ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვივიენ საკია გრინი (ინგლ. Vivian Sakiyyah Green; დ. 22 მაისი, 1979, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერების ავტორი და პიანისტი.

ვივიენ გრინი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვივიენ საკია გრინი
დაბ. თარიღი 22 მაისი, 1979 (1979-05-22) (45 წლის)
დაბ. ადგილი ფილადელფია
წარმოშობა ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, ნეო-სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო
აქტიური 1997 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი viviangreen.com
ვივიენ გრინი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

გრინი დაიბადა 1979 წლის 22 მაისს ფილადელფიაში. ის პატარაობისას დაინტერესდა მუსიკით. მან ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა და დაიწყო სიმღერების წერა. ცამეტი წლის ასაკში გახდა კვინტეტის წევრი, სახელად Younique.

ცხრამეტი წლის ასაკში გახდა ჯილ სკოტის ბექ ვოკალისტი. ის სკოტთან ერთად მსოფლიო ტურნეზე იყო.[1] მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Columbia Records.

2002 წელს გრინმა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი A Love Story. ალბომთან ერთად გამოვიდა სინგლი „Emotional Rollercoaster". ამასობაში გრინი გამოჩნდა კოულ პორტერის ბიოგრაფიულ ფილმში De-Lovely, სადაც იმღერა მუსიკოსის 1930 წლის სიმღერა „Love for Sale“. ასევე ითამაშა NBC-ის დრამატულ სერიალში American Dreams. ის მხოლოდ ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, რომელიც ეთერში 2003 წლის 6 აპრილს გავიდა. ამ ეპიზოდში მან შეასრულა ბრენდა ჰოლოვეის 1964 წლის კომპოზიცია „Every Little Bit Hurts".

2005 წელს სინდი ლოპერთან ერთად ჩაწერა ორი კომპოზიცია „I'll Be Your River" და „Sisters of Avalon" მუსიკოსის ალბომისთვის The Body Acoustic. 2005 წლის გაზაფხულში გრინმა გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი Vivian. ნამუშევრის წამყვანი სინგლი „Gotta Go Gotta Leave (Tired)" 24-ე ადგილზე გავიდა ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზ ჩარტში, ხოლო დენს-ჟანრის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.[2] მუსიკოსმა მოგვიანებით გამოუშვა ალბომის მეორე სინგლი „I Like It (But I Don't Need It)". ეს ნამუშევარიც პირველ ადგილზე გავიდა დენს-ჟანრის ჩარტში.

2007 წელს გრინმა ჩაწერა კოლაბორაციული კომპოზიცია Guru-სთან ერთად სახელწოდებით „Fine and Free“. მალევე კონტრაქტი გააფორმა ახალ ლეიბლთან Koch Records. მიუხედავად ამისა, 2009 წლის აპრილში ახალი ხელშეკრულება გააფორმა E1 Music-თან. მუსიკოსის მესამე ალბომი სახელწოდებით „Beautiful“ გამოვიდა 2010 წლის 6 აპრილს.[3] მუსიკოსმა ალბომი ჩაწერა გრემის მფლობელ პროდიუსერ ენტონი ბელთან ერთად. მან ასევე ითანამშრომლა ჟასმინ სულივანთან, Jewel-თან, Musiq-თან, რაჰიმ დევონსა და ჯილ სკოტთან.

2011 წელს Phoe Notes-თან ერთად ჩაწერა კომპოზიცია „Missing You". ნამუშევარი ციფრულად გამოვიდა 9 დეკემბერს. Phoe Notes-მა და გრინმა გადაიღეს მუსიკალური ვიდეო 16 დეკემბერს. გარდა ამისა, მუსიკოსმა დაწერა სიმღერები „Keep On Going" Good Times - London-ისთვის და „Let It Burn" Birds Eye Riddim-ისთვის. 2012 წლის 3 იანვარს გამოვიდა გრინის ახალი სინგლი „Oh Freedom“.[4] იმავე წელს დაწერა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის „Love", „La La Means I Love You" და „Still Here".[5][6][7] 2012 წლის 7 აგვისტოს გრინმა გამოუშვა წამყვანი სინგლი მისი მეოთხე ალბომიდან. ალბომი, The Green Room, გამოვიდა 2012 წლის 9 ოქტომბერს.[8][9] 2013 წელს მუსიკოსი გამოვიდა რამდენიმე ფესტივალზე. ასევე იმღერა BET-ისა და Centric-ის მუსიკალურ სერიალში.[10][11]

