ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ცხინვალის რეგიონი
განხილვის შედეგად შესაძლებელია სტატია რჩეულად აირჩეს ან გაიგზავნოს დასამუშავებლად. |
განხილვის წესები
|
- (ნომინაცია) - სრულყოფილი სტატიაა, მიკვირს აქამდე რატომ არ იყო ნომინირებული --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:10, 18 იანვარი 2013 (UTC)
- (მომხრე) --ზაქრო 18:49, 17 მარტი 2013 (UTC)
- (მომხრე) — ძალიან კარგი სტატიაა. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:49, 11 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე)--გიორგი-09 (✉) 16:55, 11 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე) --ჯაბა ლაბაძე 19:36, 11 ივნისი 2013 (UTC)
- (მოიცადეთ) თავად სტატია კარგია ძალიან, როგორც სტატია რეგიონის შესახებ. მაგრამ, როგორც ჩანს, იდეაში ამ სტატიამ უნდა გააერთიანოს არა მხოლოდ მონაცემები რეგიონის შესახებ, არამედ ის არაღიარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, რომ ამ სტატიაში არაა სრულყოფილად მოცემული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ შესახებ ინფორმაცია. ეს თემა იმდენად მოცულობითია, რომ ჯობია ცალკე გაკეთდეს ახალი სტატია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, სადაც მის შესახებ უფრო ვრცლად დაიწერება: რა სახის ორგანიზაციაა, ვინ აღიარებს და ვინ არა, მისი ტერიტორიული მოწყობა, მისი ისტორია დამოუკიდებლობის თვითაღიარებიდან, დე-ფაქტო რეჟიმის ხელისუფლება, ურთიერთობები დე-იურე რეჟიმებთან და დე-ფაქტო რეჟიმებთანაც. ეს ყველაფერი უნდა დაიწეროს ცალკე და არა ამ სტატიაში. სანამ სამხრეთი ოსეთი გადამისამართდება ცხინვალის რეგიონზე, მე ამ სტატიას ხმას ვერ მივცემ. Deu. 05:25, 21 ოქტომბერი 2013 (UTC)
- კომენტარი: სტატიას აქვს უზარმაზარი სქოლიო, რომელიც თითქმის მთლიანად წიგნებისგან შედგება და საერთოდ არაა სტანდარტიზებული. კარგი იქნება შესაბამისი თარგების გამოყენება:
- წიგნებისთვის
- პერიოდული გამოცემებისთვის
- ვებგვერდებისთვის
- ახალი ამბებისთვის
- ციტირებისთვის
- ენციკლოპედიებისთვის (არ ვიცი, მუშაობს თუ არა) --Vancho განხილვაწვლილი 09:23, 23 ნოემბერი 2013 (UTC)
- კომენტარი: ვეთანხმები დათოს. --M. განხილვაწვლილი 19:23, 2 დეკემბერი 2013 (UTC)
- (მომხრე)--Surprizi განხილვაწვლილი 15:26, 11 იანვარი 2015 (UTC)
- (წინააღმდეგი) ძალიან ცალმხრივი და მიკერძოებული სტატიაა. ასევე ცალკე უნდა შეიქმნას სტატია სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი--დათო1010 14:06, 3 მაისი 2015 (UTC)
- (წინააღმდეგი) ცხინვალის რეგიონს კონკრეტული ოფიციალური მნიშვნელობა არ აქვს. ის გამოიყენება ამჟამად ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონიმიური ოლქის ტერიტორიის აღსანიშნავად. აღნიშნული ტერიტორია, იურიდიულად, შედის შიდა ქართლის მხარის შემადგენლობაში, ამდენად ვფიქრობ, რომ სტატია, გარკვეულწილად, უნდა შეერწყას ამ სტატიას, ხოლო უმეტესი ნაწილი გადასანაწილებელია სტატიებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. საერთოდაც, როცა არსებობს სტატია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შესახებაა, რომლის მდგომარეობაც აფხაზეთისა თუ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მსგავსია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების შესახებ სტატიების შექმნა აუცილებელია.--ႨႪႨႠ განხილვაწვლილი 20:22, 3 მაისი 2015 (UTC)
- (წინააღმდეგი) ვეთანხმები დავითს--Jafara777 განხილვაწვლილი 11:20, 14 ოქტომბერი 2015 (UTC)