შამათი
შამათი (სპარს. شاه შაჰ — „მეფე“ და არაბ. مات მათ — „მოკვდა“) — ისეთი მდგომარეობა ჭადრაკში, როდესაც მეფეს აღარ შეუძლია მოწინააღმდეგის ქიშისაგან თავდაცვა. მხარე, რომელიც მოწინააღმდეგის მეფეს შამათს გამოუცხადებს, გამარჯვებულად ითვლება. პირობითი აღნიშვნაა # (საბჭოთა ნოტაციაში — x).
შამათის ზოგიერთ სახეობას სპეციალური დასახელება აქვს: „საბავშვო შამათი“ (1. e4 e5 2. ♗c4 ♝c5 3. ♕f3 ♞c6 4. ♕xf7#); „სულელთა შამათი“ (1. f4 e6 2. g4 ♛xh4#); ლეგალის შამათი (1. e4 e5 2. ♗c4 d6 3. ♘f3 ♞c6 4. ♘c3 ♝g4 5. ♘xe5 ♝xd1 6. ♗xf7+ ♚e7 7. ♘d5#); „დახშული შამათი“, რომლის დროსაც ფიგურები თავის მეფეს ართმევენ უკან დასახევ უჯრებს; „ეპოლეტების შამათი“, რომლის დროსაც თავისი მეფის გვერდებზე მდგარი ორივე ეტლი (რომლებიც წარმოქმნიან ე.წ. „ეპოლეტებს“), მას უკან დასახევ უჯრებს ართმევს.
შამათი ორი მხედრით — სწორი დაცვის დროს ამგვარი შამათი შეუძლებელია. მეფის კუთხეში მიმწყვდევას მოჰყვება ფათა. ზოგიერთ შემთხვევაში, თუკი მეფესთან ერთად პაიკიც აქვს მოთამაშეს, შამათი შეიძლება შესაძლებელი აღმოჩნდეს. იხ. ორი მხედარი პაიკის წინააღმდეგ.
შამათი ორი კუთი — დაფის კუთხეში დგება არაუგვიანეს მე-18 სვლისა ნებისმიერი საწყისი მდგომარეობიდან, მეფისა და ორი კუს ერთობლივი მოქმედებით.
შამათი ეტლით — დაფის კიდეზე დგება არაუგვიანეს მე-16 სვლისა ნებისმიერი საწყისი მდგომარეობიდან, მეფისა და ეტლის ერთობლივი მოქმედებით.
შამათი კუთი და მხედრით — მიიღწევა მხოლოდ კუს ფერის კუთხეში არაუგვიანეს 36-ე სვლისა ნებისმიერი საწყისი მდგომარეობიდან, მეფის, კუსა და მხედრის ერთობლივი მოქმედებით. მოითხოვს ზუსტ თამაშს, რამდენადაც შამათისათვის აუცილებელ სვლათა რაოდენობა ახლოსაა უკიდურესად დასაშვებთან (იხ. 50 სვლის წესი).
შამათი ლაზიერით — მიიღწევა დაფის კიდეზე არაუგვიანეს მე-10 სვლისა ნებისმიერ საწყისი მდგომარეობიდან, მეფისა და ლაზიერის ერთობლივი მოქმედებით.
[შეჯიბრება "ბავშვთა შამათი"] [შენიშვნა "შავების სვლები პირობითია"] 1.e4 e5 2.Bc4 Bc5 3.Qf3 Nc6 4.Qxf7#
[შეჯიბრება "სულელთა შამათი"] 1.f4 e6 2.g4 Qh4#
[შეჯიბრება "ლეგალის შამათი"] 1.e4 e5 2.Bc4 d6 3.Nf3 Nc6 4.Nc3 Bg4 5.Nxe5 Bxd1 6.Bxf7+ Ke7 7.Nd5#
პორტალი „ჭადრაკი“ | |
შამათი ვიქსიკონში | |
შამათი ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 7.