს. მომხრე ვარ - შეიცვალოს... — GIO→13 14:05, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
სიგანის შემცირებისას ქართული სიტყვების სიგრძიდან გამომდინარე (სიტყვების მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში ინგლისურზე ბევრად გრძელია) ძალიან მახინჯდება თარგი ამიტომ ეს სიგანე ყველაზე ოპტიმალურია--დათო1010 21:58, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
სიგანე არ არის ოპტიმალური. დაფაში რჩება ცარიელი ადგილი. ბელგია — აშკარად არის თარგი სიგანეში გაწელილი. კიდევ </br> გამოყენებით თითქოს ცოტა შევამაცირე სიგანე, მაგრამ მაინც დიდია. ლიტვა — თარგი მშვენიერია და სწორედ, რომ ოპტიმალურია ზომაში, შეადარე. გთხოვ, ჯერ შევთანხმდეთ ყველაფერზე და შემდეგ ჩავანცვლოთ ახალი თარგი. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია შესაფერისი ზომის დაყენება. მეორე მხრივ, თარგი კარგია და არც არაფერს არ ვუწუნებ. - ოთოჯი განხილვა 09:43, 7 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მართლაც რომ არასტანდარტული თარგია, თუმცა მონაცემებით წინას რამოდენიმეჯერ სჯობს. სიდიდის მიზეზი რა არის? შეიძლება, რომ ზომაში შემცირდეს? --გუგასაქართველოს დროშა ნემსწვერიძეინგლისის დროშა 1998 08:19, 8 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

Help for translate

Hello and sorry for writing in English. Can anyone help me translate a small article (2 paragraphs) from English to your language and create the article in your wiki? Please, fell free to answer in my talk page in your wiki anytime. Thanks! Xaris333 განხილვაწვლილი 00:12, 13 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

Hello ! Which article do you want to translate?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 05:39, 13 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომლითაც გარკვეული საკითხები წინამორბედი — „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისგან არსებითად განსხვავებულად მოწესრიგდა. კერძოდ, თუ ძველი წესით თვითმმართველი ერთეული იყოფოდა ორ სახედ — დასახლებად (თვითმმართველ ქალაქად) ან დასახლებათა ერთობლიობად (მუნიციპალიტეტად), ახალი წესით თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტი კი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი). მაშასადამე, თვითმმართველი ქალაქიც და თვითმმართველი თემიც, დღეს ორივე მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ. ასევე, გაიზარდა თვითმმართველი ქალაქების რიცხვი — თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაემატა: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. ეს ცვლილება უკავშირდება მუნიციპალიტეტების გაყოფას. მაგალითად, ვინაიდან თელავი გახდა თვითმმართველი ქალაქი, თელავის მუნიციპალიტეტი გაიყო ორ მუნიციპალიტეტად — თვითმმართველ ქალაქ თელავად და თვითმმართველ თემად — თელავის მუნიციპალიტეტად. აქედან გამომდინარე, ვიკიპედიაში თვითმართველობის შესახებ არსებული სტატიები შესაცვლელია. &amp;lt;span style="font-family: Monotype Corsiva; font-size: 13pt"&amp;gt;Nodar Kherkheulidze&amp;lt;/span&amp;gt; &amp;lt;sup&amp;gt;განხილვა&amp;lt;/sup&amp;gt; 19:12, 16 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ შესაცვლელი დიდი არაფერია, უბრალოდ, ახლად „გამომცხვარ“ თვითმმართველ ქალაქებს უნდა მიეთითოს, რომ ისინი ასეთები არიან. მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს მაინც არაფერი შეხებიათ. — &amp;lt;font color="#0000FF"&amp;gt;Mikheil&amp;lt;/font&amp;gt; &amp;lt;small&amp;gt;&amp;lt;sup&amp;gt;&amp;lt;span style="color:#00FF00"&amp;gt;მიწერა&amp;lt;/span&amp;gt;&amp;lt;/sup&amp;gt;&amp;lt;/small&amp;gt; 20:03, 16 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორ არა, ყველა სტატია შესაცვლელია და მათში მისათითებელია მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ქალაქია, თუ თვითმმართველი თემი (ეს მხოლოდ ახალ ქალაქებს არ ეხება). მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის გამოყენება, მოქამედი კანონმდებლობით, აღარ არის სწორი, რადგან არსებობს თელავის ორი მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ქალაქი თელავი და თვითმმართველი თემი — თელავის მუნიციპალიტეტი. ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის ნორმატიულ აქტში. იგივე ეხებათ სხვა ქალაქებს. ვინაიდან მუნიციპალიტეტები გაიყო, შესაბამისად, შეიქმნა ახალი ორგანოები, ესეც ჩასამატებელია. ტერიტორიებიც გასამიჯნია. &amp;lt;span style="font-family: Monotype Corsiva; font-size: 13pt"&amp;gt;Nodar Kherkheulidze&amp;lt;/span&amp;gt; &amp;lt;sup&amp;gt;განხილვა&amp;lt;/sup&amp;gt; 20:37, 16 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თვითმმართველ ქალაქს პარალელურად მუნიციპალიტეტის სტატუსსიც აქვს? რაღაც გაუგებარია. — &amp;lt;font color="#0000FF"&amp;gt;Mikheil&amp;lt;/font&amp;gt; &amp;lt;small&amp;gt;&amp;lt;sup&amp;gt;&amp;lt;span style="color:#00FF00"&amp;gt;მიწერა&amp;lt;/span&amp;gt;&amp;lt;/sup&amp;gt;&amp;lt;/small&amp;gt; 21:33, 16 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
არა, თუმცა თუ ადრე „თელავის მუნიციპალიტეტში“ აღვნიშნავდით ქალაქ თელავსაც, ახლა ეს ტერმინი მას გამორიცხავს. მათ შორის საზღვრებიც გამიჯნულია. --გუგასაქართველოს დროშა ნემსიწვერიძეინგლისის დროშა 1998 07:28, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კი, მიხეილ. ახალი კოდექსით, თვითმმართველი ერთეული და მუნიციპალიტეტი ერთი და იგივეა, მუნიციპალიტეტი კი ორი სახისაა — თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი (იხ. მე-3 მუხლი). &amp;lt;span style="font-family: Monotype Corsiva; font-size: 13pt"&amp;gt;Nodar Kherkheulidze&amp;lt;/span&amp;gt; &amp;lt;sup&amp;gt;განხილვა&amp;lt;/sup&amp;gt; 08:18, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თელავის თემი

თელავის თვითმმართველი თემი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, კახეთის რეგიონში, ბლაბლაბლა...

თელავი

თვითმმართველი ქალაქი თელავი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, კახეთის რეგიონში, ბლაბლაბლა...

