ვახტანის ძველი ნაგებობის ნაშთი

ვახტანის ძველი ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ღვთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთით 200 მ-ის მოშორებით შემორჩენილია ნაგებობის ნაშთი. ნაგებობა გეგმით ოთხკუთხაა. სამხრეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. დანარჩენი კედლების სიმაღლე 50-სმ-ს აღწევს.

სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორექვა. ტერიტორიაზე მიმობნეულია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004