ანდრეი გრომიკო
ანდრეი გრომიკო (დ. 18 ივლისი [ ძვ. სტ. 5 ივლისი] , 1909, სოფელი სტარიე-გრომიკი, გომელის მაზრა, მოგილევის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 2 ივლისი 1989, მოსკოვი, რუსეთი) — სსრკ-ს დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, 1957–1985 წლებში სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი, 1985–1988 წლებში უმაღლესის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
ანდრეი გრომიკო | |
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ივლისი, 1985 – 1 ოქტომბერი, 1988 | |
წინამორბედი | ვასილი კუზნეცოვი |
მემკვიდრე | მიხეილ გორბაჩოვი |
სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მარტი, 1983 – 2 ივლისი, 1985 | |
თავმჯდომარე | ნიკოლოზ ტიხონოვი |
სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 თებერვალი, 1957 – 2 ივლისი, 1985 | |
წინამორბედი | დმიტრი შეპილოვი |
მემკვიდრე | ედუარდ შევარდნაძე |
დაბადებული | 18 ივლისი, 1909 რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 2 ივლისი, 1989 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | სკკპ (1931-დან) |
მამა | ანდრეი გრომიკო |
დედა | ოლღა ბეკარევიჩი |
მეუღლე | ლიდია გრინევიჩი |
შვილები | ანატოლი, ემილია |
განათლება | მინსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
საქმიანობა | დიპლომატი |
1944 წელს ანდრეი გრომიკო გაეროს შექმნასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მოწვეულ დუმბარტონ-ოქსის კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მონაწილეობდა იალტისა (ყირიმი, სსრკ, 1945 წ.) და პოტსდამის (გერმანია, 1945 წ.) კონფერენციების მომზადებაში და მიმდინარეობაში[1]. ამავე წელს ხელმძღვანელობდა დელეგაციას სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე და სსრკ-ს სახელით ხელი მოაწერა გაეროს წესდებას. 1985 წელს პოლიტბიუროს სხდომაზე მიხეილ გორბაჩოვის კანდიდატურა წამოაყენა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Биографии на сайте hrono.ru
- Андрей Громыко глазами сына დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ А. А. Громыко. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-09. ციტირების თარიღი: 2014-03-23.