ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანზორ ურდია (დ. 12 მარტი, 1939, უმანი, უკრაინა — გ. 29 სექტემბერი, 2011, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. არაერთ სპეკტაკლსა და ფილმში მიუღია მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა დასამახსოვრებელი როლები შეასრულა, მათ შორის ბარდღუნია (დათა თუთაშხია) და ხარაბაძე (თეთრი ბაირაღები).

ანზორ ურდია
დაბადების სახელი ანზორ ურდია
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1939
უმანი, უკრაინის სსრ
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 2011 (72 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ნანა გიგინეიშვილი
მშობლები მამა: ვარლამ ურდია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ურდია დაიბადა უკრაინის ქალაქ უმანში, 1939 წელს, სადაც მამამისი, ვარლამ ურდია მეორე მსოფლიო ომის დროს მოიერიშის პილოტი იყო. ურდია და მისი ოჯახი საქართველოში 1945 წლის 30 ოქტომბერს უკრაინაში მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდნენ. იგი სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც გახდა წარმატებული თეატრის მსახიობი. ურდიამ დიდოსტატური ნიჭით განასახიერა ეპიზოდური პერსონაჟები ცნობილ ქართულ ფილმებში: „ყვარყვარე“, „კუკარაჩა“ და „პირველი მერცხალი“. ცნობილ საბჭოთა მრავალსერიან ფილმში, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოების, „დათა თუთაშხია“ მიხედვით დაიდგა, ურდიამ განასახიერა სიუჟეტური გმირი ბარდღუნია (მთვრალი უსახლკარო მაწანწალა). მან კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ 1990 წლის კინოადაპტაციაში ხარაბაძის როლისთვის. 1980 წელს კინო-თეატრის სამსახიობო კარიერის მწვერვალზე მყოფი ურდია დაინიშნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის უფროსად, სადაც ათ წელზე მეტი მუშაობდა. ურდია დაქორწინებული იყო ქართველ მათემატიკოს ნანა გიგინეიშვილზე, რომელთანაც ჰყავდა ორი შვილი, ვარლამ ურდია (დაიბადა 1965 წელს) და მარიამ ურდია (დაიბადა 1982 წელს). 1997 წელს ურდიამ სტალინის როლი შეასრულა ავსტრიულ ისტორიულ დოკუმენტურ ფილმში. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ანზორ ურდია 2011 წლის 29 სექტემბერს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • „პირველი მერცხალი“ — საქართველოს სსრ, 1975
  • „დათა თუთაშხია“ — საქართველოს სსრ, 1977
  • „ყვარყვარე“ — საქართველოს სსრ, 1978
  • „კუკარაჩა“ — საქართველოს სსრ, 1982
  • „თოვლის ბაბუა“ — საქართველოს სსრ, 1986
  • „ტურანდოტი“ — რუსეთის სფსრ, 1989
  • „თეთრი ბაირაღები“ — საქართველოს სსრ, 1990
  • „ომი ყველასთვის ომის — სტალინის შვილი“ — საქართველოს სსრ, 1990
  • „მე, პელეს ნათლია“ — საქართველო, 1991
  • „დაცემული ანგელოზი“ — საქართველო, 1991
  • „ნტიმოზი იბერიიდან“ — საქართველო, 2001
  • „სიყვარული და კარტოფილი“ — საქართველო, 2003
  • „სკამი“ — საქართველო, 2004

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანზორ_ურდია“-დან