ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ვარლამ ურდია (15 სექტემბერი, 190630 ოქტომბერი, 1945) — ქართველი საბჭოთა მფრინავი (ბომბდამშენისა და გამანადგურებლის), რომელმაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომის საჰაერო ბრძოლებში. გამანადგურებელ-მოიერიშე PS-84-ისა და Ilyushin Il-2- ის მეშვეობით, ოპერაცია ბარბაროსას დროს, ბომბავდა გერმანულ პოზიციებს ვორონეჟის ფრონტზე, ასევე მონაწილეობას იღებდა კავკასიის ფრონტზე საჰაერო ბრძოლებში. 1942-43 წლებში გაწეული სამსახურისთვის პოლკოვნიკი ურდია ორჯერ დააჯილდოვეს სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენით, ხოლო 1944 წელს - წითელი დროშის ორდენით ბრძოლის ველზე გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და სიმამაცისთვის.[1][2][3][4]

ვარლამ ურდია
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1906
დაბადების ადგილი ვედიდკარი
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი, 1945
გარდაცვალების ადგილი უკრაინა
ჯარის სახეობა სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1924–1945
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები სსრკ-ფინეთის ომი, დიდი სამამულო ომი
ჯილდოები ორდენები:
წითელი დროშის
წითელი ვარსკვლავის
სამამულო ომის (I ხარისხი)

ადრეული კარიერა

რედაქტირება

ურდია 1906 წლის 15 სექტემბერს საქართველოს დასავლეთით სოფელ ვედიდკარში დაიბადა. წითელ არმიაში შვიდწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, მიიღეს უკრაინის სსრ-ის სამხედრო პილოტთა მე-11 სკოლაში (ასევე ცნობილია, როგორც ვოროშილოვგრადის სამხედრო საავიაციო სკოლა). სწორედ აქ ჩამოყალიბდა ურდია სამხედრო პილოტად. 1933 წელს ოჯახთან ერთად უმანში გადავიდა და სხვადასხვა სამხედრო-საჰაერო დანაყოფში იმსახურა - დაწყებული უმცროსი პილოტიდან სამხედრო-საჰაერო ძალების მაიორის წოდებით დამთავრებული. უმანში 22-ე საჰაერო საწვრთნელ ბაზაზე (202-я учебная авиабаза) მუშაობდა ფრენის ინსტრუქტორად, ხოლო 1938 წლამდე ზაპოროჟიეს ავიაციის ტექნიკურ კოლეჯში (Запорожский авиационный техникум) საწვრთნელ ვარჯიშებს ატარებდა.[5][6]

ურდიამ პირველი საბრძოლო გამოცდილება, როგორც მფრინავ-გამანადგურებელმა, 1939 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ აგრესიის დროს მიიღო. კერძოდ, გროდნოს ბრძოლაში პოლონური ქვედანაყოფების წინააღმდეგ, რომელთაც გენერალი ვაქლავ პჟეჟეცკი მეთაურობდა. იმავე წლის 20 დეკემბერს ურდია გადაიყვანეს ლოდეინოე პოლეს სამხედრო საჰაერო ბაზაზე 275-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის ესკადრილიაში. ფინეთის წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის დროს, საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდა ფინეთის სამხედრო პოზიციებზე. ომის მიმდინარეობისას, საბჭოთა სარდლობა საავიაციო გამანადგურებელ ერთეულებს იყენებდა და ამგვარად უწყობდა ხელს წითელი არმიის ქვეითი ჯარის წინსვლას, ბომბავდა მომმარაგებელ მატარებლებს ფინეთის თავდაცვის ხაზს მიღმა. 1940 წლის 19 მაისს ურდიას ფინეთის წინააღმდეგ ომში გაწეული სამსახურისთვის წითელი ვარსკვლავის ორდენი მიენიჭა და ვიცეპოლკოვნიკის წოდებით დაწინაურდა. [7][8] მეორე მსოფლიო ომის უეცარი დაწყების შემდეგ, ურდია მაშინვე გაგზავნეს ჩრდილო კავკასიაში. კერძოდ, ჩეჩნეთში, ახლადდაარსებულ მსროლელ-ბომბდამშენთა გროზნოს სამხედრო საავიაციო სკოლაში (Грозненская военная авиационная школа стрелков-бомбардиров), სადაც ბომბდამშენ პილოტად უნდა გაეწვრთნათ. სკოლა ქალაქ გროზნოს მახლობლად პატარა ავიბაზაზე მდებარეობდა. [9]