თვითონ სიტყვა „თემსაც“, როგორც ჩანს, მნიშვნელობა შეეცვალა. თუ სწორად მახსოვს, თემი ძველად რამდენიმე დასახლების გაერთიანებას აღნიშნავდა მუნიციპალიტეტის შიგნით, ახლა კი მთლიანად მუნიციპალიტეტს ეწოდა, როგორც მივხვდი. ჩემი აზრით ასეთი ვარიანტი იქნება ამჟამინდელი კანონის შესაბამისი /თვითმმართველ ქალაქებზე არ ვარ დარწმუნებული/ (იხ. მარჯვნივ. კანონი არ წამიკითხავს, წაკითხვის მერე იქნებ შევცვალო აზრი). გამოთქვით თქვენი აზრი. &amp;lt;span lang="de"&amp;gt;Deu.&amp;lt;/span&amp;gt; 08:29, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
სტატიას თელავის მუნიციპალიტეტი ვერ ერქმევა, ვინაიდან ასეთი უკვე ორია — ქალაქი და თემი. ამიტომ მოგვიწევს სიტყვა თემის გამოყენება. (ეს სიტყვა მომწონს, ვინაიდან ქართულია, თუმცა პრობლემას კი შეგვიქმნის ალბათ, ვინაიდან ბევრ სტატიაში იქნება შესაცვლელი). &amp;lt;span lang="de"&amp;gt;Deu.&amp;lt;/span&amp;gt; 08:32, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კი, დათო, სწორად მიხვდი, თემსაც შეეცვალა მნიშვნელობა (ამდენი აღარ დავწერე, რადგან რთულია ისედაც გასაგებად). ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, თუ ადრე იყო „ახმეტის მუნიციპალიტეტი“, დღეს არის „თვითმმართველი თემი — ახმეტის მუნიციპალიტეტი“, ანუ თელავის შემთხვევშიც სახელწოდება აღარც „თელავის მუნიციპალიტეტია“ სწორი და არც „თელავის თვითმმართველი თემი“ იქნება სწორი, არამედ მართებულია „თვითმმართველი თემი — თელავის მუნიციპალიტეტი“ (იხილეთ). &amp;lt;span style="font-family: Monotype Corsiva; font-size: 13pt"&amp;gt;Nodar Kherkheulidze&amp;lt;/span&amp;gt; &amp;lt;sup&amp;gt;განხილვა&amp;lt;/sup&amp;gt; 08:36, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მე-4 მუხლის მესამე პუნქტში წერია: 3. მართვის ოპტიმიზაციისათვის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა. თვითმმართველ ქალაქში ადმინისტრაციული ერთეული დასახლების ნაწილია. როგორც აქედან მივხვდი არაფერიც არ შეცვლილა მუნიციპალიტეტი ისევ არსებობს და მასში გამოიყოფა თვითმმართველი თემები და თვითმმართველი ქალაქები. თემები ისედაც იყო რამდენიმე დასახლებული პუნქტის გაერთიანება, ხოლო ახლა უბრალოდ თვითმმართველი გახდა და + დაემატა თვითმმართველი ქალაქები.--&amp;lt;span style="background:#d20000;color:#ffe600;padding:0 4px"&amp;gt;დათო&amp;lt;/span&amp;gt;&amp;lt;span style="background:#ffe600;padding:0 4px;color:#d20000;"&amp;gt;1010&amp;lt;/span&amp;gt; 09:36, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
დათოოო! წაიკითხე კარგად. დღეს მოქმედი კანონით რუსთავი, თბილისი, ბათუმი — ყველა მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტია აგრეთვე ქალაქი თელავი, ცალკე მუნიციპალიტეტია თელავის თემი. გარდა ამისა, თუ ადრე თემი ერქვა მუნიციპალიტეტს შიგნით რამდენიმე დასახლების გაერთიანებას, ახლა თემი ქვია იმ მუნუციპალიტეტს, რომელიც არაა თვითმმართველი ქალაქი (ანუ ხაშურის მუნიციპალიტეტი, მაგალითად, არის მთლიანად თემი). იმ ქალაქებთან დაკავშირებით კი, რომლებიც აქამდე მუნიციპალური ცენტრები იყო და ახლა თვითმმართველ ქალაქებად იქცნენ, გვავქს ისეთი შემთხვევა, რომ მივიღეთ ერთი დასახელების ორი სხვადასხვა მუნიციპალიტეტი: ორი თელავის მუნიციპალიტეტი (ერთი თემი, მეორე ქალაქი), ორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (ერთი თემი, მეორე ქალაქი). &amp;lt;span lang="de"&amp;gt;Deu.&amp;lt;/span&amp;gt; 09:43, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მუნიციპალიტეტი გახდა თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის საერთო სახელწოდება. &amp;lt;span lang="de"&amp;gt;Deu.&amp;lt;/span&amp;gt; 09:44, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თუკი რუსთავი აქამდეც მუნიციპალიტეტი იყო, სტატიას კი უბრალოდ რუსთავი ერქვა, რატომ არ შეიძლება ახლა სტატია თელავსაც უბრალოდ თელავი ერქვას და რა სტატუსიცაა ის სტატიაში აღინიშნოს? გამოდით იურიდიული ჩარჩოებიდან და საკითხს პრაგმატულად შეხედეთ. საქმე რაშია? მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტჲს სოფლების სტატიებში უნდა შეიცვალოს რამე? მესმის, რომ რუსთავისგან განსხვავებით, თელავი ახლა ორია. სათაურები რომ დარჩეს ისე, როგორც ახლაა, შავდება რამე? — Mikheil მიწერა 15:18, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მიხეილ, რუსთავი მუნიციპალიტეტი არ იყო აქამდე. არსებობდა ორის სახის თვითმმართველი ერთეული — თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ანუ არათვითმმართველი ქალაქი. ახალი წესით თვითმმართველი ერთეული და მუნიციპალიტი სინონიმები გახდა და თვითმმართველი ქალაქიც მუნიციპალიტეტია და თვითმმართველი თემიც. რაც შეეხება დაშავებას, შავდება, რადგან თელავის მუნიციპალიტეტი, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. არსებობს თვითმმართველი ქალაქი თელავი (რომელიც დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია, ანუ ცალკეა) და არსებობს თვითმმართველი თემი — თელავის მუნიციპალიტეტი (რომელიც ასევე დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია, ანუ ცალკეა). ახალი კოდექსით, ახმეტის მუნიციპალიტეტიც თვითმმართველი თემი — ახმეტის მუნიციპალიტეტი გახდა (მიუხედავად იმისა, რომ ახმეტის შემთხვევაში არაფერი შეცვლილა). გარდა ამისა, იურიდიული ჩარჩოდან ვერ გამოვალთ, მაშინ, როდესაც საუბარია კანონით მოწესრიგებულ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაზე. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:36, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
დათო ერთი ციტატა მომიყვანე ტექსტიდან სადაც წერია, რომ თემი რამდენიმე სოფლის გაერთიანება (როგორც აქამდე იყო) კი არა მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტები დარჩა უცვლელად უბრალოდ ზოგიერთს რაიონული ცენტრები გამოაკლდა. ახლა გვაქვს თელავის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი თელავი და მორჩა--დათო1010 17:40, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა თქვენ რას გვთავაზობთ მუნიციპალიტეტებთან და ქალაქებთან მიმართებაში ?, რა, შიგ სათაურში მივაწეროთ თვითმმართველი თემები ? ანუ — თელავის მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი თემი) ? თუ მაგდაგვარი. არცერთ აკადემიურ ენციკლოპედიაში ასეთი დასახელებით ვერ შევა ვერც ქალაქი და ვერ მისი ტერიტორიული ერთეული. რაიმე კონკრეტული წყარო არსებობს, რომ მაგალითად ახმეტის მუნიციპალიტეტი როგორც ასეთი ამ დასახელებით აღარ არსებობს ? ან სად არის ნათქვამი, რომ უნდა გადაერქვას მათ სახელები ?. საინტერესოა.. - ოთოჯი განხილვა 17:50, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
დავით, მე-3 მუხლში წერია ეგ. მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველო იყოფა მუნიციპალიტეტებად, რომელთაგან ზოგიერთი არის თვითმმართველი ქალაქი, ზოგიერთი თვითმმართველი თემი — ორივეს აქვს მუნიციპალიტეტის სტატუსი.
მიხეილ, იურიდიული ჩარჩოებიდან ნამდვილად უნდა გამოვიდეთ: სისულელეა, სტატიას დავარქვათ თვითმმართველი ქალაქი თელავი (და მისთ.... ასე აქამდეც არ ვარქმევდით მაგ. რუსთავს). ქალაქებს დარჩება უბრალოდ სახელწოდებები სათაურებად (თელავი), სტატიაში კი აღინიშნება, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის სტატუსის მქონე თვითმმართველი ქლაქი (ესაა ზუსტი ციტატა მე-3 მუხლიდან).
რაც შეეხება თემებს (ძველ მუნიციპალიტეტებს), მათ სახელი უნდა გადავარქვათ: მესამე მუხლიდან ისე გამომდინარეობს, რომ ამ ერთულების სახელია თვითმმართველი თემი ბლაბლაბლა, ხოლო ამ თემს აქვს მუნიციპალიტეტის სტატუსი (რაც სტატიაში აღინიშნება). ანუ, რაც დღეს მუნიციპალიტეტებზე გვაქვს სტატიები, ახალი მოწესრიგების მიხედვით ასე უნდა ჩამოყალიბდეს /პრეამბულა/: თვითმმართველი თემი თელავი — მუნიციპალიტეტის სტატუსის მქონე ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში...
რაც შეეხება სტატიის სახელწოდებას, ვფიქრობ, თელავის თემი ნორმალურია.
კიდევ ერთხელ, რატომ არა თელავის მუნიციპალიტეტი: იმიტომ, რომ ასეთი უკვე ორია. მარტივადაა საქმე! :)
ავბ და მისი ჯანი! :). Deu. 17:52, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თვითმმართველი ქალაქები სტატუსით აქამდეც გათანაბრებული იყო მუნიციპალიტეტებთან და ამით რა შეიცვალა?--დათო1010 17:56, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
აქამდე გათანაბრებული იყო მუნიციპალიტეტებთან, ახლა კი არის მუნიციპალიტეტები. ე. ი. აქამდე თვითმმართველი ქალაქი რუსთავი იყო მუნიციპალიტეტთან გათანაბრებული ერთეული, ახლა კი არის მუნიციპალიტეტი. Deu. 17:58, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
სანამ ოფიციალური წყარო არ იქნება სადაც ეწერება, რომ მაგ. ახმეტის მუნიციპალიტეტი ახლა არის ახმეტის თემი მანამდე ყველა სტატიის სახელი გარდა თვითმმართველი ქალაქებისა უცვლელი დარჩება--დათო1010 17:59, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ორი იურისტი გეუბნებით ამას და გეოგრაფები გვიმტკიცებთ, რომ არ არის ასეო. ალბათ, თქვენ უკეთ იცით კანონის წაკითხვა. ნუ, კი ბატონო, დარჩეს ისე, როგორც არის და გაავრცელოს ვიკიპედიამ არასწორი ინფორმაცია (ისედაც ხომ მაღალ დონეზეა განვითარების). დათო, რაც შეეხება ციტატას, განგიმარტავ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით, დასახლებათა გაერთიანება (თემი) წარმოადგენდა დმინისტრაციულ ერთეულს — თვითმმართველი ერთეულის ნაწილს, სადაც იქმნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. მაშასადამე, ძველი კანონით, თემი მუნიციპალიტეტი არ იყო, არამედ მუნიციპალიტეტი შესაძლებელია ყოფილიყო დაყოფილი რამდენიმე თემად. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, უკვე თემი ყველა შემთხვევაში მუნიციპალიტეტია, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით, მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად და თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა (ესეც ციტატა). შენ თვითონვე უთითებ ამ ნორმაზე და მერე არასწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობ: „როგორც აქედან მივხვდი არაფერიც არ შეცვლილა მუნიციპალიტეტი ისევ არსებობს და მასში გამოიყოფა თვითმმართველი თემები და თვითმმართველი ქალაქები“. არა, არასწორად მიხვდი, რადგან იგივე მუნიციპალიტეტი აღარ არსებობს და, შესაბამისად, არც მასში გამოიყოფა თვითმმართველი თემები და თვითმმართველი ქალაქები. თვითმმართველი თემები და თვითმმართველი ქალაქები დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტები, ანუ ერთმანეთისგან გამიჯნული სუბიექტები არიან. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:00, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
დავით, მეტი წყარო რა გინდა, კანონია მიღებული ვიღიმი. ბოდიში, დავით, მაგრამ ეს საკითხი (თვითმმართველობა, ერთეულების დასახელებები) უფრო მეტად იურიდიული საკითხია, ვიდრე გეოგრაფიული. Deu. 18:03, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
შენ, ალბათ, ხუმრობ, ოფიციალურ წყაროზე როდესაც საუბრობ. საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებული ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტზე ოფიციალური არაფერი არსებობს.

ეს ცხრილი არაიურისტებისთვის მარტივად აღსაქმელად:

ძველი კანონი ახალი კოდექსი
თვითმმართველი ერთეულიდასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები) და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

