ვიკიპედია:სპამი
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
სპამი — არალეგალური რეკლამა ვიკიპედიაში, რომელიც დაუშვებელია ნეიტრალურობის პრინციპებიდან გამომდინარე. როგორც წესი, სპამად ითვლება მიუღებელი გარე ბმულების დამატება რეკლამირების მიზნით. ვიკიპედიის წესების თანახმად, სპამი ექვემდებარება დაუყონებლივ წაშლას, ხოლო მათ გამავრცელებლებზე ტარდება ადმინისტრაციული ზომები და ბლოკირება. ვიკიპედიაში არსებობს სამი ძირითადი ტიპის სპამი: რეკლამა, რომელიც მასკირებულია სტატიად, გარე ბმულების სპამინგი და წყაროს დამატება ავტორის წინ წამოწევის მიზნით ან ბმულის სახით არსებული შრომა.