ვაფა გულუზადე
ვაფა გულუზადე (გვარი ასევე გამოითქმის, როგორც გულიზადე, გოულიზადე, ქულიზადე, ქულიზადე (აზერ. Vəfa Mirzağa oğlu Quluzadə) (დ. 21 დეკემბერი, 1940 — გ. 1 მაისი, 2015) — აზერბაიჯანელი დიპლომატი, პოლიტიკის მეცნიერი და კონფლიქტთა გადაწყვეტის სპეციალისტი. 1990-1999 წლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დროს იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში.
განათლება და პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებავაფა გულუზადე დაიბადა1940 წლის 21 დეკემბერს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში. უმაღლესი სკოლა 1958 წელს დაამთავრა, ხოლო აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს.[1] მოგვიანებით აზერბაიჯანის რადიოში უცხოური ამბების რედაქორად მუშაობდა. მოგვიანებით გულუზადე სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტში სამი წლის განმავლობაში სწავლობდა. გულუზადემ მაგისტრის ხარისხი 1968 წელს მიიღო. მისი ნაშრომი თანამედროვე ეგვიპტურ ლიტერატურაზე დაწერა.
გულუზადემ დიპლომატიური კარიერა 1969 წელს დაიწყო, როგორც სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშემ, მოგვიანებით ის ეგვიპტეში საბჭოთა საელჩოს მეორე მდივნად დაინიშნა. კაიროში მსახურობის შემდეგ გულუზადემ მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტში გადაინაცვლა. სრულად ფლობდა რუსულ და არაბულ ენებს და თარჯიმნობდა ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათთან, სირიის პრეზიდენტ ჰაფეზ ასადთან, ლეონიდ ბრეჟნევთან, ალექსეი კოსიგინთან, ანდრეი გრომიკოსთან, ანდრეი გრეჩკოსთან და სხვა უფროს მოხელეებთან.[1]
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შემდეგ 1973-1974 წლებში გულუზადე მონაწილეობდა ჟენევის კონფერენციის დღის წესრიგის შემუშავებაში, ასევე პალესტინის პრობლემასთან დაკავშირებულ არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში, მათ შორის 1984 წლის ჟენევისა და 1986 წლის სტამბოლის კონფერენციებში.
ვაფა გულუზადე ჰეიდარ ალიევს 1973 წელს დაუახლოვდა, როდესაც ალიევი ეგვიპტეში საბჭოთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა. 1975 წელსჰეიდარ ალიევმა, რომელიც იმ დროისთვის აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო, გულუზადე ბაქოში მიიწვია და აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნა. 1987 წელს გულუზადე კვლავ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს და ალჟირში საბჭოთა საელჩოს ელჩად დანიშნეს.
1990 წლის ნოემბრიდან 1999 წლის ოქტომბრამდე გულუზადე საგარეო საქმეთა საკითხებში მრჩევლად და კონსულად სამი პრეზიდენტის: აიაზ მუტალიბოვის, აბულფაზ ელჩიბეისა და ჰეიდარ ალიევის დროს მუშაობდა. ამ დროს გულუზადე სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იყო. სომხეთთა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დროს იგი იყო მთავარი პრეზიდენტ ალიევის მთავარი მომლაპარაკებელი და პრეზიდენტ ალიევის წარმომადგენელი. ის აგრეთვე მონაწილეობდა 1992 წლის ჰელსინკის სამიტზე აზერბაიჯანის დელეგაციასთან ერთად, 1994 წელს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 49-ე სესიაში, 1994 წლის ბუდაპეშტის სამიტზე, ისლამური კოოპერაციის ორგანიზაციის 1995 წლის კასაბლანკას სამიტზე, 1995 წელს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ორუმში, 1995 წელს კოპენჰაგენში გამართულ სოციალური განვითარების მსოფლიო სამიტზე, 1996 წელს ლისაბონში გამართუულ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, 1997 წელს - ევროკომისიის სამიტზე სტრასბურგში, 1997 წელს მადრიდში და 1999 წელს ვაშინგტონში გამართულ ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტებზე, მონაკოს მსოფლიო სამიტზე. ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დელეგაციებს ეუთოს მინსკის ჯგუფის შეხვედრებზე რომში, პარიზში, ვენაში, პრაღაში, ჟენევაში, ბრიუსელში, ანკარასა და მოსკოვში.[2][3][4] სრულად ფლობდა აზერბაიჯანულ, რუსულ, არაბულ და ინგლისურ ენებს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებავაფა გულუზადე დაქორწინებული იყო ლეილა აჰმადოვაზე. ჰყავდა ქალიშვილი და ვაჟი (1974-2010) და ოთხი შვილიშვილი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Vəfa Quluzadə kimdir? Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 15 August 2014.
- ↑ Vəfa Quluzadə on Adam.az Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 15 August 2014.
- ↑ Azerbaijan, Russia, and the Middle East. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 15 August 2014.
- ↑ Resneck, Jacob. Azerbaijan’s tense ties with neighbor Iran cause concern. Washington Times. ციტირების თარიღი: 15 August 2014.