ვახტანა
ვახტანა — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ახალშენის ადმინისტრაციული ერთეული).[2]
მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთში, საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1000 მ, თიღვიდან 15 კმ-ში, ყორნისიდან 8 კმ-ში.[3]
ვახტანა 1990 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში (ზნაურის რაიონი). 1989 წლის აღწერით იყო 176 მცხოვრები (ძირითადად ოსები). 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტის შემდეგ სოფელი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩა. საქართველოს დე-იურე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ვახტანა შედიოდა ქარელის, 2006 წლიდან — თიღვის მუნიციპალიტეტში. 2008 წლის კანონით სოფელი მოქცეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვახტანის მახლობლად განლაგებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების ბაზა.
სოფლის ტერიტორიაზე შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[4] სოფლის სასაფლაოზე დგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტებიც), მის მიმდებარედ — ძველი ეკლესიის და სხვა ნაგებობის ნაშთები. სოფლიდან 3 კმ-ის დაშორებით, გომართის გზაზე შემორჩენილია „გომართის“ სალოცავის ნანგრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვახტანა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14094
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.webcitation.org/6rr3L8GjN
- ↑ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7, 2022 წლის 4 ივლისი, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 336.
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.