ლაზიერი
ლაზიერი (იუნიკოდი ♕ ♛) — ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე.
თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას.
ჭადრაკის ფიგურები | |
---|---|
მეფე | |
ლაზიერი | |
ეტლი | |
კუ | |
მხედარი | |
პაიკი |