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
PS-84 ბომბდამშენი, 1941

1941 წლის ივლისში, როცა საბჭოთა კავშირზე გერმანელთა შეტევა დაიწყო, ურდია ომის წინა ხაზზე ახლადჩამოყალიბებული საჰაერო თავდაცვის დივიზიის 101-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკით გაგზავნეს. [10][11] შემდგომ PS-84 ბომბდამშენის ესკადრილიაში გაგზავნეს ვორონეჟის ფრონტზე სწორედ იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი იქ გერმანიის წინსვლის შეჩერებას ცდილობდა. ვორონეჟი ჰიტლერის მთავარი სამიზნის - სტალინგრადის - შესასვლელი გახლდათ. [12] PS-84 დაფრინავდა, როგორც სამგზავრო თვითმფრინავი, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ უმთავრესად სამხედრო ოპერაციებში იყენებდნენ. 1941 წლის საბჭოთა PS-84 თვითმფრინავს 1942 წელს Lisunov Li-2 -ის სახელი დაერქვა და აღიჭურვა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით. იგი გამოიყენებოდა მარაგის ტრანსპორტირებისა და საჰაერო დაბომბვებისთვის. 1942 წლის მარტი - დეკემბერის პერიოდში ურდიამ ღამის დაბომბვის დროს თვითმფრინავ PS-84/Li-2-ით 11-ჯერ გადაიფრინა გერმანიის პოზიციებზე; უმიზნებდა საარტილერიო ბატარეებს, ქვეითი ჯარის თავშესაფრებსა და მომმარაგებელ ხაზებს. შესაბამისად, ვერმახტს ზარალი მიადგა. [13] მტრის პოზიციების დაბომბვაში მონაწილეობის გამო, ურდია სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და დაწინაურდა პოლკოვნიკის წოდებით. [14] 1942 წლის აგვისტოს ბოლოს მან თვითმფრინავ Li-2-ით რამდენიმე მისია შეასრულა. მის მიზანს საბჭოთა შეიარაღებული ძალების მომარაგება და ვერმახტის მე-6 არმიაზე დარტყმების გაგრძელება წარმოადგენდა. ვერმახტის მე-6 არმიამ იმ დროისთვის, ოპერაცია ლურჯის (Blau-ს) საწყის ეტაპზევე, მიაღწია ვორონეჟს. [15] 101-ე დივიზიონის მეთაურის, გენერალ-მაიორ ივან ევსევევის, მთავარი მიზანი 1942 წლის ოქტომბერში, სტალინგრადზე კონტრშეტევისას, საბჭოთა სახმელეთო ჯარისთვის საავიაციო დაფარვის უზრუნველყოფა გახლდათ. [16]

 
გამანადგურებელ-მოიერიშე ილიუშინ ილ-2, 1943

1942 წლის სექტემბერში ევსევევი თავიდან დაინიშნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-8 გამანადგურებელი საავიაციო კორპუსის (8-й истребительный авиационный корпус ПВО) ხელმძღვანელად კავკასიის ფრონტზე. გერმანულმა ჯარებმა კავკასიაში ოპერაცია ედელვაისი (Edelweiss) დაიწყეს იმ მიზნით, რომ მიეღწიათ ბაქოს ნავთობის საბადომდე. დეკემბერში გენერალ-მაიორმა ივან ევსევევმა ურდია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-8 გამანადგურებელ საავიაციო კორპუსში (8-й истребительный авиационный корпус ПВО) გადაიყვანა. მას უნდა ებრძოლა კავკასიაში, სადაც სიტუაცია არ იყო სტაბილური; კერძოდ, გერმანიის არმიის ჯგუფ ა-ს მე-4 სამთო დივიზიამ ტერიტორიები დაიკავა ჩეჩენთა ანტისაბჭოური აჯანყებისას, რომელსაც ხასან ისრაილოვი მეთაურობდა. [17][18] ყუბანის საჰაერო ბრძოლის დროს ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, სადაც ორივე მხრიდან 2000-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული ომის ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო ბრძოლაში, ურდია ხელახლა დაინიშნა გამანადგურებელ-მოიერიშე (Sturmovik) Ilyushin Il-2 -ის პილოტად. [19] ყუბანის საჰაერო ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მას მეორედ გადაეცა სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი და გააგრძელა Ilyushin Il-2 - ის მართვა. [20][21] 1943 წლის ოქტომბერში ურდია მიავლინეს საბჭოთა საჰაერო ძალების ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში (Краснознамённый Северо-Кавказский военный округ), თუმცა დეტალები მისი მსახურებისა და ადგილმდებარეობის შესახებ 1943 წლის ნოემბრიდან უცნობია. საარქივო დოკუმენტების მიხედვით, 1944 წლის 3 ნოემბერს ურდიამ მიიღო წითლი დროშის ორდენი ბრძოლისველზე გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის. [22]

 
ვარლამ ურდიას დაჯილდოების ბძანება, 1942

გარდაცვალება

რედაქტირება

ვარლამ ურდიას გარდაცვალების გარემოებები დღემდე უცნობია. 1945 წლის 30 ოქტომბერს იგი დასავლეთ უკრაინაში თავისსავე თვითმფრინავში საჰაერო აფეთქების დროს დაიღუპა. საბჭოთა პერიოდის ოფიციალური დოკუმენტი 1945 წლის 9 მაისის შემდეგ გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის ოფიცერთა შორის სამხედრო დანაკარგის შესახებ (Список офиcерного состава Истребителной Авиаcии ПВО страни погибших после 9 Mая 1945 г.) მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ურდია მოკლეს.[23] მისი მეუღლე მარიამ გოგოლაძე სამშობლოში, საქართველოში ორ ქალიშვილთან და ვაჟთან — ანზორ ურდიასთან ერთად დაბრუნდა. ანზორ ურდია მოგვიანებით ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი გახდება.[24][25]