კიდევ ეს, სადაც დამკვიდრდა დასახელება „თვითმმართველი თემი — X მუნიციპალიტეტი“. დაბოლოს, „ეს ასე დარჩება“, მგონი, არაკორექტული მიდგომაა, რამდენადაც საკითხს ერთი კაცი არ წყვეტს. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:08, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ნოდარ, არ იქნებოდა ურიგო, რომელიმე უწყებას მივწეროთ ოფიციალური წერილი ვიკიპედიის სახელით და მათგან მივიღოთ პასუხი, რასაც გამოვიყენებთ სტატიების სახელწოდებებისა და შინაარსის დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სტანდარტიზაციისათვის. მე ვიცი, აქ კამათს თუ დავიწყებთ, დიდხანს ვიდავებთ უშედეგოდ. გარდა ამისა, თუ დათოს იდეას გავითვალისწინებთ და კანონზე უფრო ოფიციალურ წყაროს დავუცადეთ, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტი ახმეტის თემადაა მოხსენიებული, შორს ვერ წავალთ, ვინაიდან ზოგიერთი ოფიციალური წყარო დღემდე პაპიჩემის დროინდელ რაიონს იყენებს, სამწუხაროდ. მგონი, ასეთი წერილის შედგენაზე არც ჩვენი გეოგრაფები უნდა იყვნენ უარზე. ვიღიმი Deu. 18:09, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
არ არის პრობლემა, შეგვიძლია მივმართოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს. ცნობისთვის (არაიურისტებისთვის): საჯარო უწყებების ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ბევრი ინფორმაცია, პირველ ყოვლისა, ჯერ სამართლებრივი აქტით მტკიცდება და შემდეგ იდება ვებგვერდზე. ეს მაგალითი ნათელყოფს, თუ რა ითვლება ოფიციალურ წყაროდ. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:14, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
სიჩქარე არ არის საჭირო. ეს ვიკიპედიისთვის გლობალური საკითხია და საჭიროა საერთო ჩართვა ამ მიმართულებით. წერილის გაგზავნა კარგი აზრია. მე არ ვარ წინააღმდეგი შევცვალოთ სათაურები, უბრალოდ არ მინდა აპრიორი გამოვიდეს.. - ოთოჯი განხილვა 18:28, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მეგობრებო, იცით, (ახლად გამომცხვარი) იურისტების მხრიდან გეოგრაფების (თუნდაც ასევე ახლად გამომცხვრების) უგულებელყოფა და ირონიულად მოხსენიება ისეთ საკითხში, როგორიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაა, არათუ ულამაზო, თავხედობაც კია. თუ საქმე საქმეზე მიდგა, პირადად გაგასაუბრებთ ამ კანონის ერთ-ერთ ავტორ (არაიურისტ) გია ჟორჟოლიანს. რას ვდავობთ? მაგალითად, „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კუწახტა“ და „თელავის თვითმმართველი თემის სოფელი რუისპირი“? ასე უნდა ვუწოდოთ? ამ ორს შორის არის რაიმე სხვაობა? ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ახალი დონე შემოვიდა? — Mikheil მიწერა 20:17, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ალად გამომცხვარი თუ გამოუმცხვარი, იურისტი იურისტია, გეოგრაფი — გეოგრაფი. ორივეს მეორეზე კარგად ესმის თავისი სფერო. მიშა, საკითხის არსი საერთოდ ვერ გაიგე. რა შუაშია „თელავის თვითმმართველი თემის სოფელი რუისპირი“? ვინ თქვა, რომ ეს უნდა შეიცვალოს? აქ საუბარია თავად თელავზე და არა მის რომელიმე სოფელზე, რომ თვითონ თელავის შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს, საქმე გვაქვს თვითმმართველ ქალაქ თელავთან თუ თვითმმართველ თემ თელავთან. რაც შეეხება კოდექსის ავტორებთან გასაუბრებას, მათ შორის, იურისტ თუ არაიურისტ ავტორებთან, ეს ძალზე მარტივი თემაა, მხოლოდ ჟურნალისტებს არ ძალუძთ ასეთ ხალხთან ურთიერთობისა, პირიქით ვაპაჭუნებ. კარგი, იყოს, როგორც არის, მე მაინც არ მჭირდება, სხვამ იდარდოს. ჩავთვალე, რომ ამ თემის შესახებ საქმის კურსში უნდა ჩამეყენებინეთ, რაც უკვე გავაკეთე. დანარჩენი ვიკისაზოგადოებამ იცის. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:36, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, რას ითოხვ? დააკონკრეტე. როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ იქამდე მივიდა, რა უნდა ერქვას ამჟამად ამ და ამ სტატიას, ასევე, კიდევ 12 სხვა სტატიას. P.S.ჟურნალისტი არ ვარ. — Mikheil მიწერა 20:45, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
პირველ რიგში, არანაირი პიროვნული დაპირისპირება, არანაირი სუბიექტივიზმი! ეს ვიკიპედიას დაღუპავს. გადატანა რთული არ არის, მაგრამ ამისათვის მყარი არგუმენტებია საჭირო; გასაგებია, რომ შეიცვალა ბევრი რამ, მაგრამ ჯერ არ უნდა ვიჩქაროთ. კანონში ნათქვამი არ არის, რომ თელავის მუნიციპალიტეტს შეეცვალა სახელი. გადატანას ითხოვთ და სანაცვლოდ არაფერს არ გვთავაზობთ. ვთქვათ მიიღეს კანონი, მაშინ მაჩვენეთ ბმული სადაც საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებს სახელწოდებები შეეცვალათ, თუკი თელავის მუნიციპალიტეტი თელავის თემი გახდა ამას უეჭველად ტელევიზორშიც იტყვიან და ეს საკითხი ფართოდ გაშუქდება მედია საშუალებებში; შესაბამისად მე, მიშას და დათოს კი არა, არამედ ვიკისაზოგადოებას დაუდეთ კონკრეტული ბმულები. ასე ხელის ერთი მოსმევით გადატანა არასწორია. თუ კონკრეტულად დაიდო ოფიციალურ საიტებზე, რომ ესა და ეს შეიცვალა მაშინ ჩვენც უნდა დავემორჩილოთ. სხვა შემთხევაში ვარ წინააღმდეგი გადატანისა. - ოთოჯი განხილვა 21:21, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე გითხრათ კარგად ვერ გავიგე ვიკიპედიელთა ჯგუფი რა ცვლილებების შეტანაზე ლაპარაკობს, მაგრამ მიღებულ კანონს თუ დავეყრდნობით, მემგონი არ გვაძლევს რაღაც განსაკუთრებული ცვლილებების აუცილებლობას. ჩემი აზრით სტატიებში ცვლილებების შეტანა საკმარისი იქნება, მაგ, დაახლოებით ასე : თელავი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, ამავე დროს თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. (მემგონი არ გამოდის:(((). ან ინფოდაფაში ქალაქის ნაცვლად ჩავუსვად ქალაქი და მუნიციპალიტეტი, როგორც მაგ. ინგლ. ვიკიზე იყო [1], სანამ ინფოდაფიდან მაგ პუნქტს საერთოდ ამოიღებდნენ (???საკითხს მოყვა და ჩვენც ხო არ ამოვიღოთ???). ასევე იხილეთ პოლონეთის რაიონების სია, მანდაც არის ჩვენი მსგავსი შემთხვევები, მაგრამ რაიონებს სახელები არ აქვთ განსხვავებული, en:Zamość County და en:Zambrów County, მაგრამ ამ დროს en:Zamość დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია--GagaVaa 06:17, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]


ფერისცვალება

ფერისცვალების ხატი

ფერისცვალებას გილოცავთ ვიკიპედიელებო ! მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახებთან ერთად ! --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:58, 19 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ვუერთდები მილოცვას. ყველა ვიკიპედიელს გილოცავთ ფერისცვალებას.--Saliner 07:14, 19 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც გილოცავთ ყველა ქრისტიან ვიკიპედიელს, დაგვიანებით, ღმრთის რწმენა გაგმტკიცებოდეთ ყველას! =)) --გუგასაქართველოს დროშა ნემსიწვერიძეინგლისის დროშა 1998 06:23, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ვუერთდები მილოცვებს და კეთილ სურვილებს. ვიღიმიG.G. 08:03, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მოგვიანებით გილოცავთ ყველას.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 19:19, 20 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
დაგვიანებით გილოცავთ ყველას --MEDGEORGIA  განხილვა  18:29, 22 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]


მარიამობა

გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით--GagaVaa 06:17, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ ყველას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მარიამის მიძინების დღესასწაულს! მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! — G.G. 08:40, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გმადლობთ! მეც გილოცავთ!!! - ოთოჯი განხილვა 08:44, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ ყველას!--შოთა [UT] 08:46, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ, ღვთისმშობელი გფარავდეთ! — Mikheil მიწერა 09:39, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც ვუერთდები მილოცვებს. გფარავდეთ ღვთისმშობელი. --JABA 1977 11:45, 28 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

„ბოლო სიტყვა“

გამარჯობა. ალბათ, დაინახავდით კიდეც, თუმცა მსურს, გაცნობოთ, რომ გადავდექი ადმინისტრატორის თანამდებობიდან. იმედი მაქვს, ამით მცირეოდენით მაინც ჩამოგაშორეთ ერთ-ერთი „ზარმაცი ადმინისტრატორის“ ყოლის ტვირთი. მართალია, ახალი წესით ისედაც დავკარგავდი ამ სტატუსს, თუმცა მინდოდა, პასიურობისთვის ჩემი წილი პასუხისმგებლობა ამეღო და ამერიდებინეთ სტატუსის ჩამორთმევის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებით გარჯას. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავის დროზე მიმიღო ვიკისაზოგადოებაში, ხელი შემიწყო ვიკიპედიელად ჩამოყალიბებაში და ესოდენ დიდი ნდობა გამომიცხადა, აგრეთვე ბოდიში მოვუხადო ყველას, თუკი ვინმეს იმედი გავუცრუე ან ვინმე გავანაწყენე გინდ ჩემი ზოგჯერ ხისტი საქციელით, გინდ სხვა მიზეზით.

ვიკიპედიაში მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა და მსიამოვნებს კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ, ვეღარ ვაქტიურობ იმდენს, რადგან ვიკიპედიასა და სწავლა-მუშაობას შორის არჩევანი სწავლისა და საჯარო სამსახურში კარიერის შემქნის სასარგებლოდ გავაკეთე. მიუხედავად ჩემი პასიურობისა, ვიკიპედიაში თითქმის ყოველ დღე შემოვდიოდი და საქმის კურსში ვიყავი ყველაფერის, თუმცა განხილვებში მონაწილეობას ვერ ან განგებ არ ვიღებდი ხოლმე, რადგან, ჩემი აზრით, ლამაზი არ იქნებოდა პასიური ადმინისტრატორის მხრიდან თავის აქტიურად წარმოჩენა და დისკუსიაში გაცხარებული ჩართვა.

რაც შეეხება ახალ წესს, თავი შევიკავე მასში მონაწილეობისგან, რადგან კენჭისყრა, მათ შორის, მეც მეხებოდა და არ მინდოდა, ჩემი მოქმედება აღქმულიყო ისე, თითქოს ჩემს სტატუსს ვიცავდი. ამასთან, კომენტარს მაინც გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიიდან და, ზოგადად, ფილოსოფიიდან გამომდინარე, სწორად არ მიმაჩნია წესის უკუძალით გავრცელება, თუმცა ამის თქმა შედეგს ვერ გამოიღებდა, რადგან უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა (სწორედ ეს არის დემოკრატიის ნაკლი, რომ შესაძლებელია, უმართებულო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული). ამავე დროს, თავად წესის გამკაცრებას ვეთანხმები — ფაქტია, რომ არსებულმა თავისი საქმე ნაწილობრივ გააკეთა, თუმცა, საბოლოდ, ვერ გაამართლა, ოღონდ წესის შემუშავებას, ჩემი აზრით, არ სჭირდება არც სიჩქარე და არც ზედმეტი სიმკაცრე, რადგან ამას გრძელვადიანი პერსპექტივით უკუშედეგიც კი შეიძლება მოყვეს. ისე კი, გულახდილად რომ ვთქვა, მგონია, ქართული ვიკიპედიისთვის დღეს 5-6 აქტიური ადმინისტრატორიც საკმარისი იქნება.

სამწუხაროა, რომ დღეს მოქმედი წესის მიღებაში დიდი ინიციატივა გამოვიჩინე და მონაწილეობა მივიღე ზუსტად იმ მიზნით, რომ ადმინისტრატორები გააქტიურებულიყვნენ, თუმცა თავად მოვყევი პასიურთა შორის. ალბათ, ჯობდა, რომ თავის დროზე გადამედგა გიორგისნაირი ღირსეული ნაბიჯი და ჩემი საქციელიც უფრო დაფასებული იქნებოდა (დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ დამეწერა განცხადება, თუმცა თავს მაინც ვერ გადავახტი).

წარმატებებს ვუსურვებ მოქმედ და მომავალ ადმინისტრატორებს, ასევე მთლიანად ვიკისაზოგადოებას. პატივისცემით, ქართული ვიკიპედიის ყოფილი ადმინისტრატორი — Nodar Kherkheulidze განხილვა 19:34, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ახალი ამბავი არ არის, ის, რომ ვიკიპედიაში მუშაობა რთულია. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ვიკიპედიაც იზრდება და ახლიდან არის ბევრი რამე გადასაწერი. ზოგიერთი მომხმარებელი ჩემი შეხედულებით „ჩარჩენილია“ (ბუნებრივია შენ არ გგულისხმობ) და ამის გამოა, რომ ვერ ხვდებიან ბევრ რაღაცას. მიჩვეულები არიან წინა პერიოდებს, რადგან იმათთვის ის პერიოდები ხელსაყრელი იყო. ვერ ხვდებიან იმას, რომ მათი ადმინობის სტატუსი ნეგატიურ გავლენას ახდენს ვიკიპედიის ამჟამინდელ და სამომავლო მდგომარეობაზე, მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ... არ შეიძლება აღმერთებდე საკუთარ აზრს, მითუმეტეს ვიკიპედიაში. ნოდარ, მე როგორც ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი მომხმარებელი დიდ მადლობას გიხდი ქართულ ვიკიპედიაში გაწეული ღვაწლისთვის !. და გახსოვდეს, მე პირადად, მზად ვარ შენთან თანამშრომლობისათვის. აგრეთვე წარმატებებს გისურვებ!. P.S. ადრე თუ გვიან არც მე ვიქნები ადმინი და გამიხარდება თუკი 1 მომხმარებელი მაინც მეტყვის მადლობას. მადლობა. - ოთოჯი განხილვა 20:13, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, მადლობა ვიკიპედიაში ადმინისტრატორის როლში გაწეული წვლილისთვის, თუმცა, ყველაფერი წინაა, მთავარი საქმეები ხომ ადმინის როლს მიღმა კეთდება! წარმატებებს გისურვებ და მჯერა, რომ ის დროც დადგება, ვიკის შენებური სტატიებით რომ გაამდიდრებ. — Mikheil მიწერა 20:45, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ნოდარ, უდიდესი მადლობა ვიკიპედიაში შენი ადმინად მოღვაწეობისათვის. მე ვარ იმის მომსწრე ჯერ კიდევ როდის ფიქრობდი სტატუსის მოხსნას, მაგრამ ახლაც ღირსეულად წახვედი, რადგან ღირსეული ადამიანი ხარ. პატივს გცემდი და ამ ღირსეული წასვლით კიდევ უფრო პატივსაცემი ადამიანი გახდი. წახვედი ადმინობიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს შენი ნიჭი ვიკიპედიას კვლავ არ მოახმარო. --JABA 1977 05:34, 31 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, ნოდარ! ვიღიმი წინ კიდევ ბევრია საკეთებელი როგორც ვიკიპედიაში, ისე მის გარეთ! :) Deu. 05:53, 31 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გმადლობთ ყველას. გული მწყდება თვითონაც და ვეცდები, გამოვნახო დრო ვიკისთვის. ნუ ისეთი თუ გავხდი, როგორიც თავიდან ვიყავი, მთალად უკეთესი ვიკრიჭები Nodar Kherkheulidze განხილვა 18:47, 31 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის სახელის გადარქმევა‎

