ალექსანდრე დობორჯგინიძე
ალექსანდრე მათეს ძე დობორჯგინიძე (დ. 15 აგვისტო, 1902, ფოთი, — გ. 20 ივლისი, 1950, ბორჯომი) — ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორი.
მისი პირველი საჭადრაკო ნაწარმოები დაიბეჭდა 1928 წელს. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი კომპოზიცია. იყო საკავშირო და საერთაშორისო კონკურსების რამდენიმე პირველი პრიზის მფლობელი. აღზარდა ქართველ საჭადრაკო კომპოზიტორთა მთელი თაობა. მისი თაოსნობით საქართველოში პირველად მოეწყო საჭადრაკო კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსები (1930, 1933).
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებაამოხსნა:
1. მფf7
1. ... f:e4
2. მf5+ მფ:f5
3. g4#
1. ... d:e4
2. მc4+ მფd5
3. მb6#
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე ო., გამოჩენილი ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორი, «მერანი», 1986, №12.
- გიორგაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 464.
- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 52.