ვანდა რუტკევიჩი
ვანდა რუტკევიჩი (პოლ. Wanda Rutkiewicz; დ. 4 თებერვალი, 1943 — გ. 13 მაისი, 1992) — პოლონელი ალპინისტი. იგი პირველი ქალი იყო, რომელმაც წარმატებით მიაღწია კ2-ს.
ვანდა რუტკევიჩი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Wanda Rutkiewicz |
დაბადების თარიღი |
4 თებერვალი, 1943 პლუნგე, ლიტვა |
გარდაცვალების თარიღი |
13 მაისი, 1992 (49 წლის) კანჩენჯანგა |
სხეული იპოვეს | არ არის ნაპოვნი |
ეროვნება | პოლონელი |
საქმიანობა | ალპინიზმი |
ცნობილია როგორც | პირველი ქალი, რომელმაც წარმატებით მიაღწია კ2-ს |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებავანდა რუტკევიჩი დაიბადა 1943 წლის 4 თებერვალს, პოლონურ ოჯახში, პლუნგეში (ლიტვა). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისმა ოჯახმა პოლონეთის დატოვება და პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში — ვროცლავში დასახლება გადაწყვიტა. რუტკევიჩმა, ვროცლავის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა.
მთამსვლელობა, მან იანოვიცე ველკეს (პოლ. Góry Sokole; ქართ. შევარდენის მთები) ქანებთან ახლოს დაიწყო.
რუტკევიჩი, ყველაზე მძიმე პოლონური მოტოციკლით — SFM Junak-ით მგზავრობდა, რომელმაც, ირიბად შეუწყო ხელი მის ალპინიზმით დაინტერესებას. 1961 წლის ზაფხულის ერთ დღეს, მისი საწვავი ამოიწურა. ვანდამ დახმარების თხოვნა დაიწყო. ადამიანი, რომელიც მის დასახმარებლად შეჩერდა, მოტოციკლით მგზავრობდა კოლეგასთან, ბოგდან იანკოვსკისთან ერთად, რომელსაც ორი წლის გამოცდილება ჰქონდა მთამსვლელობაში. ამ შეხვედრას მოჰყვა მათი შემდგომი ლაშქრობა შევარდენის მთებზე.
1978 წლის 16 ოქტომბერს, იგი მსოფლიოს მასშტაბით მესამე ქალი, პირველი პოლონელი ადამიანი და პირველი ევროპელი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია[1]. 1986 წელს, ვანდა რუტკევიჩი პირველი ქალი გახდა, რომელმაც დაიპყრო კ2 და უკან წარმატებით დაბრუნდა. ეს მან დამატებითი ჟანგბადის გარეშე მოახერხა, როგორც მცირე ექსპედიციის წევრმა, რომელსაც ფრანგი ალპინისტი წყვილი — ლილიან და მორის ბარარდები ხელმძღვანელობდნენ. რუტკევიჩის ტრიუმფი მეორეხარისხოვანი გახდა, რადგან უკან დაბრუნებისას, ბარარდების წყვილი გარდაიცვალა. ისინი, იმ ზაფხულს კ2-ზე დაღუპულ ცამეტ ადამიანის სიაში გაერთიანდნენ[2].
გარდაცვალება
რედაქტირებავანდა რუტკევიჩის მიზანი იყო, რომ გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც თოთხმეტივე რვაათასიანი მწვერვალის უმაღლეს წერტილს მიაღწევდა. ალპინისტური მოღვაწეობის განმავლობაში, მან წარმატებით დაიპყრო შემდეგი მწვერვალები:
- 1978 - ევერესტი
- 1985 - ნანგა-პარბატი
- 1986 - კ2
- 1987 - შიშა-პანგმა
- 1989 - გაშერბრუმ II
- 1990 - გაშერბრუმ I
- 1991 - ჩო-ოიუი
- 1991 - ანაპურნა
- 1992 - კანჩენჯანგა (დაუზუსტებელია)
49 წლის ასაკში, კანჩენჯანგაზე ასვლისას, ვანდა რუტკევიჩი, უკანასკნელად მექსიკელმა ალპინისტმა — კარლოს კარსოლიომ ნახა. 1992 წლის 12 მაისის დილას, მწვერვალზე, 7 950 მეტრის სიმაღლეზე, ქარიშხალი დაიწყო. თორმეტსაათიანი გართულებული მსვლელობის შემდეგ, კარლოსმა შეამჩნია, რომ ვანდა უკან ჩამორჩა. ისინი ერთმანეთს დაახლოებით 8 200 მეტრზე შეხვდნენ. თავშესაფარი აღჭურვილობის ნაკლებობის გამო, ვანდამ ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე ღამით შეჩერება და შემდეგ დილას სიარულის გაგრძელება გადაწყვიტა. ამ მომენტში, იგი ფიზიკურად დაუძლურებული იყო და არ შეეძლო გონივრული გადაწყვეტილების მიღება სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კარსოლიომ აღნიშნა, რომ თვითონ გონებრივადაც დასუსტებული იყო[3], რის გამოც, მან ვერ შეძლო მისი დარწმუნება, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ.
ითვლებოდა, რომ 1995 წელს, მისი გვამი მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთით, ფაუსტო დე სტეფანიმ, მარკო გალეზიმ და სილვიო მონდინელიმ იპოვეს. თუმცა, იტალიელი ალპინისტების დეტალური ანალიზის მიხედვით, როგორიცაა ტანსაცმლის ფერი და მასზე დამაგრებული ბულგარეთში დამზადებული იარლიყები მიანიშნებს, რომ იგი ბულგარელი ალპინისტის — იორდანკა დიმიტროვას გვამი იყო, რომელიც 1994 წლის ოქტომბერში, კანჩენჯანგას სამხრეთ-დასავლეთით ზვავმა იმსხვერპლა. არ არის დაზუსტებული, მიაღწია თუ არა რუტკევიჩმა კანჩენჯანგას მწვერვალს. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა, მაშინ იგი პირველ ქალად უნდა ჩაითვალოს, რომელმაც მსოფლიოს სამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მისი გვამი ნაპოვნი არ არის.
საინტერესო ფაქტი
რედაქტირებავანდა რუტკევიჩმა, ევერესტი ზუსტად იმ დღეს დაიპყრო, როდესაც იოანე პავლე II რომის პაპად აირჩიეს. შემდგომი საუბრისას, პაპმა რუტკევიჩს უთხრა:
„კეთილმოწყალეა ღმერთი, ვინაიდან, მას სურდა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე დღეს მიგვეღწია ასეთი სიმაღლისთვის.“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Reinisch, Getrude, Wanda Rutkiewicz: A Caravan of Dreams (2000) ISBN 0-9538631-0-7
- Freedom Climbers ISBN 978-1-926855-60-8 Freedom Climbers by Bernadette McDonald დაარქივებული 2014-05-20 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jordan, Jennifer (2006). Savage Summit: The Life and Death of the First Women on K2. HarperCollins, გვ. 40. ISBN 978-0-06-058716-1.
- ↑ Jordan, Jennifer (2006). Savage Summit: The Life and Death of the First Women on K2. HarperCollins, გვ. 84-94. ISBN 978-0-06-058716-1.
- ↑ Jordan, Jennifer (2006). Savage Summit: The Life and Death of the First Women on K2. HarperCollins, გვ. 171-174. ISBN 978-0-06-058716-1.