ველიმირ კალანდაძე
ველიმირ კალანდაძე (დ. 10 მაისი, 1935, ლაგოდეხი, საქართველოს სსრ — გ. 27 ოქტომბერი, 2017, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფიზიკოსი და საჭადრაკო კომპოზიტორი. ოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში (1979), საერთაშორისო ოსტატი (1984), პრაქტიკულ თამაშში იყო ოსტატობის კანდიდატი. იყო საერთაშორისო კონკურსების პრიზიორი: I პრიზი - „ლელო“ (1961, ვაჟა ნეიძესთან ერთად), ოლიმპიური კონკურსი (1976, დავით გურგენიძესთან ერთად), „შახმატი ვ სსსრ“ (1979), „64-შახმატნოე ობოზრენიე“ (1984) და სხვ.
ბიოგრაფია
რედაქტირებაველიმირ კალანდაძე 1950-იანი წლებიდან მამამისთან - იოსებ კალანდაძესთან - ერთად აქვეყნებდა საჭადრაკო ამოცანებს გაზეთ „ლელოში“, მოგვიანებით დამოუკიდებლად დაიწყო კომპოზიციების შედგენა. ამავე პერიოდში მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და რამდენიმე წელიწადი სპეციალობით იმუშავა სამეცნიერო დაწესებულებებში.
ველიმირ კალანდაძეს პროფესიული ჭადრაკიც იტაცებდა. მას მონაწილეობა მიუღია საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში. მას წლების მანძილზე მიჰყავდა საჭადრაკო განყოფილება გაზეთებში - „მოლოდიოჟ გრუზიი“ და „საქართველოს რესპუბლიკა“.
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებააღნიშნული ნაწარმოები ინგლისელი საჭადრაკო კომპოზიტორის, ჟურნალ „ენდგეიმის“ მთავარი რედაქტორის ჯონ როიკროფტის თავმჯდომარეობით 1990 წლის საუკეთესო ეტიუდად გამოცხადდა.
ამოხსნა:
1. ეf3+ მფe8
2. ეf7! ეa8
3. მფg7 ეc8
4. მფf6 d3
5. ეe7+ მფf8
6.ეh7 ე:c8
7.ეd7 d2
8.ეd8+ მფh7
9.ე:c8 d1ლ
10.ეh8+ მფ:h8
11.c8ლ+ მფh7
12.ლh3+ ლh5
13.ლd7+ მფh6
14.ლg7#
კონკურსის ჟიურიმ აღნიშნა: „ეფექტური თამაში ჯერ ეტლების, შემდეგ კი ლაზიერების დაბოლოებაში ლამაზი შამათით გვირგვინდება. ენდშპილის შეცვლის ეს რთული მაგალითი საუცხოო ქმნილებად მოგვევლინა“.
ამოხსნა:
1. ლf4+! მფe6 (მფe7)
2. ლf7+! მფxf7. მაგრამ არა 2. ...მფd8 3. ლe8+ მფc7 4. d8=ლ#, ასევე წაგებისკენ მივყავართ 2. ...მფd6 3. d8=ლ+ მფc6 4. ლxb7 +–
3. d8=მ+ მფf6+
4. მxb7 მფe5
5. მფg6 მფd4
6. მფf5 მფc3
7. მფe4 მფb2
8. მფd3 მფxa2
9. მფc2 მფa1
10. მc5 მფa2
11. მd3 მფa1
12. მc1 a2
13. მb3#
აღნიშნული ეტიუდი 2009 წელს მსოფლიოს საჭადრაკო კომპოზიციის კონგრესზე, რომელიც 2009 წელს რიო დე ჟანეიროში გაიმართა, წლის საუკეთესო ეტიუდად დასახელდა[1].
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კალანდაძე ვ., 100 ეტიუდი, თბ., 1972.
- კალანდაძე ვ., საეტიუდო იდეები ეტლების დაბოლოებაში, თბ., 1978.
- კალანდაძე ვ., მარადიული მოძრაობა: 111 საჭადრაკო ეტიუდი, თბ., 1994.
- კალანდაძე ვ., შედევრთა სამყაროში, თბ., 2005.
- კალანდაძე ვ., განრისხებული ლაზიერი, თბ., 2012.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 49.
- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. II, თბ., 1997. — გვ. 361-362.