თენგიზ გიორგაძე (მოჭადრაკე)
თენგიზ შალვას ძე გიორგაძე (დ. 1 აპრილი, 1925, თბილისი — გ. 20 თებერვალი, 2012) — ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო არბიტრი (1972), საჭადრაკო მიმომხილველი, ლიტერატორი და ისტორიკოსი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1976), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1981), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (2002). ეროვნული ოსტატი (1994), პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (2004), პროფესორი (2005).
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა თსუ. თბილისის ჩემპიონი (1953), სსრკ საპატიო მსაჯი (1985), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი (1994, 1996, 1998), 1948 წლიდან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი (1948–2000), სსრკ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი (1972–1975), გაზეთ „ლელოს“ ჭადრაკის განყოფილების გამგე (1950-1984), საჭადრაკო გაზეთ „მერანის“ პირველი რედაქტორი (1984-1987), ყოველთვიური ჟურნალ „ჭადრაკის სამყაროს“ მთ. რედაქტორი (1997–2000), საქტელეჭადრაკის ჟურნალის „სამორინეს“ წამყვანი და ავტორი (1968–1996), საქართველოს ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიაში ჭადრაკის სპეციალიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1977) და პედაგოგი.
გამოცემული აქვს 50-მდე წიგნი, მათ შორის: „ქართული ჭადრაკის მატიანე“ (სამტომეული, 1995, 1997, 2000), მონოგრაფიები: „თამაშობს ანდრია დადიანი“ (1972), „ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა“ (1985), „ჩვენი ნონა“ (1992), „ჭადრაკის ანბანი“ (1965, 1974, 1983, 1999), 10 წიგნი, მიძღვნილი ქალთა მსოფლიო პირველობის მატჩებისადმი (1963–1989) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა (1999) და სეოკის პრემიებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გურგენიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 14.