მეცნიერება და ტექნიკა

„მეცნიერება და ტექნიკა“ქართული ყოველკვირეული სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნის“ ორგანო (1949–1974 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ორგანო); გამოდიოდა თბილისში 1949 წლის იანვრიდან. მისი წინამორბედი ჟურნალია „ტექნიკა და ცხოვრება“ (1925–1929), რომელსაც შემდეგ ერქვა „ტექნიკა და შრომა“ (1929–1936), „ტექნიკა“ (1936–1941). ჟურნალი აშუქებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემებსა და მიღწევებს ჩვენში და საზღვარგარეთ. სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ რ. აგლაძე, რ. დვალი, ვ. მახალდიანი, ზ. წილოსანი. ტირაჟი 19 ათასი ცალი (1982).

ლიტერატურა

რედაქტირება