ვახტანის გომართის სალოცავი
ვახტანის გომართის სალოცავი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანაში. აგებულია შუა საუკუნეებში. სოფლიდან 3 კმ დაშორებით, გომართის გზაზე შემორჩენილია ნაეკლესიარი (თლილი ქვის გროვა), ქვის სტელით. ადგილობრივი მაცხოვრებლების გადმოცემით, მლოცველები გომართის ეკლესიასთან მისვლამდე ამ სტელასთან ლოცულობდნენ. 0,78 მ სიმაღლის პრიზმულ ქვაზე ჯვარცმის სცენის რელიეფური გამოსახულებაა. ფიგურის თავი დაზიანებულია. სტელის ზედა, მარცხენა კუთხე ჩამოტეხილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004