ფიდე-ს ალბომი
ფიდე-ს ალბომი (ინგლ. FIDE Album) — მსოფლიოს საჭადრაკო კომპოზიტორთა საუკეთესო ნაწარმოების კრებული, რომელშიც სამი წლის მანძილზე შექმნილი კომპოზიციები შეაქვთ, გამოდის 1961 წლიდან და მას გამოსცემს ხორვატიის მოჭადრაკეთა კავშირი.
ალბომში გამოსაქვეყნებლად ათასობით კომპოზიცია გროვდება. დასაბეჭდად საუკეთესოებს ჟანრების მიხედვით მსაჯთა კოლეგიები (სამი მსაჯი და დირექტორი) არჩევენ. ალბომში გამოქვეყნებული კომპოზიციის ავტორებს ბალები ეწერებათ. განსაზღვრული ბალების დაგროვების შემდეგ მათ ავტორებს ენიჭებათ საერთაშორისო დიდოსტატის და საერთაშორისო ოსტატის წოდებები საჭადრაკო კომპოზიციაში. ალბომში დაბეჭდილი ერთი ამოცანა 1 ბალით ფასდება, ერთი ეტიუდი - 1,67 ბალით, კოლექტიური ამოცანა და კოლექტიური ეტიუდი, შესაბამისად, - 0,5 და 0,83 ბალით. საერთაშორისო დიდოსტატის წოდების ნორმატივია 70, ხოლო საერთაშორისო ოსტატის - 25 ბალი.
ქართველი ავტორები ფიდე-ს ალბომში
რედაქტირებაფიდე-ს ალბომში ქართველი ავტორების ნაწარმოებებიც იბეჭდება. ქვემოთ წარმოდგენილია, რომელი წლების ალბომში რომელი ქართველი კომპოზიტორის რამდენი კომპოზიცია იყო დაბეჭდილი.
- 1941-1944 - ალექსანდრე დობორჯგინიძე - 1.
- 1945-1955 - იოსებ კრიხელი - 4, გია ნადარეიშვილი - 6.
- 1956-1958 - ელგუჯა კვეზერელი - 1, გია ნადარეიშვილი - 2.
- 1959-1961 - გია ნადარეიშვილი - 2, ვაჟა ნეიძე - 1.
- 1962-1964 - ველიმირ კალანდაძე - 3, იოსებ კრიხელი - 12, გია ნადარეიშვილი - 8, ვაჟა ნეიძე - 1.
- 1965-1967 - ველიმირ კალანდაძე - 2, იოსებ კრიხელი - 9, გია ნადარეიშვილი - 6, ვაჟა ნეიძე - 4.
- 1968-1970 - დავით გურგენიძე - 1, ველიმირ კალანდაძე - 2, იოსებ კრიხელი - 16, გია ნადარეიშვილი - 8, ვაჟა ნეიძე - 2, ვლადიმერ სავჩენკო - 5, რევაზ თავარიანი - 1.
- 1971-1973 - დავით გურგენიძე - 7, ველიმირ კალანდაძე - 2, იოსებ კრიხელი - 9, ჯემალ მახათაძე - 2, გია ნადარეიშვილი - 6, ვაჟა ნეიძე - 2, შერგილ სუხიტაშვილი - 2, რევაზ თავარიანი - 1, იური შოსტი - 1.
- 1974-1976 - მერაბ გოგბერაშვილი - 1, დავით გურგენიძე - 13, ველიმირ კალანდაძე - 8, იოსებ კრიხელი - 10, გია ნადარეიშვილი - 6, ვაჟა ნეიძე -3, რევაზ თავარიანი - 1.
- 1977-1979 - დავით გურგენიძე - 14, ველიმირ კალანდაძე - 5, იოსებ კრიხელი - 10, გია ნადარეიშვილი - 4, ვიქტორ სერედა - 1, რევაზ თავარიანი - 1.
- 1980-1982 - დავით გურგენიძე - 12, ველიმირ კალანდაძე - 2, იოსებ კრიხელი - 16, გია ნადარეიშვილი - 2, შერგილ სუხიტაშვილი - 1, რევაზ თავარიანი - 1, იაკობ მინცი - 1.
- 1983-1985 - დავით გურგენიძე - 5, ველიმირ კალანდაძე - 3, გია ნადარეიშვილი - 1, ვაჟა ნეიძე - 5, იოსებ კრიხელი - 10, იაკობ მინცი - 6.
- 1986-1988 - დავით გურგენიძე - 14, გია ნადარეიშვილი - 2, ვაჟა ნეიძე - 2, რევაზ თავარიანი - 1, იური აკობია - 1, ველიმირ კალანდაძე - 1, მერაბ გოგბერაშვილი - 1, შერგილ სუხიტაშვილი - 1, იოსებ კრიხელი - 1 (კოლექტიური ამოცანა).
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 209-210, 312.