რევაზ თავარიანი
რევაზ თავარიანი (დ. 22 დეკემბერი, 1922, სურამი — გ. 6 ნოემბერი,1996, თბილისი, საქართველო) — ქართველი საჭადრაკო კომპოზიტორი, მუშაობდა კომპოზიციის ყველა ჟანრში. იყო მრავალი საერთაშირისო კონკურსის პრიზიორი: „პროკეშის მემორიალი“ (1967 წ., I პრიზი), „ვეჩერნი ალმა-ათა“ (1969 წ., I პრიზი), „შახმატნა მისლ“ (1970 წ., I პრიზი), „ვეჩერნი ლენინგრად“ (1976 წ., I პრიზი). იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1981 წ.), რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი (1973 წ.), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1978 წ.), 1993 წელს ბრატისლავაში ფიდეს საჭადრაკო კომპოზიციის კომისიამ მას საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშორისო არბიტრის წოდება მიანიჭა. 1994 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმმა მას საჭადრაკო კომპოზიციაში ეროვნული ოსტატის წოდება მიანიჭა. რევაზ თავარიანმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ის ავტორია წიგნისა „ფანტაზია 64 უჯრაზე“, სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ ინსტრუქტორი.
რევაზ თავარიანის ეტიუდი
რედაქტირება
ამოხსნა:
- 1. ეg3+ მფe4
- 2. ეg4+ მფf3
- 3. ეg3+! მფf4
- 4. ეc3 ეd1+
- 5. მფc8! c1ლ
- 6. კg3+ მფg4
- 7. ეxc1 ეxc1+
- 8. კc7!
„თეთრი მეფის მიერ მეხუთე სვლაზე ზუსტად არჩეულმა უჯრამ კუ სამშვიდობოზე გაიყვანა“ (დავით გურგენიძის კომენტარი. მისივე თქმით, აღნიშნული ეტიუდი რევაზ თავარიანის საუკეთესო ნაწარმოებია[1]).
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 46.
- თავარიანი რევაზ, ფანტაზია 64 უჯრაზე, თბ., 1985.