მეგობრებო, მომხმარებლის სახელის გადარქმევა‎სთან დაკავშირებით, გლობალურ წესებში ცვლილებაა. ცოტა ხნის წინ ამის შესახებ ბოტმა მომწერა კიდეც. ახლა ვნახე და ადგილობრივი ბიუროკრატებისათვის ეს უფლება ტექნიკურადაც გაუქმებულია. ასე რომ თუ ვინმეს გსურთ სახელის გადარქმევა, მეტაზე სტიუარდებს უნდა მიმართოთ, რომელიც სახელს გლობალურად შეგიცვლიან. — Mikheil მიწერა 21:38, 15 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

მაშ ასე,მე მაინტერესებს თუ როგორ უნდა ვნახო სიახლეები და ახალი ამბები ამ გვერდზე? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Bicebsi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვიკიპედია ახალი ამბების სააგენტო არაა. — Mikheil მიწერა 20:03, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გიორგობა

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას! მისი მადლი გფარავდეთ! მრავალს დაგასწროთ ჯანმრთელად, ბედნიერად და წარმატებებით! — G.G. 10:38, 23 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ, გიორგი მეც. ყველას გილოცავთ. --Henry (მომწერეთ) 10:43, 23 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კრიტიკული წერილი

ღირს პასუხად? აშკარაა, რომ ეს „პრაფესორა“ საერთოდ ტყემალზე ზის და თავის ჭკვაში, „თემა ააგდო“. — Mikheil მიწერა 13:35, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩემი პირადი აზრი. სამწუხაროდ, პატივცემული ავტორის, როგორც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის, წარმოდგენა ვიკიპედიის მუშაობის მექანიზმზე, ფრიად მინიმალურია. რომ წერს 'პატრონობსო' - რატომღაც, ყოველთვის მიაჩნიათ, რომ აქ რედკოლეგია ზის და ყველაფერს აკონტროლებს და ყოვლისმაკონტროლებელი საცეცები და თვალები გვაქვს, რომლებიც არ უნდა ატარებდეს 1 შეცდომასაც. გარდა ამისა - თუ ქართულ ვიკის ნდობა არ აქვს, მაშ რატომ გვესხმიან დღეში 1000-ჯერ ინფორმაციის ძიებაში დაკარგული მოსწავლეები და რატომ წერია ამ თანამედროვე სახელმძღვანელოებში მითითებები ინფორმაციის მოსაძიებლად ვიკიში შესასვლელად? :)

მოკლედ - თემა საყურადღებოა, მაგრამ ასეთი საგანგაშო არ არის. ვინც ნახავს შეცდომას, ჩაასწოროს. ჩვეულებრივი სიტუაციაა. ასეთი რამ - აღმოვაჩინე წეღან ემინემის ბიოგრაფიაში, რომ 92 წელს დაიწყო კარიერა, მერე დავადგინე, რომ თურმე 96-ში დაუწყია. ხომ შეცდომაა? დიახ, შეცდომაა. მერე რა, რომ ემინემი ცალკე პიროვნებას ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე, ვთქვათ, ერნესტ ჰემინგუეი?

გარდა ამისა - მე ვფიქრობ, ამ ვიკის არ აქვს ზემოდან ჩამოკიდებული აბრა იმის შესახებ, რომ ეროვნული თუ სხვა საკითხვები ჩვენთან იმდენად პრიორიტეტულია, რომ მხოლოდ მათზე ვწერთ და ვმუშაობთ (მიუხედავად იმისა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ამ საკითხებსაც). შესაბამისად, თანაბრად არასწორი იქნება, თუკი არასწორი დაბადების დღე იქნება დაწერილი ამირეჯიბის, ემინემის, კლინტონის თუ დალაი ლამას სტატიაში. ჩვენ ქართული ვიკიპედია ვართ და არა „ეროვნულ-პატრიოტული“ და ნეიტრალურ რესურსს წარმოვადგენთ. ვუპასუხოთ თუ არა - ჯერ არ ვიცი, მაგრამ, მე მგონია, თავად ასეთი წერილი არის буря в стакане. უარესებიც მოუწერიათ. --Henry (მომწერეთ) 14:03, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, როგორც ყოველთვის, ზუსტ შეფასებას აძლევ. მე პირადად დავიღალე ყოველდღე იმის ძახილით, თუ რა არის ვიკიპედია, შეაყარე კედელს ცერცვიო. თუმცა, ვერ მოვითმინე და ფეისბუკის პირად გვერდზე მაინც დავწერე რაღაც, იქნებ გამომეპასუხოს ავტორი, ბევრი საერთო მეგობარი მყავს მასთან. მოკლედ, იყაყანონ და თუ არ სჯერათ, „გაგვატარონ“. — Mikheil მიწერა 14:17, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
„კვირის პალიტრამ“ მთხოვა ახლა ამ საკითხზე ინტერვიუ და შევეცდები, ყველა ეს საკითხი იქ კიდევ ერთხელ განვიხილო. — Mikheil მიწერა 16:01, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
წარმატებები, მიხეილ.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 17:48, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბატონი მერაბ ხაჩიძე, რა თქმა უნდა, ალბათ ქართველ საზოგადოებაზე ზრუნვის მოძალებულმა სურვილმა აიძულა, ღია წერილით გაეკრიტიკებინა ანტიქართული ქართული ვიკიპედია და მისი მატყუარა რედაქტორები. საზოგადოებისაგანაც საპასუხო დაფასებას ელის ალბათ ბატონი მერაბი, მან ხომ ქართველი ერი სიცრუეში ცხოვრებისგან იხსნა! პაატას ჰქონდა იდეა, reportiori.ge-ს რედაქციისათვის მიგვეწერა წერილი ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა სახელით, რომელშიც მოვითხოვთ იმავე საშუალებით (საჯარო წერილით) ბოდიშის მოხდას ენთუზიასტი ვიკიპედიელების დამცირებისათვის. არ ვიცი, რამდენად ღირს... თუ მიშა აპირებს ინტერვიუს მიცემას, ალბათ ამ ფაქტსაც ახსენებს და, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად წარმოაჩენს ქართული ვიკის ინტერესებს. თუ მაინც ფიქრობთ, რომ რედაქციასთან წერილი საჭიროა, მე მზად ვარ ასეთი წერილის მომზადებაში მივიღო მონაწილეობა. Deu. 18:21, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე მივწერე რეპორტიორს, ოღონდ ჩემი და არა ვიკიპედიის სახელით. მე ვთვლი საჭიროა ერთობლივი წერილითაც გავაპროტესტოთ. მოვთხოვოთ, რომ დაიწეროს სწორი სტატია. თუნდაც ყველა იმ პრობლემების დანახვით რაც სამწუხაროდ ჩვენს ვიკიპედიას აქვს. ოღონდ ეს უნდა იყოს ობიექტური და არა ვიღაცეების გალანძღვა, თითქოს ვიღაცის მოვალეობაა აქ იჯდეს და სტატიები ასწოროს და ის ამას არ აკეთებს. დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, უნდა მიხვდნენ, რომ ეს არ არის ვიღაცის საიტი და არც არავის ბლოგია. თუ ჩვენ ასეთ არასწორად გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება არ გვექნება ამით ხელს შევუწყობთ ვიკიპედიის მიმართ სტერეოტიპების კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში უმოქმედობაც დანაშაულია :). პატივისცემით. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:04, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გუშინ ჯერ ვფიქრობდი, რომ არ ღირს ამაზე რეაგირება, მაგრამ დღეს გადავხედე სიტუაციას. ამჯერად ვფიქრობ, რომ პრესაში დაწერილი მსგავსი პასკვილი უკვე არ არის უბრალოდ Facebook-ზე თუ ვიკიპედიაში მოწერილი წერილი. ამიტომ მხარს ვუჭერ ადეკვატურ რეაგირებას. --Henry (მომწერეთ) 08:16, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადახედეთ, მეგობრებო, ჩემი წერილის პროექტს. იმედი მაქვს, ძალიან გრძელი და პათეტიკური არ გამომივიდა. შევიტანოთ შესწორებები და გავგზავნოთ.
წერილი reportiori.ge-ს

პატივცემულო კოლეგებო,

2014 წლის 13 ნოემბერს თქვენი სააგენტოს საიტზე reportiori.ge გამოქვეყნდა ბატონი მერაბ ხაჩიძის წერილი „არ ენდოთ ქართულ ვიკიპედიას!“ ავტორი ღიად აკრიტიკებს ქართული ვიკიპედიის რედაქტორებს სტატიებში (სამაგალითოდ მოყვანილია მხოლოდ ერთი სტატია) დაშვებული შეცდომებისათვის, უზნეობად მიიჩნევს ერთ-ერთ სტატიაში ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის მხოლოდ და მხოლოდ მწერლად მოხსენიებას, სირცხვილად მიიჩნევს დიდგორის ბრძოლაზე რუსულ ვიკიპედიაში ორჯერ დიდი სტატიის არსებობას ქართულზე და ა. შ.

ჩვენ გვჯერა, რომ ბატონი მერაბ ხაჩიძე თავისი საქმის პროფესიონალია, თუმცა, ისეთი ენციკლოპედიის რედაქტორთა კრიტიკა, როგორიც ვიკიპედიაა, ნამდვილად არ თავსდება მისი კომპეტენციის ფარგლებში — წერილში იგი თავადაც აღნიშნავს, რომ „კომპიუტერთან მთლად დაძმაკაცებულ-ჩახუტებული ურთიერთობა არ აქვს“. ვიკიპედიის არსის, მისი პრინციპების არცოდნა აშკარად ეტყობა მთელ წერილს.

შეგახსენებთ, რომ ვიკიპედია არაა ქართული პროექტი — ეს ენციკლოპედია დაფუძნებულია ამერიკელი ჯიმი უელსის მიერ, როგორც თავისუფალი და ღია პროექტი, რომელიც მოხალისეთა მიერ მხოლოდ ენთუზიაზმით, უანგაროდ იქმნება. ვიკიპედიაში სტატიების დაწერა, აგრეთვე უკვე დაწერილის რედაქტირება, ნებისმიერს შეუძლია, თუმცა ვალდებული არავინაა. და თუკი მორალურ ვალდებულებაზე მიდგა საქმე, ვიკიპედიის ნებისმიერი მკითხველი ისევეა ვალდებული და პასუხისმგებელი სტატიათა ხარისხზე, როგორც ჩვენ, ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები. ნებისმიერ თქენგანს, ვინც კი მოინდომებს, შეუძლია ქართული ვიკიპედიის სტატიათა სრულყოფა, გაუმჯობესება, კორექტული ხარვეზების შესწორება, ახალი სტატიის დაწერა — ეს ჩვენი, თქვენი, ყველას საქმეა, თუმცა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ჩვენც ერთ დროს ბატონი მერაბისნაირი მკითხველები ვიყავით, რომელთაც რაღაც არ მოეწონათ, შეცვალეს, გამოასწორეს და პირველი რედაქტირების შემდეგ გაუჩნდათ სურვილი, რომ თავიანთი ენთუზიაზმით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ცუდად თუ კარგად ემსახურონ ქართულენოვან მკითხველს.

