ჭადრაკი (ბიულეტენი)
„ჭადრაკი“ — 1971-1976 წლებში საქართველოში გამომავალი საჭადრაკო ბიულეტენი. მისი რედაქტორი იყო გია ნადარეიშვილი. სულ გამოვიდა ბიულეტენის 11 ნომერი. ბიულეტენს ჟურნალის სახე ჰქონდა. ის აშუქებდა საქართველოს საჭადრაკო ცხოვრებას და მნიშვნელოვან შეჯიბრებებს საქართველოს მოჭადრაკეების მონაწილეობით. ბეჭდავდა პარტიებს, სტატიებს, გამოკვლევებს, ამოცანებსა და ეტიუდებს. ჟურნალში ოთხი განყოფილება იყო: პარტიები და ფრაგმენტები (უძღვებოდა ბუხუტი გურგენიძე), სადებიუტო თეორია (ედუარდ გუფელდი), საკონსულტაციო მეთოდური კუთხე (თენგიზ გიორგაძე) და საჭადრაკო კომპოზიცია (ვაჟა ნეიძე). მისი ტირაჟი შეადგენდა 4000 ეგზემპლარს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 274.