ედუარდ გუფელდი
ედუარდ ეფიმის ძე გუფელდი (დ. 19 მარტი, 1936, კიევი, — გ. 23 ნოემბერი, 2002, ლოს-ანჟელესი) — მოჭადრაკე, ლიტერატორი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1958), საერთაშაშორისო ოსტატი (1964), საერთაშორისო დიდოსტატი (1967). საქართველოს (1977) და საბჭოთა კავშირის (1980) დამსახურებული მწვრთნელი.
ედუარდ გუფელდი |
---|
დაამთავრა ჩერკასის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1973-1988 წლებში ცხოვრობდა თბილისში. იყო მაია ჩიბურდანიძის მწვრთნელი და კონსულტანტი, ფიდეს ორი კომისიის თავმჯდომარე. სსრკ ჩემპიონატის 8 ფინალის, 2 პირველი ლიგის, 33 საერთაშაშორისო ტურნირის მონაწილე. ორგზის (1961, 1962) სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონი (გუნდურ ჩათვლაში). საჭადრაკო ჟურნალისტთა საერთაშაშორისო ასოციაციის (აიპე) წევრი (1982). 1995 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ავტორია მრავალი საჭადრაკო წიგნისა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მაია, თბ., 1981 (თანაავტ. ა. ერემიანი);
- ჭადრაკში დახელოვნების სკოლა, თბ., 1982.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ. შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.