რა თქმა უნდა, შეცდომები ბევრია! შეცდომებს დიდ აკადემიურ გამოცემებშიც ვერ ასცდებით. გვერწმუნეთ, ძალიან რთულია, ყოველდღიურად გაუმკლავდე უამრავ ვანდალურ შემოტევას — სტატიებში მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ მცდარი ინფორმაციის ჩამატებას, არაენციკლოპედიურ ტექსტებს, სტატიების განადგურებას... ეს უარყოფითი მხარეა ვიკიპედიის იმ პრინციპისა, რომელიც რედაქტირების უფლებას ნებიმიერს აძლევს. მეორე მხრივ კი, სწორედ ეს პრინციპია ვიკიპედიის მაცოცხლებელი — სწორედ ის გვაძლევს და გაძლევთ უფლებას, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ მცდარი ინფორმაციის აღმოჩენისას სტატიაში, შევასწოროთ იგი.

არაერთი ჩვენგანი ენერგიას არ ზოგავს ქართული ვიკიპედიის სტატიებში განხორციელებული თითოეული რედაქტირების კონტროლისათვის, თუმცა ყველაფრის გაკონტროლება უბრალოდ შეუძლებელია და ვერც ვერავის მოვთხოვთ, ვინაიდან ამას ყველანი ანაზღაურების გარეშე, უანგაროდ ვაკეთებთ.

ჩვენ გვყავს არაერთი რედაქტორი, რომელთაც წლების განმავლობაში ათასობით სტატია აქვთ (თარგმნილი თუ თავიანთი ცოდნით) დაწერილი უანგაროდ... ათასობით მცდარი ინფორმაცია აქვთ აღმოჩენილი და შესწორებული...

გვინდა აგრეთვე გითხრათ, რომ რუსულ, ინგლისურ გერმანულ თუ სხვაენოვან ვიკიპედიებშიც ჩვენნაირი ხალხი მუშაობს, თუმცა იქ შემოქმედებაში მკითხველებიც არიან ჩართულები და პასუხისმგებლობას ისინიც გრძნობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ დაწერილი უცხოენოვანი სტატიების დიდი ნაწილი სწორედ იმავე რედაქტორების დაწერილია, რომლებიც ქართულ ვიკიპედიაში ვმუშაობთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ რუსულ ვიკიპედიაში საქართველოზე ჩვენზე დიდი ანდა ხარისხიანი სტატია აღმოჩნდება, არც სასირცხვილოა და მითუმეტეს არც ვინმეს ბრალი.

როგორც ჩანს, საჭიროა იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენ გვსურს მიუკერძოებელი უნივერსალური ქართულენოვანი ენციკლოპედიის შექმნა და არა ქართული ეროვნული გრძნობებით განმსჭვალული სტატიების კრებულის შედგენა (რა თქმა უნდა, ასეთი მიზანიც, თავის მხრივ, დასაფასებელი იქნებოდა). ამიტომაც, ქართულ ვიკიპედიაში ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს, ილიას, აკაკის და სხვებს თავიანთი მნიშვნელობით არასდროს დავუპირისპირებთ ჰიუგოს, ჰემინგუეის, დიუმას, გოეთეს... ქართულ ვიკიპედიაში ყველა მათგანი თანასწორია, ხოლო რომელი რომელს აღემატება — ეს მკითხველმა გადაწყვიტოს.

და ბოლოს, ვიკიპედიის მასალებს რომ არ უნდა დაეყრდნოთ, ამას თავად ვიკიპედიაში ამოიკითხავთ: ჩვენ, ზემოთთქმულის გათვალისწინებით, არავის ვაძლევთ ჩვენი მასალების ჭეშმარიტების გარანტიას. ამ გაფრთხილებას ვიკიპედიის ყოველი სტატიის ბოლოში ამოიკითხავთ, ასე რომ ბატონ მერაბს ამ მხრივ არ უთქვამს სიახლე.

როგორც ქართული, ისე უცხოური ვიკიპედიის აქტიურ რედაქტორთა ჯგუფს, რომელიც დღედაღამ უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმით მუშაობს ვიკიპედიის ხარისხისა და მოცულობის გასაუმჯობესებლად არასდროს არავისთვის მოუთხოვია საპასუხო დაფასებაც კი, თუმცა შეურაცხყოფა და დამცირება კი ყველასთვის მიუღებელია. ჩვენ, ვიკიპედიის აქტიური ქართველი რედაქტორები ჩვენი და ჩვენი ათიათასობით ვიკიპედიელი კოლეგის შეურაცხყოფად და დამცირებად მივიჩნევთ თქვენი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ არაპროფესიონალურ წერილს.

ვიმედოვნებთ, რომ იმავე საშუალებით — სააგენტოს საიტზე წერილის გამოქვეყნებით — ბოდიშს მოიხდით ქართული ვიკიპედიის 64 066 რედაქტორის წინაშე მათი დამცირებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, მივმართოთ სხვა ზომებს.

პატივისცემით, ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფი

Deu. 10:46, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო, შენიშვნები დაწერეთ, ოღონდ პროექტში ნუ შეიტანთ ცვლილებებს, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება ჩემი პროექტის პირვანდელი ვერსიაც ნახონ და თქვენი შენიშვნებიც. საბოლოო ვერსიას შევაჯერებთ. Deu. 11:03, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ძირითადში კარგია, ყველაფერს მოიცავს ერთი-ორგან დაშვებული გრამატიკული შეცდომის ჩავთვლით :) ბოლოს რომ წერ 64 066 რედაქტორის წინაშე ბოდიში მოიხადეთო, მგონია, ურიგო არ უნდა იყოს, ვიკიპედიაში აქტიურად მომუშავე რეალური რიცხვის აღნიშვნაც. — G.G. 12:08, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები გიორგის. ქართული ვიკიპედიის 64 066 რედაქტორის წინაშე — ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამდენი ადამიანი მუშაობდეს ქართულ ვიკიპედიაში. ხომ არ აჯობებს, პარალელი გავავლოთ ქართულ და უცხოურ ვიკიპედიებში აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობებს შორის? როცა ითხოვენ ხარისხს და რაოდენობას, ვაჩვენოთ, რომ აქ ათასობით ადამიანი სულაც არ არის ჩართული. და დაბოლოება ცოტა მუქარასავით ხომ არ ჟღერს?--შოთა [UT] 12:16, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგი არის ყველა ასპწქტში, მე მხოლოდ მუქარის ტონს ამოვიღებდი. ბოლო წინადადება არაა საჭირო. რეპორტიორი საკმაოდ ყვითლი საინფორმაციო სააგენტოა და პირიქით გაუხარდება თუ დიდი აჟიოტაჟი ატყდება. ამიტომ შეიძლება განზრახ არც გააკეთოს არაფერი.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:53, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამას ნამდვილად ვეთანხმები, ოდნავ უადგილოა ეს მუქარის ტონი. თუ მეორედ იგივეს გააკეთებს, მაშინ კი. და გარდა ამისა - ვანდალური და ტესტური რედაქტირებების სკრინშოტებიც ხომ არ დავუმატოთ? და ეწეროს, რომ მსგავსი რედაქტირებები დღეში ასობით არის და მათ გასაუქმებლადაც მაქსიმალურად დაზაფრულები ვართ. --Henry (მომწერეთ) 13:30, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მუქარის ტონი ყველაზე მკაცრი წინადადებაა მთელს წერილში :). ამ მუქარაში ვიგულისხმე ის, რომ თუკი არ მოიხდიან ბოდიშს, ჩვენ, მაგალითად, შეგვიძლია ვიკიპედიის რედაქტორთა სახელით ღია საპასუხო წერილი განვათავსოთ Sitenotice-ს საშუალებით, რაც არცთუ სასიამოვნო იქნება რეპორტიორისთვის (რა თქმა უნდა, მუქარაში არ მიგულისხმია სასამართლო ან სხვა სამართლებრივი გზები). ვფიქრობ, რომ ასეთი სიმკაცრე საჭიროა იმიტომ, რომ ერთი მხრივ რეპორტიორის რედაქტორებმა გაიგონ, რომ ჩვენ არ ვართ ხელწამოსაკრავნი, ხოლო მეორე მხრივ — რეპორტიორის სტატიის წაკითხვის შემდეგ ხალხმა. ეს მეორე მიზანი ვერ მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ რეპორტიორი ბოდიშს საჯაროდ არ მოიხდის. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია საჯარო საპასუხო წერილის გამოქვეყნება (ეს უკიდურესი გზაა). თუმცა, თუ თვლით, რომ მუქარა ზედმეტია, ამოვიღოთ.
რაც შეეხება რედაქტორთა ზუსტი რაოდენობის მითითებას, მაგაზე მეც ვფიქრობდი და ალბათ ზედმეტია.
გრამატიკული შეცდომები ჩაასწორეთ რა! :) შინაარსობრივი ბოლოს გავასწოროთ.
რაც შეეხება სკრინშოტებს, ზედმეტი მგონია. სიტყვიერადაც, ვფიქრობ, მოზომილად საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული შრომა ვანდალების წინააღმდეგ. ზედმეტი გამძაფრებაც არ მგონია სწორი, აკადემიურები უნდა ვიყოთ :). Deu. 13:48, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცოტა ჰარდკორი რომ გამოვიდეს - ტექნიკურად შეიძლება ისეთი sitenotice-ის შექმნა, რომ ის ვერ დახურონ? (ეს მომავლისთვის)? --Henry (მომწერეთ) 13:51, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მუქარა მოსაშორებელი მგონია. რედაქტორთა რაოდენობის მითითება რატომაა ზედმეტი? გრამატიკულ შეცდომები ჩავასწორე ზოგი. და კიდევ: დიდგორის ბრძოლაზე რუსულ ვიკიპედიაში ორჯერ დიდი სტატიის არსებობას ქართულზე — ცოტა გაურკვეველია. ასე ხომ არ აჯობებს: დიდგორის ბრძოლაზე რუსულ ვიკიპედიაში ქართულთან შედარებით ორჯერ დიდი სტატიის არსებობას?--შოთა [UT] 14:52, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მომწონს, არაფერს არ ამოვიღებდი. რედაქტორთა რიცხვი მოსაშორებელია, მის ადგილას პირიქით, რეალურ სურათს ავსახავდი, რომ მუშაობს თითზე ჩამოსათვლელი, რამდენიმე ადამიანი. — Mikheil მიწერა 15:16, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები მიშას და სხვებს. ეგ რიცხვი, რეალურად, დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობაა და არა რედაქტორების. მათგან 95%-ს, ალბათ, 1 რედაქტორებაც არ აქვს განხორციელებული. – BruTe () 18:21, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეცდომას არასოდეს არ უშვებს ის, ვინც არასოდეს არაფერს არ აკეთებს ! რაზე მიდის აქ საერთოდ საუბარი ? ღორობაა როდესაც ადამიანის შრომას არ აფასებ ! ენციკლოპედიებთან და სამეცნიერო წიგნებთან საკმაოდ ფართო შეხება მაქვს და მაგალითისთვის დსე-ში და ბრიტანიკაშიც კი არსებობს შეცდომები და აზრობრივიც კი, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ უძლიერეს გამოცემებზე უარი ვთქვათ!