2014 წელს გრინი გახდა პირველი შემსრულებელი, რომელმაც ხელი მოაწერა რეპერ Kwamé-ის ახალ ხმისჩამწერ ლეიბლს, Make Noise Recordings. მუსიკოსის მეხუთე სტუდიური ალბომი „Vivic“ გამოვიდა Caroline Records-ის ეგიდით. 2015 წლის 7 აპრილს გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი „Get Right Back to My Baby". სიმღერა ბილბორდის UAC ჩარტში მე-2 ადგილზე გავიდა. 2015 წელს მუსიკოსმა მიიღო Soul Train Award-ის ნომინაცია. 2016 წელს გამოუშვა „Grown Folks Music (Work)". ნამუშევარი მოხვდა ბილბორდის UAC ჩარტის ტოპ 15-ში.

2017 წლის 7 ივლისს გამოვიდა მუსიკოსის პირველი სინგლი მისი მეექვსე ალბომიდან „VGVI“. კომპოზიცია „I Don't Know" ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერების ჩარტში ტოპ 10-ში მოხვდა. ალბომი გამოვიდა 2017 წლის 6 ოქტომბერს.[12]

2019 წლის ოქტომბერში გრინმა კონტრაქტი გააფორმა SoNo Recording Group-თან. მუსიკოსის მეშვიდე სტუდიური ალბომი, Love Absolute, გამოვიდა 2020 წლის 13 ნოემბერს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

პირველ და მეორე ალბომებს შორის მუსიკოსს სამწლიანი პაუზა ჰქონდა. 2004 წელს შეეძინა ვაჟი, სახელად ჯორდანი. გრინი არის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ადვოკატი.[13]

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • A Love Story (2002)
  • Vivian (2005)
  • Beautiful (2010)
  • The Green Room (2012)
  • Vivid (2015)
  • VGVI (2017)
  • Love Absolute (2020)[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Interview: Vivian Green Talks New album "Vivid", Fresh Energized Sound, Signing With Kwame. You Know I Got Soul. ციტირების თარიღი: July 12, 2015
  2. Vivian Green – Gotta Go, Gotta Leave (Tired) Billboard. Retrieved:February 11, 2006
  3. Vivian Green. Vivian Green. ციტირების თარიღი: June 30, 2016
  4. Oh Freedom: Vivian Green: MP3 Downloads. ციტირების თარიღი: June 30, 2016
  5. Still Here [feat. Vivian Green]: Brian Culbertson: MP3 Downloads. ციტირების თარიღი: June 30, 2016
  6. La La Means I Love You Feat. Vivian Green: Bob Baldwin: MP3 Downloads. ციტირების თარიღი: June 30, 2016
  7. Love (feat. Vivian Green): Zion: MP3 Downloads. ციტირების თარიღი: June 30, 2016
  8. Albums. Green Room: Vivian Green: MP3 Downloads. ციტირების თარიღი: June 30, 2016
  9. The Green Room by Vivian Green on iTunes. iTunes Store (October 9, 2012). ციტირების თარიღი: June 30, 2016
  10. Jill Scott and Mary Mary Set For Season 3 of 'Verses and Flow' (August 7, 2013). ციტირების თარიღი: June 30, 2016
  11. Fashion, Beauty, Trends and Style (July 22, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 9, 2013. ციტირების თარიღი: June 30, 2016
  12. Vivian Green – news article. Caroline Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: May 3, 2015
  13. VIDEO: Vivian Green Discusses Raising A Special Needs Child (April 27, 2010). ციტირების თარიღი: June 30, 2016
  14. Vivian Green Prepares to Offer 'Love Absolute' with 'You Send Me' | SoulBounce | SoulBounce (October 23, 2020).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვივიენ_გრინი“-დან