ჯილდოები

რედაქტირება
საბჭოთა ჯილდოები
  წითელი ვარსკვლავის ორდენი (19 მაისი 1940)
  სამამულო ომის ორდენი (13 ივნისი 1942)
  სამამულო ომის ორდენი (14 თებერვალი 1943)
  წითელი დროშის ორდენი, სამგზის (3 ნოემბერი 1944)
  1. Urdia, Varlam. Награда Варлама Урдия ru. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  2. Urdia, Varlam. Архивные документы о данном награждении Урдия Варлам Александрович 1906г.р ru. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  3. Urdia, Varlam. Награда Варлама Урдия ru. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  4. Urdia, Varlam. УРДИЯ ВАРЛАМ АЛЕКСАНДРОВИЧ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-03. ციტირების თარიღი: 2021-02-07
  5. Urdia, Varlam. Награда Варлама Урдия ru. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  6. Collective of authors. Светлая память Варлам Александрович Урдия // newspaper «Красная Звезда». — Moscow: Красная Звезда, 1945.
  7. Pamiyat Naroda Award list of Varlam Urdia ru. ციტირების თარიღი: 2021-03-04
  8. Urdia, Varlam. О НАГРАЖДЕНИИ ВОЙСКОВЫХ ЧАСТЕЙ КРАСНОЙ АРМИИ ОРДЕНАМИ СССP ru. ციტირების თარიღი: 2021-03-04
  9. Школы младших авиаспециалистов в 1941-1945 гг. ru. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  10. Soviet Newspaper «Pravda». — Moscow: «Правда», 19 February 1943.
  11. Order of the Commander Military Air Force of the Red Army № 700733 от 4 October 1941
  12. Collection of Authors. The Great Patriotic War: Commanders of Division, collection of military biographies / V.P. Goremikin. — М.: Kuchkovo pole, 2014. — Vol. 2. — p. 302 - 304, 354 - 356, 109 - 111, 262 - 264, 157 - 158. — ISBN 978-5-9950-0341-0.
  13. Collection of Authors. Коллектив авторов. The Great Patriotic War: Commanders of division. Collection of Military biographies / V.P. Goremkin. — M.: Kuchvo pole, 2014. — Vol. 2. — p. 263. — ISBN 978-5-9950-0341-0.
  14. Urdia, Varlam. Награда Варлама Урдия ru. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  15. Collection of Authors. The Great Patriotic War: Commanders of Division, collection of military biographies / V.P. Goremikin. — М.: Kuchkovo pole, 2014. — Vol. 2. — p. 156. — ISBN 978-5-9950-0341-0.
  16. 100 лет со дня рождения Героя Советского Союза И. И. Евсевьева (1910-1991) / Л. И. Бузова // Алтайский край, 2010 : календарь знаменательных и памятных дат / Управление Алтайского края по культуре, Алтайская краевая универсальная научная библиотека им. В. Я. Шишкова; [редкол.: В. С. Олейник (отв. ред.) и др. ; отв. за вып. Т. И. Чертова ; сост. Е. В. Лукинец и др.]. — Барнаул, 2009. — С. 108-112. — Библиогр.: с. 112.
  17. N.A. Antipenko. "Towards the main direction" (Memoirs of the Deputy Commander of the Front). — Moscow: Nauka, 1967.
  18. The Soviet War against 'Fifth Columnists':The Case of Chechnya, 1942–4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-27. ციტირების თარიღი: 2021-03-06
  19. Крещение огнём. Воздушные бои на Кубани, апрель-июнь 1943 года. (3-й истребительный авиакорпус в воздушных боях на Кубани). Евгений Порфирьев. Краснодар, 2013 год.
  20. Collection of authors. The combat composition of the Soviet Army. Part III. (January — December 1943 г.) / G.T. Zavizion. — Military Directorate of the General Staff. — Moscow: Order of the Red Banner Military Publications by the Ministry of Defence of the Soviet Union, 1972.
  21. Tsentral'nyy Arkhiv Ministerstva Oborony Rossiyskoy Federatsii. Journal of Combat operations (01.07.1945). Pamiyat Naroda. Ministry of Defense of the Russian Federation.
  22. Urdia, Varlam. Урдия Варлам Александрович, Награда Орден Касного Знамени ru. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  23. Urdia, Varlam. Документ Уточняющие Потери ru. ციტირების თარიღი: 2021-02-05
  24. Askilashvili, Aliko. Anzor Urdia, Georgian National Filmography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2023-02-04.
  25. Анзор Урдия.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარლამ_ურდია“-დან