კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი
კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი (უკრ. Київський національний лінгвістичний університет) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უკრაინაში. დაარსდა 1948 წლის 30 მარტს, როგორც კიევის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1988-2009 წლებში უნივერსიტეტის რექტორი იყო გალიკ არტემჩუკი, ხოლო 2010 წლიდან რექტორია რომან ვასკო.
დაფუძნდა | 1948 |
---|---|
ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი |
ქვეყანა | უკრაინა |
აფილაცია | უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია |
https://knlu.edu.ua |
ისტორია
რედაქტირებაკიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი არის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა უსსრ-ს განათლების სამინისტროს ბრძანება № 524/69-ის საფუძველზე 1948 წლის 30 მარტს.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 აგვისტოს № 592 განკარგულების საფუძველზე პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდა ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი.
1948-1949 სასწავლო წელს პირველ კურსზე სულ სამი ფაკულტეტი იყო: ინგლისურის, ფრანგულისა და ესპანური ენების. ირიცხებოდა 238 სტუდენტი. 1953 წელს გაიხსნა გერმანული ენის ფაკულტეტი, 1977 წელს - რუსული ენის ფაკულტეტი უცხოელი სტუდენტებისათვის. 1962 წლიდან მოქმედებს ასპირანტურა, ხოლო 1992 წლიდან - დოქტორანტურა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში უნივერსიტეტსდაემატა რამდენიმე ფაკულტეტი: ეკონომიკა-სამართლის, თარჯიმნების ფაკულტეტი და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1993 წლია უნივერსიტეტში მოქმედებს იუნესკოს პირველი კათედრა უკრაინაში.
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებაუნივერსიტეტს გააჩნია 3 სასწავლო კორპუსი, 4 სტუდენტური საერთო საცხოვებელი, კომპიუტერიზირებული ბიბლიოთეკა 1 მლნ ეგზემპლარი წიგნადი ფონდით. 10 კომპიუტერული კლასი 300 სამუშაო ადგილით, თანამედროვე სპორტული კომპლექსი და სასადილო.
ფაკულტეტები
რედაქტირებაამჟამად უნივერსიტეტს აქვს ექვსი ფაკულტეტი: გერმაული ფილოლოგიის, რომანული ფილოლოგიის, სლავური ფილოლოგიის, მთარგმნელობითი, ეკონომიკა-სამართლისა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტები.
სასწავლო პროცესს ემსახურება 30 კათედრა, სადაც მუშაობს 850 პედაგოგი. მათ შორის 56 მეცნიერებათა დოქტორი, 50 პროფესორი, 218 მეცნიერებათა კანდიდატი, 132 დოცენტი.
სპეციალობები
რედაქტირებაკიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი ამზადებს შემდეგი სპეციალობის ბაკალავრებს:
- ინგლისური ენა და ლიტერატურა
- გერმანული ენა და ლიტერატურა
- ფრანგული ენა და ლიტერატურა
- ესპანური ენა და ლიტერატურა
- ჩინური ენა და ლიტერატურა
- იაპონური ენა და ლიტერატურა
- რუსული ენა და ლიტერატურა
- უკრაინული ენა და ლიტერატურა
- ფსიქოლოგია
- ინგლისურიდან თარგმნა
- გერმანულიდან თარგმნა
- ფრანგულიდან თარგმნა
- ესპანურიდან თარგმნა
- ჩინურიდან თარგმნა
- იაპონურიდან თარგმნა
- კორეულიდან თარგმნა
- თურქულიდან თარგმნა
- არაბულიდან თარგმნა
- სპარსულიდან თარგმნა
- რუსულიდან თარგმნა
- ორგანიზაციის მენეჯმენტი
- სამართალმცოდნეობა
- გამოყენებითი ლინგვისტიკა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- სტუდენტური პორტალი დაარქივებული 2008-11-02 საიტზე Wayback Machine.