ვახტანის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი
ვახტანის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანაში. აგებულია განვითარებულ საუკუნეებში.
ძეგლი მდებარეობს გომართის მთაზე, ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. წყობაში ალაგ-ალაგ ჩასმულია მოზრდილი, უსწორო ფორმის ქვაც.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია, ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი ოთხკუთხა ნიშითა და ორსაფეხურიანი შვერილით. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. ჩრდილოეთ კედელს ორსაფეხურიანი პილასტრი ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია კედლის პილასტრი.
არქიტრავული შესასვლელი გაჭრილია დასავლეთ კედელში. ეკლესიის თაღ-კამარა და კედლის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. სამხრეთი კედელი მთლიანად დანგრეულია. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004