გია ნადარეიშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1921, სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი — გ. 2 ოქტომბერი, 1991, თბილისი) — ქართველი ნევროპათოლოგი და საჭადრაკო ეტიუდისტი, საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში, ქართული საეტიუდო სკოლის ფუძემდებელი. საერთაშორისო ოსტატი (1969), საერთაშორისო დიდოსტატი (1980), საერთაშორისო არბიტრი საჭადრაკო კომპოზიციაში (1960). სსრკ ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში (1976). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კომპოზიტორთა კომისიის თავმჯდომარე (1989-1991), ფიდეს კომპოზიტორთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტი (1990), მრავალი წიგნის ავტორი საჭადრაკო კომპოზიციაში.1938 წლიდან გამოაქვეყნა 400-მდე ეტიუდი, მათგან 75 კონკურსებზე პრიზით აღინიშნა. ნადარეიშვილის ეტიუდები გამოირჩევა ნათელი სიუჟეტური აგებულებით, მწვავე თამაშითა და ეფექტური ფინალით.

გია ნადარეიშვილი

გია ნადარეიშვილის ეტიუდი რედაქტირება

გია ნადარეიშვილი[1]
abcdefgh
88
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
თეთრები იწყებენ და იგებენ


ამოხსნა:

1. ეf1+!  g1=მ+  (2. g1=ლ?-ის შემდეგ თეთრები იყვანენ შავ ეტლს და თამაში მალე სრულდება შავი მეფის დაშამათებით)
2. ეxg1+  ეxg1  3. ეf2!!  კe5  (სხვა სვლის შემთხვევაში შავების მეფე დაუყოვნებლივ დაშამათდება)
4. ეh2+!  კxh2  5. მf2#.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • გ. ნადარეიშვილი, საჭადრაკო ეტიუდები, თბ., საბლიტგამი, 1952
  • გ. ნადარეიშვილი, ეტიუდები, თბ., ნაკადული, 1965
  • Надареишвили Г. А. — Избранные этюды — Издательство: Тбилиси: Сабчота сакартвело, 1970
  • Надареишвили Г. А. — Шахматный этюд в Грузии — Издательство: Тбилиси: Сабчота Сакартвело, 1975
  • Надареишвили Г. А. — Этюд глазами гроссмейстеров — Издательство: Физкультура и спорт, 1982
  • Надареишвили Г. А. — В поисках красоты — Издательство: Тбилиси: Сабчота Сакартвело, 1986
  • Надареишвили Г. А., Акобия Ю. - Мат в этюдах, Издательство: Тбилиси: Сакартвело, 1990

ლიტერატურა რედაქტირება

  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 58.
  • გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, თბ., 1999.
  • Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 265.

სქოლიო რედაქტირება

  1. ეტიუდი გამოქვეყნდა ჟურნალში Chess Today, 2006.