ეს კაზუალური სუტუაცია არ არის, არამედ მიზანმიმართული შეტევაა ქართულ ვიკიპედიაზე. ისეთი ადამიანისგან წამოსული კრიტიკა ვისაც ვიკიპედიასთან შეხება არასოდეს არ ქონია როგორ შეიძლება იყოს მისაღები ?. იმისათვის, რომ ვიკიპედია გააკრიტიკო უნდა იცოდე მისი სპეციფიკა. ისმის შეკითხვა, რა იცის ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა კრიტიკოსმა ვიკიპედიის სპეციფიკის შესახებ - არაფერი. ხდება შეგნებული უტრირება ასეთი საკითხებისა.

დაბოლოს, ქართული ვიკიპედიის ლაიტმოტივი არის მისი „თავისუფლება“, ხელმისაწვდომობა ყველა ადამიანისათვის. ვიკიპედიას ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით. ესაა ამ პროექტის განსაკუთრებულობა. ზოგიერთი ადამიანის განყენებული დამოკიდებულება არ არის სამაგალითო.

მე როგორც ვიკიპედიის ადმინისტრატორსა და რედაქტორს არანაირი სურვილი არ მაქვს ვესაუბრო ასეთ ადამიანებს. გმადლობთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Otogi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ამ ადამიანთან არც ღირს ლაპარაკი, რა თქმა უნდა. ამიტომაც წერილი გამზადებული გვაქვს არა მის მიმართ, არამედ რედაქციის მიმართ, რომელმაც მისი სტატია გამოაქვეყნა. რედაქციას პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან მას ხალხი კითხულობს. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ღირსების საკითხია! თუმცა, კრიტიკული სტატიის ავტორს პრინციპულად არ მივმართავთ სწორედ იმ მიზეზით, რაც ოთოჯიმ თქვა.
რაც შეეხება შენიშვნებს: შოთა, ეგრე ჯობია წინადადების ჩამოყალიბება, შევცვლი საბოლოო ვარიანტში.
მიშა, სანდრო, გეთანხმებით, რედაქტორთა რიცხვი ზედმეტია. რაც შეეხება იმაზე ხაზგასმას, რომ რიცხობრივად ცოტანი ვართ, ეგეც მართალია. ერთი-ორი სიტყვით თუ დაწერთ მაგაზეც ვინმე, ჩავრთავ სადმე ტექსტში. Deu. 20:05, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კი წერილის ადრესატი არა ავტორი (რადგან ვერ იქნება ყველა კომპიუტერთან დამეგობრებული) არამედ რედაქციააა, რადგან ისინი არიან ვალდებული არ გამოაქვეყნონ ტენდენციური და ცალ მხრივად გაშუქებული სტატიები. მარა თუ ჩვენ ამ წერილს დღეს მაინც არ გავაგზავნით!!! უკვე აღარ იქნება აქტუალური :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:21, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რაც შეეხება მუქარას, მეც ვთვლი რომ მოსაშორებელია, ან მინიმუმ, დასაკონკრეტებელი. — G.G. 09:48, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცუდია, რომ მე მელოდებით. ზემოთ დაწერილი შენიშვნების გათვალისწინებით, ჩემი მეილიდან ვაგზავნი ამ წერილს:

წერილი reportiori.ge-ს

პატივცემულო კოლეგებო,

2014 წლის 13 ნოემბერს თქვენი სააგენტოს საიტზე reportiori.ge გამოქვეყნდა ბატონი მერაბ ხაჩიძის წერილი „არ ენდოთ ქართულ ვიკიპედიას!“ ავტორი ღიად აკრიტიკებს ქართული ვიკიპედიის რედაქტორებს სტატიებში (სამაგალითოდ მოყვანილია მხოლოდ ერთი სტატია) დაშვებული შეცდომებისათვის, უზნეობად მიიჩნევს ერთ-ერთ სტატიაში ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის მხოლოდ და მხოლოდ მწერლად მოხსენიებას, სირცხვილად მიიჩნევს დიდგორის ბრძოლაზე რუსულ ვიკიპედიაში ქართულთან შედარებით ორჯერ დიდი სტატიის არსებობას და ა. შ.

ჩვენ გვჯერა, რომ ბატონი მერაბ ხაჩიძე თავისი საქმის პროფესიონალია, თუმცა, ისეთი ენციკლოპედიის რედაქტორთა კრიტიკა, როგორიც ვიკიპედიაა, ნამდვილად არ თავსდება მისი კომპეტენციის ფარგლებში — წერილში იგი თავადაც აღნიშნავს, რომ „კომპიუტერთან მთლად დაძმაკაცებულ-ჩახუტებული ურთიერთობა არ აქვს“. ვიკიპედიის არსის, მისი პრინციპების არცოდნა აშკარად ეტყობა მთელ წერილს.

შეგახსენებთ, რომ ვიკიპედია არაა ქართული პროექტი — ეს ენციკლოპედია დაფუძნებულია ამერიკელი ჯიმი უელსის მიერ, როგორც თავისუფალი და ღია პროექტი, რომელიც მოხალისეთა მიერ მხოლოდ ენთუზიაზმით, უანგაროდ იქმნება. ვიკიპედიაში სტატიების დაწერა, აგრეთვე უკვე დაწერილის რედაქტირება, ნებისმიერს შეუძლია, თუმცა ვალდებული არავინაა. და თუკი მორალურ ვალდებულებაზე მიდგა საქმე, ვიკიპედიის ნებისმიერი მკითხველი ისევეა ვალდებული და პასუხისმგებელი სტატიათა ხარისხზე, როგორც ჩვენ, ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები. ნებისმიერ თქენგანს, ვინც კი მოინდომებს, შეუძლია ქართული ვიკიპედიის სტატიათა სრულყოფა, გაუმჯობესება, კორექტული ხარვეზების შესწორება, ახალი სტატიის დაწერა — ეს ჩვენი, თქვენი, ყველას საქმეა, თუმცა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ჩვენც ერთ დროს ბატონი მერაბისნაირი მკითხველები ვიყავით, რომელთაც რაღაც არ მოეწონათ, შეცვალეს, გამოასწორეს და პირველი რედაქტირების შემდეგ გაუჩნდათ სურვილი, რომ თავიანთი ენთუზიაზმით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ცუდად თუ კარგად ემსახურონ ქართულენოვან მკითხველს.

რა თქმა უნდა, შეცდომები ბევრია! შეცდომებს დიდ აკადემიურ გამოცემებშიც ვერ ასცდებით. გვერწმუნეთ, ძალიან რთულია, ყოველდღიურად გაუმკლავდე უამრავ ვანდალურ შემოტევას — სტატიებში მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ მცდარი ინფორმაციის ჩამატებას, არაენციკლოპედიურ ტექსტებს, სტატიების განადგურებას... ეს უარყოფითი მხარეა ვიკიპედიის იმ პრინციპისა, რომელიც რედაქტირების უფლებას ნებიმიერს აძლევს. მეორე მხრივ კი, სწორედ ეს პრინციპია ვიკიპედიის მაცოცხლებელი — სწორედ ის გვაძლევს და გაძლევთ უფლებას, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ მცდარი ინფორმაციის აღმოჩენისას სტატიაში, შევასწოროთ იგი.

არაერთი ჩვენგანი ენერგიას არ ზოგავს ქართული ვიკიპედიის სტატიებში განხორციელებული თითოეული რედაქტირების კონტროლისათვის, თუმცა ყველაფრის გაკონტროლება უბრალოდ შეუძლებელია და ვერც ვერავის მოვთხოვთ, ვინაიდან ამას ყველანი ანაზღაურების გარეშე, უანგაროდ ვაკეთებთ.

ჩვენ გვყავს არაერთი რედაქტორი, რომელთაც წლების განმავლობაში ათასობით სტატია აქვთ (თარგმნილი თუ თავიანთი ცოდნით) დაწერილი უანგაროდ... ათასობით მცდარი ინფორმაცია აქვთ აღმოჩენილი და შესწორებული...

გვინდა აგრეთვე გითხრათ, რომ რუსულ, ინგლისურ გერმანულ თუ სხვაენოვან ვიკიპედიებშიც ჩვენნაირი ხალხი მუშაობს, თუმცა იქ შემოქმედებაში მკითხველებიც არიან ჩართულები და პასუხისმგებლობას ისინიც გრძნობენ. განსხვავებით უცხოური სამაგალითო ვიკიპედიებისაგან, სადაც აქტიურ რედაქტორთა რაოდენობა ათასობითაა, ქართულ ვიკიპედიაში ასეთები თითზე ჩამოსათვლელნი არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ დაწერილი უცხოენოვანი სტატიების დიდი ნაწილი სწორედ იმავე რედაქტორების დაწერილია, რომლებიც ქართულ ვიკიპედიაში ვმუშაობთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ რუსულ ვიკიპედიაში საქართველოზე ჩვენზე დიდი ანდა ხარისხიანი სტატია აღმოჩნდება, არც სასირცხვილოა და მითუმეტეს არც ვინმეს ბრალი.

როგორც ჩანს, საჭიროა იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენ გვსურს მიუკერძოებელი უნივერსალური ქართულენოვანი ენციკლოპედიის შექმნა და არა ქართული ეროვნული გრძნობებით განმსჭვალული სტატიების კრებულის შედგენა (რა თქმა უნდა, ასეთი მიზანიც, თავის მხრივ, დასაფასებელი იქნებოდა). ამიტომაც, ქართულ ვიკიპედიაში ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს, ილიას, აკაკის და სხვებს თავიანთი მნიშვნელობით არასდროს დავუპირისპირებთ ჰიუგოს, ჰემინგუეის, დიუმას, გოეთეს... ქართულ ვიკიპედიაში ყველა მათგანი თანასწორია, ხოლო რომელი რომელს აღემატება — ეს მკითხველმა გადაწყვიტოს.

და ბოლოს, ვიკიპედიის მასალებს რომ არ უნდა დაეყრდნოთ, ამას თავად ვიკიპედიაში ამოიკითხავთ: ჩვენ, ზემოთთქმულის გათვალისწინებით, არავის ვაძლევთ ჩვენი მასალების ჭეშმარიტების გარანტიას. ამ გაფრთხილებას ვიკიპედიის ყოველი სტატიის ბოლოში ამოიკითხავთ, ასე რომ ბატონ მერაბს ამ მხრივ არ უთქვამს სიახლე.

როგორც ქართული, ისე უცხოური ვიკიპედიის აქტიურ რედაქტორთა ჯგუფს, რომელიც დღედაღამ უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმით მუშაობს ვიკიპედიის ხარისხისა და მოცულობის გასაუმჯობესებლად არასდროს არავისთვის მოუთხოვია საპასუხო დაფასებაც კი, თუმცა შეურაცხყოფა და დამცირება კი ყველასთვის მიუღებელია. ჩვენ, ვიკიპედიის აქტიური ქართველი რედაქტორები ჩვენი და ჩვენი ათიათასობით ვიკიპედიელი კოლეგის შეურაცხყოფად და დამცირებად მივიჩნევთ თქვენი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ არაპროფესიონალურ წერილს.

ვიმედოვნებთ, რომ იმავე საშუალებით — სააგენტოს საიტზე წერილის გამოქვეყნებით — ბოდიშს მოიხდით ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა წინაშე მათი დამცირებისათვის.

პატივისცემით, ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა ჯგუფი

მადლობა შენიშვნებისათვის. Deu. 13:40, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წერილი გაგზავნილია. დაველოდოთ პასუხს. პასუხი თუ არ დაგვიბრუნეს, მერე რა ვქნათ, ეგეც მოსაფიქრებელია :). Deu. 13:54, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით ? არის სიახლე ?. - ოთოჯი განხილვა 13:47, 7 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა კონფერენცია

2 დღის წინ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორისგან მომივიდა ამ კონფერენციაზე დასწრების მოწვევა, რომელიც კიევში გაიმართება. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი მოწვევა მიუვიდა ჯაბასაც.

