ვაჟა ნეიძე
ვაჟა ნეიძე (დ. 8 მარტი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 2020, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი და საჭადრაკო კომპოზიტორი, ეტიუდისტი. წლების მანძილზე ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. ოსტატი (1987) და საერთაშორისო ოსტატი (1989) საჭადრაკო კომპოზიციაში, საერთაშორისო არბიტრი (1980).
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებავაჟა ნეიძე რეგულარულდ მონაწილეობდა საჭადრაკო კომპოზიციაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში. განსაკუთრებულ წარმატებას 1983-1984 წლების მე-17 ჩემპიონატში მიაღწია და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მისი ეტიუდები ასევე ხშირად ქვეყნდებოდა ფიდეს ალბომში. 1989 წელს, მორიგი ალბომის გამოსვლის შემდეგ, მას საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა.
თემატურად ვაჟა ნეიძის შემოქმედება მრავალფეროვანია, თუმცა, მას განსაკუთრებით იტაცებდა ეტიუდები საშამათო ფინალით.
ვაჟა ნეიძე აგრეთვე იყო საჭადრაკო არბიტრი. მას 40-ზე მეტი კონკურსის მასალები განიხილა და 10000-ზე მეტი ეტიუდი შეაფასა. ვაჟა ნეიძე აგრეთვე მიწვეული იყო „ფიდეს ალბომის“ მსაჯად (1977-1979). 1983-1985 წლებში ამავე ალბომის ეტიუდების განყოფილების დირექტორად დაინიშნა. 1991 წელს მან საჭადრაკო კომპოზიტორთა მსოფლიოს IV გუნდური ჩემპიონატის საუკეთესო ეტიუდები გამოავლინა. 2001-2003 და 2004-2006 წლებში მან მსაჯთა კოლეგიაში, სხვა ორ კოლეგასთან ერთად მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის მსაჯთა კოლეგიაში იმუშავა.
წლების მანძილზე ის ხელმძღვანელობდა საჭადრაკო კომპოზიციის განყოფილებას ლატვიის ჟურნალში „შახმატი“, გაზეთში „ლელო“, ჟურნალ „მეცნიერება და ტექნიკასა“ და ალმანახში „ჭადრაკი“.
რჩეული ეტიუდები
რედაქტირებაამოხსნა:
1. c7! მb6
2. a:b6+ მფ:b6
3. b:a8მ+! მფa7
4. c8მ+! მფa6!
5.კc4+ მფb7
6. კ:e2 მფ:a8
7. კf3#
ასეთივე სასჯელია მეორე მხედრის მოკვლისთვის.
6. ...მფ:c8
7. კa6#
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 55.
- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. II, თბ., 1997. — გვ. 320.
- გურგენიძე დ., ვაჟა ნეიძის შამათების თაიგული, თბ., 2021.