ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იოსებ კრიხელი (დ. 10 მაისი, 1931, სტალინირი — გ. 20 სექტემბერი, 1988, ეშერა, სოხუმის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფიზიკოსი და საჭადრაკო კომპოზიტორი. საერთაშორისო ოსტატი (1971) და საერთაშორისო დიდოსტატი (1984) საჭადრაკო კომპოზიციაში. მრავალსვლიან ამოცანებში საბჭოთა კავშირის 7 ჩემპიონატის მონაწილე (საუკეთესო შედეგები: I ადგილი (1984), II ადგილი - (1971, 1983), III ადგილი - (1976, 1981, 1985).

იოსებ კრიხელი
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1931
დაბადების ადგილი სტალინირი
გარდაცვალების თარიღი 20 სექტემბერი, 1988
გარდაცვალების ადგილი ეშერა
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში (1984)

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოსებ კრიხელი დაიბადა სტალინირში (თანამედროვე ცხინვალი), თუმცა, მთელი ცხოვრება გორში გაატარა. 1948 წელს მან ოქროს მედალზე დაამთავრა გორის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა. 1949-1952 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1955 წელს დაასრულა ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტურა ფიზიკის სპეციალობით. 1956 წელს დაბრუნდა გორში, სადაც მუშაობა დაიწყო ახალგახსნილ მრეწველობის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მოგვიანებით მან დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.

იოსებ კრიხელი გარდაიცვალა 1988 წლის 20 სექტემბერს ეშერაში, სადაც საჭადრაკო კომპოზიტორთა მორიგი სესია მიმდინარეობდა. ის ელვისებურ პარტიას თამაშობდა ერთ-ერთ კოლეგასთან, როცა გული გაუჩერდა. ის გორში დაკრძალეს.

საჭადრაკო შემოქმედება

რედაქტირება

იოსებ კრიხელმა საჭადრაკო კომპოზიციაში პირველ წარმატებას 17 წლის ასაკში მიაღწია, როცა მისი ერთ-ერთი პირველი ეტიუდი ჟურნალ „ზატეინიკის“ საკავშირო კონკურსზე დაჯილდოვდა, რასაც მალე სხვა წარმატებებიც მოჰყვა.

იოსებ კრიხელი საჭადრაკო კომპოზიციის ყველა ჟანრში მოღვაწეობდა. ყველაზე დიდი წარმატებები მრავალსვლიან ამოცანებსა და ზღაპრულ ჭადრაკში ჰქონდა. მისი საუკეთესო ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ "ფიდეს ალბომში". 1968-1970 წლის ალბომში მისი 16 ამოცანა და ეტიუდი დაიბეჭდა, რაც მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, აღნიშნულ ჟურნალში მისი 96 ამოცანა და ეტიუდია დაბეჭდილი. საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული აქვს 250 პრიზი (აქედან 90 - პირველი).

ამოცანები

რედაქტირება
I პრიზი, Die Schwalbe, 1981
abcdefgh
88
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
შამათი 11 სვლაში

1.კg6! მფg8 2.ლd5+ მფh8 3.ლd8+ კg8 4.კf7 მფh7 5.ლd3+ მფh8 6.ლh3+ კh7. მივიღეთ საწყისი პოზიცია, მაგრამ ლაზიერი ამჯერად საჭირო უჯრაზე დგას. თეთრები იმეორებენ მანევრს: 7.კg6! მფg8 8.ლе6+ მფh8 9.ლе8+ კg8, და ამჯერად 10.კh7! მფ:h7 11.ლh5#
(10…g5 11.ლ:g8#)

ოლიმპიური კონკურსი, I პრიზი, 1982—1983
abcdefgh
88
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
შამათი 7 სვლაში

ამაოა თამაშის ფორსირების მცდელობები: 1.ეе1? ეс6 (მაგრამ არა 1…f3 2.კс2) 2.ეе2+ ეс2 3.ე:с2 კf6! ან 1.კе4? ეd6 (1…с6 2. ეе1) 2.კс2 ეd3 3.კ:d3 b5 4.კс2 b6+!
თავდაპირველად თეთრები ცდილობენ ეტლის ყურადღების გადატანას — 1.კс2! ეhЗ 2.კg6 ეh7, შემდეგ ბლოკავენ с6 უჯრას შემდეგი სვლებით — 3.კе4 с6 4.კf5 (4.ეе1? კf6!) 4…ეh6 და, საბოლოოდ, 5.ეе1! f3 6.კс2 და 7.კbЗ#

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Endgames of Iosif Krikheli. Tbilisi, 1995. 48 p. (Georgian chess composition).
  • Гургенидзе Д., Неидзе В., Ивунин А., Сказочный мир Иосифа Крихели, Тб., 1996

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 51.
  • გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. III, თბ., 2000. — გვ. 180-181.
  • Лобусов А. Найти себя // Шахматы в СССР. 1988. № 12. С. 15—16.
  • Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 182.
  • Феоктистов А. Мастер изящного стиля // Задачи и этюды. 2001. Вып. 25. С. 4—12.
  • Кацнельсон В. Когда в оттенках суть этюда // Задачи и этюды. 2001. Вып. 25. С. 13—16.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_კრიხელი“-დან