ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საჭადრაკო ეტიუდი — საჭადრაკო კომპოზიტორის მიერ ხელოვნურად შედგენილი პოზიცია, რომელშიც, ჩვეულებრივ, თეთრებს გარკვეული დავალება აქვთ. ეს დავალება არის გამარჯვების ან ყაიმის მიღწევა. ეტიუდში არ არის განსაზღვრული სვლების რაოდენობა. თამაში ქიშითაც შეიძლება დაიწყოს.

ეტიუდი უნდა იყოს ეკონომიური, ჰქონდეს ერთადერთი და ზუსტი ამოხსნა. ეტიუდი შეიძლება იყოს პაწია და მინიატურა. შინაარსის თვალსაზრისით არსებობს ეტიუდების ორი ჯგუფი: ანალიტიკური და კომბინაციური.

ანალიტიკურ ეტიუდში წინა პლანზეა წამოწეული ანალიზის ელემენტები. მას უშუალო პრაქტიკული ღირებულება აქვს დაბოლოებათა თეორიისთვის. ამიტომ იგი ძალზე ახლოსაა ენდშპილთან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ეტიუდს ერთადერთი ამოხსნა აქვს.

კომბინაციურ ეტიუდში მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმოების იდეას, მის მხატვრულობას. ეტიუდი მაშინ არის მხატვრული, თუ ბუნებრივია მისი საწყისი პოზიცია (ჰგავს ენდშპილს), ბრძოლა აღსავსეა მოულოდნელი და ეფექტური მანევრებით თუ შეწირვებით, ყალბი გაგრძელებებით, ლამაზი და შთამბეჭდავი ფინალით. ეტიუდის ამოხსნის სიძნელეს განაპირობებს ძირითადი აზრის შენიღბული შესავალი თამაში და შავების აქტიური კონტრთამაში.

ეტიუდისტები თავიანთ ნაწარმოებებს აგებენ შამათის, პატის, გახსნილი ქიშის და სხვა თემებზე. მაგრამ დასახული მიზნის მისაღწევად ეტიუდებშიც გამოიყენება გატყუების, დაბმის, ცუგცვანგის და სხვა ცნობილი იდეები.

ზოგ ეტიუდს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მისი ცოდნა მოჭადრაკეს უადვილებს ენდშპილის თამაშს. მაგალითად, ქართველი ეტიუდისტის, დავით გურგენიძის ამ ეტიუდმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

I პრიზი, შახმატი ვ სსსრ, 1981

I ადგილი, საბჭოთა კავშირის მე-16 პირველობა, 1985

abcdefgh
8
h8 black rook
c7 white rook
g6 white pawn
a2 white king
g1 black king
8
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
თეთრები იგებენ



1.g7!
თეთრებმა რომ მოიგონ, საჭიროა მეფე f7-ზე მიიყვანონ. მაგრამ მოუმზადებლად მიზანი ვერ მიიღწევა: 1. მფb3? ეh5! 2.g7 ეg5 3.მფс4 მფg2 4.მფd4 მფg3 5.მფе4 მფg4 6.ეf7 მფg3 7.ეа7 მფg4 8.ეа1 მფh3 9.ეh1+ მფg2 10.ეh7 მფg3 — და პოზიციური ყაიმია.
1. … ეb8 2.ეb7!! (2.ეf7? ეg8! 3.მფb3 მფg2 4.მფс4 მფg3 5.მფd5 მფg4 6.მფе6 მფg5 — ყაიმია, რადგანაც f7 უჯრა გადაკეტილია).
2. … ეс8 3.მფb3 მფg2 4.ეс7! ეd8 5.მფс4 მფg3 6.ეd7! ეе8 7.მფd5 მფg4 8.ეе7! ეg8 9.მფе6 მფg5 10.მფf7 მოგებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე თ., ჭადრაკის ანბანი, თბ., 1983. — გვ. 294-296.