სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.

დავით ანტონის ძე გურგენიძე (დ. 26 სექტემბერი, 1953, სოფელი ჩაილური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეტიუდისტი. საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშორისო დიდოსტატი (1989), სსრკ სპორტის ოსტატი (1979), საერთაშორისო ოსტატი (1980), საერთაშორისო არბიტრი (1994). პირვველი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში (1997, 2003), ორჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2005, 2007), გახდა სსრკ ჩემპიონი (1981, 1985), ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1975). საქართველოს საჭადრაკო კომპოზიციის კომისიის თავმჯდომარე (1991), საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში (2000); საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე (ვერცხლი; 2000). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ეტიუდი, მიიღო 100-ზე მეტი პირველი პრიზი. დავით გურგენიძე 26 წიგნის ავტორია, მ. შ.: „რჩეული ეტიუდები-1“ (1993), „რჩეული ეტიუდები-2“ (1995; ორივე ინგლისურად); „ოთარ ტაბიძის საჭადრაკო ფილოსოფია“ (1999); „პაწია ეტიუდები“ (1999); „100 მინიატიურა“ (1999); „სისადავე, სილაღე და სილამაზე“ (1999). დავით გურგენიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

დავით გურგენიძე
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1953
ჩაილური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

რჩეული ეტიუდები

რედაქტირება
დავით გურგენიძე
1970
abcdefgh
88
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
ყაიმი (2 + 3)

ამოხსნა:

1. მფa3!!
მხედარი ალყაშია, ამიტომ ერთი ტემპის დაკარგვაც უაზრობაა: 1. მფb2? მფf7 2. მფc3 მფg7 3. მფb4 მფ:h7 4. მფ:b5 h5 და თეთრი მეფე ვერ ხვდება პაიკის კვადრატში. თუ რატომ არ შეიძლება 1. მფb3?, ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 1. ... მფe6
ახლა 1. ... მფf7-ის შემთხვევაში ყველაფერი რიგზეა: 2. მფb4 მფg7 3. მფ:b5 მფ:h7 4. მფc4 და ყაიმი. 2. მf8+! მფf5
3.მd7 h5
4.მc5 h4
5.მb3!
აი, რატომ ამჯობინეს 1. მფa3 სვლა 1. მფb3-ს: b3 უჯრა თავისუფალი უნდა ყოფილიყო. 5. ... h3
6.მფd2 h2
7.მფf1! h1ლ
8.მg3+
და კეთილად დამთავრდა კრუიზი მთელ დაფაზე (ეტიუდი მოცემულია ანატოლი კუზნეცოვის კომენტარებით[1].

აღნიშნულ ეტიუდზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონამ ბორის სპასკიმ: „დაფაზე ვალაგებთ დავით გურგენიძის მიერ 1970 წელს შექმნილ ეტიუდს. გამაოგნებელია! უბრალოდ მშვენიერია! მხედარი და პაიკები - შესანიშნავი რამეა! თეთრები იწყებენ და ყაიმს აღწევენ. რითაა საინტერესო ეს პოზიცია! თეთრებმა უნდა შეუტიონ b5 პაიკს! ორი ლოგიკური სვლაა - მფa3 ან მფb3. თუ თქვენ მხედარს აიღებთ, მე ვასწრებ პაიკის შეჭმას და კვადრატში ვხვდები. ეშმაკური რამაა. იმისათვის, რომ თეთრები გადარჩნენ, საჭიროა b3 უჯრა მხედრისთვის დავტოვოთ. ამიტომ ყაიმი მიიღწევა მხოლოდ მფa3-ით. იწყება მხედრის დიდი ლაშქრობა. მხედარს შეუძლია იბრძოლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის f1-ზე მოხვდება და არა f2-ზე. განსაცვიფრებელია“[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე თ., ჭადრაკის გზაჯვარედინებზე, თბ., 1992;
  • Шахматы. Энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 98. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დავით გურგენიძე, ვისწავლოთ ენდშპილი, თბ., 2004, I ნაწილი, გვ. 86
  2. დავით გურგენიძე, ვისწავლოთ ენდშპილი, თბ., 2004, I ნაწილი, გვ. 86