გაშერბრუმ II
გაშერბრუმ II (ასევე კ4) — დედამიწის სიმაღლით მე-13 მწვერვალი. მისი სიმაღლეა 8035 მ. გაშერბრუმი ადგილობრივ ბალტის ენაზე ითარგმნება როგორც „მბრწყინავი მთა“. გაშერბრუმ II მდებარეობს ყარაყორუმის მთათა სისტემის გაშერბრუმის მასივში, გაშერბრუმ I-ის მახლობლად, პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბლტისტანში. პაკისტანისა და ჩინეთის საზღვართან. პირველი ასვლა გაშერბრუმ II-ზე განხორციელდა ავსტრიული ექსპედიციის მიერ 1956 წლის 8 ივლისს. ექსპედიციის წევრები იყვნენ: ფრიც მორავეცი, იზეფ ლარხი და ჰანს ვილენპარტი.
გაშერბრუმ II | |
---|---|
გაშერბრუმ II, ხედი საბაზო ბანაკიდან | |
კოორდინატები: 35°45′27″ ჩ. გ. 76°39′10″ ა. გ. / 35.75750° ჩ. გ. 76.65278° ა. გ. | |
ქვეყანა | პაკისტანი ჩინეთი |
სიმაღლე | 8035 მ |