Good evening Mikheil!

We want to invite you to participate at Wikimedia Central Eastern European Meeting 2014 which will take place at Kyiv on December 19-21.

Mikheil მიწერა 17:34, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ ორივეს! წადით უცილობელად! ვიღიმი Deu. 18:05, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც მომივიდა ანალოგიური შეტყობინება, ზუსტად 2 დღის წინ. – BruTe () 18:18, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ, ვიკიკოლეგებო, იმედი მაქვს, სამივე მოახერხებთ გამგზავრებას.--George.G / 18:43, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ გიორგი. ამ გვერდზე ჩამოწერილია ამ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების პლიუსები, სისუსტეები, საჭიროებები. გთხოვთ გადახედოთ საქართველოს სექციას და თუ რამის დამატებას საჭიროთ მიიჩნევთ, დაამატეთ. – BruTe () 18:55, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე დავამატებდი, რომ გვჭირდება დახმარება ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში. ეს შეიძლება იყოს ტრენინგის ან სემინარის სახით. რაღაცა ამის მსგავსი: Shared experience on community building and support. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:46, 27 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მუნიციპალიტეტების რეესტრი

ადრე წამოვჭერი საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობებზე და დავდე საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ნორმატიული აქტები, თუმცა ეს არ მიიჩნიეთ საკმარისად და სარწმუნოდ. ინფორმაციისთვის გთავაზობთ მუნიციპალიტეტების რეესტრს, რომელსაც ჩემ მიერ მაშინ დადებული ნორმატიული აქტების საფუძველზე აწარმოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. რეესტრში ასახულია ყველა მუნიციპალიტეტი, მათი რეგისტრაციისა და გადამხდელად დარეგისტრირების თარიღი, ოფიციალური დასახელება და სტატუსი. მასშივე მოიძებნება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებისა და სოფლების შესახებ. ვგონებ, ძალიან გამოგვადგება. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:12, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე მომწონს.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:51, 1 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრა უკრაინაში

შეხვედრის დახურვა კიევის ეროვნულ ლინგვისტურ უნივერსიტეტში

კოლეგებო, როგორც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, 18-21 დეკემბერს, მე და ჯაბა მიწვეულნი ვიყავით კიევში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელ ვიკიმედიელთა შეხვედრაში. კონფერენციები სხვადასხვა ვიკი-საჭირბოროტო საკითხებზე მართლაც რომ ნაყოფიერი აღმოჩნდა, გაგვიზიარეს ძალიან დიდი გამოცდილება, გავიცანით მომხმარებლები აღნიშნული რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნიდან, რაც თავის მხრივ, სამომავლო თანამშრომლობაზე მხოლოდ დადებითად აისახება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მოვიდა ჩემთან და ჩვენი პრობლემებით დაინტერესდა ამერიკიდან სპეციალურად ჩამოსული, „ფონდ ვიკიმედიის“ ოფიციალური წარმომადგენელი ასაფ ბარტევი. ჩვენი პრობლემების გაცნობის შემდეგ, მისი მყისიერი კითხვა იყო თუ რით შეეძლო ფონდს დაგვხმარებოდა. მანვე შემომთავაზა იდეა, შევქმნათ ე. წ. user group-ი, რომელსაც ვიკიმედია აუცილებლად გამოუყოფს გრანტებს. გარდა ამისა, ასევე შემომთავაზა, რომ როდესაც მივუახლოვდებით 100 000 სტატიას, ვაცნობოთ და ფონდი გამოგვიყოფს თანხებს ამ მოვლენის აღნიშვნისათვის საჭირო ღონისძიებებისათვის. ახლა ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული, ადამიანმა პირდაპირ მითხრა, რომ ვიმოქმედოთ, მოვითხოვოთ და მოგვეცემა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ტექნიკური მხარდაჭერის, ბოტებისა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მხრივ, სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა პოლონურმა ვიკიპედიამ. მაქვს კიდევ ერთი ორმაგად სასიამოვნო ამბავი — ყველაზე მეტად დაგვიახლოვდნენ სომეხი ვიკიპედიელები (სულ ორნი იყვნენ), მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ქალბატონი სუსანა მკრტიჩიანი (რომელსაც მე სომეხი ცანგალა დავარქვი სომხური ვიკის წინაშე ფასდაუდებელი სამუშაოსათვის), რომელმაც აღგვითქვა მათი წარმატების ყველა დეტალის სრულად გაზიარება, ერთობლივი შეხვედრებისა და პროექტების ჩატარება; მოკლედ, გაოცებული დავრჩი, იმდენად სურს ჩვენი დახმარება. უახლოეს მომავალში, მათი პროექტების გასაცნობად მიგვიწვევს სომხეთში; პროექტები კი მართლაც გრანდიოზული აქვთ — თუნდაც ის რად ღირს, რომ აქვთ ოფისი ერევნის ცენტრში, რომლის ქირის საფასურსაც ვიკიმედიის გრანტების ან სპონსორთა შემოწირულობებით იხდიან, ამავე გზით, სხვადასხვა კონკურსებში პრიზად აწესებენ ლეპტოპებს და ა. შ. ასე და ამგვარად, წინ ძალიან კარგი ამბები გველოდება! — Mikheil მიწერა 17:36, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

  • გილოცავთ, მიხეილ, ნამდვილად მნიშვნელოვანი წინსვლაა.
  • საინტერესოა, ზოგადად რა პრობლემებზე ისაუბრეთ.
  • ფორმა როგორი ჰქონდა ამ ყველაფერს - დარბაზში ყვებოდით?
  • სომეხი @Zangala: მომეწონა :)
  • ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში, შანსი გვაქვს, რომ კრიტიკა 'ratom ver vpoulob statias ceretelze' ან, მეტიც, უცენზურო კორიანტელი ფიზიკურ მისამართზე მივიღოთ, სადმე ოფისში მჯდარმა ვიკიპედიელებმა? :) --Henry (მომწერეთ) 17:42, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ერთმანეთისაგან გასამიჯნია ვიკიპედიელის ცნება (ვიკიპედიის რედაქტორი) და ვიკიმედიის თანამშრომელთა ცნება. პირველი არის ენთუზიაზმით მომუშავე რედაქტორი უშუალოდ ვიკიპედიაში, ხოლო მეორე — თანამშრომელი სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციისა, ვიკიმედიისა, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს (არა უშუალოდ ვიკიპედიაში!) იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს ვიკი-პროექტების განვითარებას და საზოგადოებაში გავრცელებას და ა. შ. ვიკიმედია ვიკიპედიისაგან სრულიად დამოუკიდებელი და ჩვეულებრივი ორგანიზაციაა და მისი თანამშრომლები, არაა აუცილებელი, ვიკიპედიელები იყვნენ. ისევე, როგორც პირიქით ვიღიმი. ასე რომ, ჰენრი, აქ საუბარია არა ვიკიპედიის ოფისზე, არამედ ვიკიმედიის ოფისზე ვიღიმი. ძალიან, ძალიან კარგი ამბებია! :) Deu. 17:54, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ერთი მეორეს არ უშლის, თუ ახლა განცხადებების დაფად იყენებენ ვიკიპედიას, ვიკიმედიასაც და ვიკიპედიასაც მაინც ვერ გაარჩევენ ერთმანეთისგან (გამონაკლისების გარდა) :) --Henry (მომწერეთ) 17:56, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პროექტის გვერდი ესაა. დილას დავბრუნდით და დაძაბული დღის გამო ვერ მოვახერხე აქამდე მეცნობებინა თქვენთვის დეტალები, მით უმეტეს, რომ ნაცვლად 00:10 საათისა, ნისლის გამო თვითმფრინავი თბილისში ვერ დაჯდა და ერევანში ამოვყავით თავი, სადაც აეროპორტში მოგვიხდა მთელი ღამის გატარება. ესე იგი:
  • პროექტს ჰყავდა მომხსენებლები, რომელთა ძირითადი ფუნქცია ის იყო, რომ ააქტიურებდნენ ზოგადად ვიკიპედიის წინაშე მდგარ ამა თუ იმ პრობლემას და მერე მიდიოდა საერთო განსჯა. ყველა გამოთქვამდა თავის აზრს, იდეას, შემდეგ მიდიოდა სჯა-ბაასი, კამათი. თუმცა, ყველაზე საინტერესო — მომხმარებელთა მიერ ერთმანეთის გაცნობა-დაახლოება მაინც არაოფიციალურ ნაწილში, კოფი-ბრეიკებზე, ლანჩებსა თუ ლუდის სმის დროს ხდებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა რაღაცნაირად გამოგვარჩევდა, პატივს გვცემდა. დამავიწყდა ზემოთ დაწერა, სოციალური მედიის თვალსაზრისით დიდი მხარდაჭერა აღგვითქვა ამ სფეროს სპეციალისტმა, თურქული ვიკიპედიის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა. კონფერენციების მსვლელობისას საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობოდა კვირისა თუ თვის პროექტებს, განსაკუთრებით ქვეყნების შესახებ. ქალბატონი სუსანა ნამდვილად ცანგალას სომეხი ანალოგია, ისიც ვუთხარი, რომ ერთმანეთი აუცილებლად უნდა გაიცნონ :) მოკლედ, ოფისს რაც შეეხება, სულაც არაა შორეული პერსპექტივა — მთავარია მეტი მოწადინება და მეტი კოლექტიური მუშაობა ამ მხრივ. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ ამ შეხვედრების შესახებ, ველი შეკითხვებს.

P.S. დათო, შენ საკითხი ისეა წარმოაჩინე, რომ ვიკიმედიაში მომუშავეთაგან „ტყემალზე სხედან“ და სულ არ არიან ახლოს რედაქტირებასთან. როგორც ამ ადამიანმა აღნიშნა, პირადად ისიც და ფონდის სხვა უამრავი წარმომადგენელიც, პირველ რიგში იყვნენ და არიან ვიკიპედიელები, შემდეგ კი ფონდის ოფიციალური პირები. ყველაფერი მაინც ვიკიპედიელობიდან იწყება. მისივე თქმით, ვიკიმედიის ფილიალის ჩამოყალიბება სულაც არაა აუცილებელი, რადგან ეს ზედმეტად რთული პროცედურა ყოფილა. ყველა ამ მიზნის მიღწევა, მისი თქმით, ე. წ. user group-ის საშუალებითაც შესაძლებელია. — Mikheil მიწერა 18:00, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დეტალებში ალბათ კიდევ უფრო უკეთესი იქნება იანვარში ვიკიშეხვედრა დავგეგმოთ და იქ გადავწყვიტოთ ის სერიზოული საქმეები რაზეც მიშამ ზემოთ ისაუბრა. მიშა უნგრელი კოლეგის ინიციატივაც გააჟღერე. --JABA 1977 18:09, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, დეტალებში საუბარი ვიკიშეხვედრაზე სჯობს. რაც შეეხება უნგრელი ვიკიპედიელის როლს ამ ყველაფერში — ეს ადამიანი არის ვიკიმედიის Affiliate კომისიის წევრი, პირადად გავიცანი, აქეთ დაიჟინა, აუცილებლად შემეხმიანეთო, ყველანაირ კონსულტაციას გაგიწევთ და დაგეხმარებითო. მისი დიდი დამსახურება ყოფილა „ვიკიმედია სომხეთის“ აღიარების საკითხიც. — Mikheil მიწერა 18:14, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, მიშა! :) ვიკიპედიასთან და ვიკიპედიელებთან კავშირის გარეშე ვიკიმედია ვერც შეძლებს ამ პროექტის მხარდაჭერას. უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი, რომ ვიკიპედიისაგან განსხვავებით ფონდი არაა ღია ყველა მოხალისესთვის. ფონდი არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდება პროფესიონალები როგორც თავიანთ სპეციალობაში (საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები, ბუხჰალტერია, პროექტების სამსახური, სამართლებრივი მხარე და ა. შ.), ასევე ხალხი ვიკიპედიაში მუშაობის დიდი გამოცდილებით. ადვილი არ იქნება, თუმცა ადვილი არაფერია და წინა წლებში ეს ყველაფერი ჩვენთვის ბევრად რთული იყო. თუმცა, ასეთი საკითხების განხილვა ჯობია სერიოზულ შეხვედრებზე ვიღიმი. Deu. 18:17, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
იანვარში 15-თვის როგორც ვიკრიბებით ისევ ისე გავაკეთოთ--დათო1010 18:18, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე მომწონს.. მანამდე დიდი დროა, ზუსტ დროზე კიდევ შევთანხმდებით. Deu. 18:22, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე 15-ში უკვე ვეღარ მოვახერხებ. ჩემი აზრით 11 იანვარი აჯობებს, ჯობს ამაზეც დავიწყოთ საუბარი ვიკიშეხვედრებში. --JABA 1977 18:35, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერი სიახლეებია. როგორც იტყვიან „მომავალი ჩვენია“ და „ცვლილებების დროა“. ვიღიმი --MEDGEORGIA  განხილვა  15:32, 23 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ ახალ წელს!

