ვეშაგურნი
ვეშაგურნი — სოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
ვეშაგურნი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ფასანაური |
კოორდინატები | 42°19′43″ ჩ. გ. 44°38′03″ ა. გ. / 42.32861° ჩ. გ. 44.63417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1320 მ |
მოსახლეობა | 24[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ხანდოსხევის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1320 მ სიმაღლეზე, ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 45 კმ-ით.
სოფლის სახელწოდება უკავშირდება ვეშაგურებს — ხანდოს ხევის ერთ-ერთ ძირითად გვარს, რომელიც, გადმოცემით, ამ მხარეში ინგუშეთიდან მოსულა. არაგვის ხეობის 1774 წლის აღწერაში იხსენიება ვეშაგურთკარის სახელით. ვეშაგურები ხანდოს მთავარი სალოცავის — „მთავარანგელოზის“ ყმებად ითვლებოდნენ.[2][3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 24 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[4] | 71 | 33 | 38 |
2002 | 24[5] | ||
2014 | 24 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 388-389.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ითონიშვილი ვ., ხანდოს ხევი, თბ., 2003. — გვ. 29-30.
- ↑ თოფჩიშვილი რ., არაგვის ხეობის დაბლობი და მისი მკვიდრნი: ეთნოისტორიული საკითხები, თბ., 2020. — გვ. 10-11.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930. — გვ. 12.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.