ძვირფასო ვიკიპედიელებო. ნება მომეცით, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი.

დავიწყებ სევდიანით. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს. ქვეყნის ინტელექტუალური რესურსები ენციკლოპედიას კვლავ არც თუ სწორად ხმარდება - ყველა, ვისაც თითქოს, ტექნიკურად და თეორიულად შეუძლია ვიკიში თითო სტატიის შემოტანა, ლაზღანდარობა ურჩევნია. გარდა ამისა, აქტიური წევრები ახალ სტატიებს შედარებით ნელა ვამატებთ - ალბათ, იმიტომ, რომ ძველი მასალაც გადასახედია. არის ობოლი და წყაროების გარეშე დარჩენილი მრავალი გვერდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ცალსახად ეროვნული სულისკვეთების გამომხატველი ენციკლოპედია, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული თემები მაინც აქტუალურია. ბოლო დროს ხშირი კრიტიკა ისმის ჩვენი უახლესი ისტორიის მიმომხილველი სტატიების მისამართით, თუმცა ბევრს საერთოდ დღემდე ვერ გაუგია ისიც, თუ რა არის ვიკიპედია. დგას ეს და მრავალი სხვა პრობლემა. საჭიროა ცალკე ინსტანციებისა და ინსტიტუტების ინტელექტუალური რესურსების ჩართვა - სპეციალისტები ჩვენი ტკივილია. აღარაფერს ვიტყვი ჩვენს მართლწერასა თუ ბარბარიზმებზე (ვინ იცის, რამდენი მაქვს თუნდაც ამ რამდენიმე აბზაცში). მათი აღმოფხვრა შეგვიძლია მხოლოდ საკუთარი თავისადმი კრიტიკული მიდგომით.

სასიამოვნოა, რომ აქტიურობს ხალხი, რომელსაც ესა თუ ის მიმართულება აქვს აღებული. ამ წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორი ვიკიპედიელი (მაპატიეთ, თუ ვინმე გამომრჩა), (შესაბამისად) გეოგრაფიულ და ასტრონომიულ თემებზე მუშაობით. მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი სამუშაო გველის ისტორიის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნებისა და სხვათა დარგებში (არ დაგიმალავთ და იმ სფეროშიც, რომელსაც დროის 95 პროცენტს ვუთმობ - მუსიკაში). რამდენი რამ არის დასალაგებელი ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში. ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელი აქტიურად წერს კინემატოგრაფიაზე და ამ მხრივ სიტუაცია ამ საკითხში, მე ვიტყოდი, სტაბილურია - ანუ პატრონი ჰყავს. სასურველი იქნება, ასეთი სტაბილურობა შენარჩუნდეს სხვა საკითხებშიც, რათა ის მაინც გვქონდეს სათქმელი, რომ ყველა ესა თუ ის სფერო მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და იმასაც ჰყავს პატრონი.

შეიმჩნევა ბევრი სხვა სასიამოვნო ტენდენციაც - აღარაფერს ვიტყვი წინა სექციაში გადმოცემულ ინფორმაციაზე, უკრაინაში ვიკიპედიელთა შეხვედრაზე - ამით ჩვენ მომავალს უფრო მეტი იმედით უნდა შევხედოთ. მე ნამდვილად ვისურვებდი ახალ წელს ბევრი აქტიური ვიკიპედიელის გამოჩენას, მაგრამ ძველების დაბრუნება-გააქტიურება არანაკლებ სასიამოვნო იქნებოდა, ხომ ასეა?

ვიკიპედია არის მთელი სიცოცხლის საქმე, მაგრამ სიცოცხლე ჯანმრთელობის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, ულევ წარმატებასა თუ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ სიხარულს - თქვენს საყვარელ წრეში, თქვენს ახლობელ-ნათესავებში, იმ გარემოში, რომელშიც ყოველდღე ტრიალებთ და სუნთქავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2015 წელს! --Henry (მომწერეთ) 13:30, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, ჰენრი, გასული წლის შეფასებისათვის და მოლოცვისათვის! ვიღიმი როგორც ყოველი წელიწადი, გასულიც იყო ცუდის და კარგის მომცველი. ახალი წელიწადი კი უფრო მეტად კარგი ყოფილიყოს, ნაკლები შეცდომებით, მეტი სტატიით, მეტი ხარისხით, მეტი რაციონალურობით, მეტი მომხმარებლით, მეტი აქტიურობით, მეტი ერთობით, მეტი სპეციალისტით... და, რაც მთავარია, მეტი სიყვარულით ვიკიპედიასა და მის გარეთ! ვიღიმი Deu. 14:42, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელნო, გილოცავთ ახალ წელს! ჰენრიმ მართლაც შესანიშნავად ჩამოაყალიბა ყველაფერი.

მომავალ წელს ვისურვებდი ერთმანეთისადმი მეტ პატივისცემას, მეტ თანადგომას, გუნდურობას, რაც ასე ძალიან გვაკლია. ვერ ვიტყვი, რომ გასული წელი პირადად ჩემთვის ვიკიპედიაში წარმატებუილი იყო, სამსახურ(ებ)ის გამო, ვერ ვიყავი სათანადოდ აქტიური, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული. ჩემს თავს ვუსურვებ მეტ თავისუფალ დროს და ძველებურ ენთუზიაზმს; რაღაც ყოველთვის მთავრდება ცხოვრებაში, მაგრამ ერთ რამეში ბოლომდე დარწმუნებული ვარ — ვიკიპედია ჩემთვის არასოდეს დასრულდება, სანამ ცოცხალი ვიქნები.

როგორც აღმოჩნდა, თავისით არაფერი ხდება, ქართულენოვანი ვიკიპედია წინ ვერ მიდის ან ძალიან ნელა მიცოცავს, არც ახალი მომხმარებლები მოდიან თავისით, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. საჭიროა რადიკალური ზომების მიღება, რისკენაც პირადად მე, კიევის ვიკიშეხვედრამ მიბიძგა. ამ შეხვედრაზე ბევრი რამ გავაანალიზე და გავაცნობიერე, ბევრი რამეც ვისწავლე, რის სწორად გამოყენებამაც, შესაძლოა, დიდ წარმატებამდე მიგვიყვანოს. შეიძლება ზედმეტად თამამი განცხადება გამომივიდეს, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო — ყველაფერს გავაკეთებ, თავს გადავდებ და გამოვიყენებ იქ დამყარებულ კონტაქტებს, გამოცდილებას, საფუძველს ჩავუყრი დიდ ვიკიპედიურ მოძრაობას, რაშიც აუცილებელი იქნება ერთად დგომა, ყველას ერთობლივი წვლილი და მონდომება. წარმატების იმედს კი ანალოგიური სომხური მაგალითი მაძლევს, მით უმეტეს, ისინი მზად არიან გამოცდილება გაგვიზიარონ. მოკლედ, იმედი მაქვს, 2015 წელს ჩვენ გვექნება „ვიკიმედიის“ ოფიციალური წარმომადგენლობა თავისი ოფისითა და სხვა სიკეთეებით. და ბოლოს, ამ წელს ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გადავაბიჯოთ სტატიათა 100 000-იან ზღვარს! წარმატებები ყველას! — Mikheil მიწერა 15:12, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! იმედი მაქვს, მომავალ წელს უკვე ოფიციალური წარმომადგენლობით შევხვდებით. – BruTe () 15:57, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა კოლეგებო ასეთი ყოვლისმომცველი შეფასებისათვის, გიერთდებით მთელი სულით და გულით, ვიზიარებ თქვენს პათოსს. მიშა ქართული ვიკიპედიის განვითარების გზაზე მიგულე შენს გვერდით. მე იმედი მაქვს რომ კიდევ რამდენიმე ვიკიპედიელს შევძენ მომავალ 2015 წელს ქართულ ვიკიპედიას. ამჟამად ხაშურის ფაგლებს გავცდები. კიევიდან ჩამოსვლის შემდეგ ერთი საინტერესო ორგანიზაციიდან შემოთავაზება მივიღე, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორიისათვის ვიკიპედიის შესახებ საინტერესო ლექცია-ტრენინგი წამეკითხა. ეს უკვე მეორე წინადადება იყო ამ კუთხით (ერთი კიევში წასვლამდე მივიღე). ვიმედოვნებ ორივეს წარმატებით განვახორციელებ და რამდენიმე ისტორიით დაინტერესებულ ვიკიპედიელს გადავუსხამ ვიკისისხლს. წელს 100 000-იან ბარიერს ვაბიჯებთ (ვისაც გვჯერა გაგვატარეთ), თქვენთან ერთად წარმატებისაკენ. --JABA 1977 16:01, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 2015 წელი წარმატების მომტანი ყოფილიყოს ქართული ვიკიპედიის რედაქტორებისთვის და საერთოდ, ქართული ვიკიპედიისთვის !. პროექტში მეტი ენთუზიაზმი ყოფილიყოს და აუცილებლად დაგვეძლიოს სტატიათა 100 ათასიანი ზღვარი. - OTOGI Messages 16:42, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკი-კოლეგებო, გილოცავთ, ახალ, 2015 წელს, ჯანმრთელობასა და წინსვლას გისურვებთ, როგორც ვიკი-საქმიანობაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედი მაქვს, ეს ახალი წელი უფრო პროდუქტიული იქნება, „გაპასიურებული“ მომხმარებლებიც გავაქტიურდებით და ბევრი ახალიც შემოგვიერთდება.--George.G / 18:45, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ ყველას ახალი წლის დადგომას! გისურვებთ, თქვენთვის ეს წელი წარმატებული ყოფილიყოს!--SHOTHA [UT] 20:11, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ ყველას ახალ წელს! ჰენრიმ და მიშამ ისე ჩამოაყალიბეს ყველაფერი, რომ რამის დამატება ზედმეტია. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს გისურვებთ! — G.G. 11:08, 1 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ყველას გილოცავთ ახალ წელს ! მრავალას დაესწარით! იმედია 2015 წელი ისევე როგორც ქვეყნისთვის ასევე ვიკიპედიისთვისაც წარმატებული იქნება! --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 19:29, 1 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ ახალ წელს, წარმატებებს გისურვებთ 2015 წელს. --ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 22:35, 1 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]